"დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია ვლადიმირ ვაისს და ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ლატვია 3:0 დაამარცხა და ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზური გათამაშების დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა. მჯეროდა ვაისის კვალიფიკაციისა და მართებულად მიმაჩნდა მასთან ხელშეკრულების გაგრძელება.

სწორად წარმართულმა სამწვრთნელო საქმიანობამ და მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა ის ისტორიული შედეგი, რომელსაც ეროვნულმა გუნდმა მიაღწია.

ამ ეტაპზე ქართველმა ფეხბურთელებმა ყველა შეხვედრაში თავ
დაუზოგავად იბრძოლეს და ლოგიკურ შედეგსაც მიაღწიეს. ორმაგად მახარებს ის გარემოება, რომ ეროვნული გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგში თავიანთი წვლილი დინამოელებმა და მათ შორის, დინამოს აკადემიის აღზრდილებმა შეიტანეს.

ჩვენი მიზანი იყო, არის და იქნება, რომ აკადემიის აღზრდილებმა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვან. გულითადად ვულოცავ ვლადიმირ ვაისს და ეროვნულ გუნდს წარმატებას და იმედს გამოვთქვამ, რომ მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს", - განაცხადა რომან ფიფიამ.

altბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
მილოცვა კარგია, მაგრამ ფიფიამ ჯობია დინამოს დროზე დაანებოს თავი, სანამ თერჯოლის საპოვნელას დონეზე არ დაუყვანია
)))))
17:23 18-10-2018
2
მილოცვა კი არა დინამოს მიხედე ორღობის გუნდს რომ დაამსგავსე, მაგრამ შენ რა უნდა მიხედო..
ეს რომ ვინმეს ფეხბურთში ჭკუის სწავლებას დაუწყებს.
Georgian
21:29 18-10-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული