გიორგი დევდარიანი ნაკრებზე: ეს მატჩები დაგვეხმარა, გვეპოვნა ის, რასაც ამდენი წელი ვეძებდით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაზე წარმატებული მატჩების შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიის დირექტორ გიორგი დევდარიანს დავუკავშირდით და ჩვენი გუნდის თამაშის შეფასება ვთხოვეთ.

გიორგი დევდარიანის აზრით, საქართველოს ნაკრებმა საკუთარი თამაში იპოვა და აუცილებელია, ყველა მეტოქესთან იმავე სტილით ითამაშოს.

"მოგებას მივეჩვიეთ. აქამდე ერთი და იმავე დონის მოწინააღმდეგეები გვყავდა. ახლა ახალ ეტაპზე გადავდივართ. წინააღმდეგობაც გაიზრდება. შევთანხმდით, რომ ამ კალიბრის გუნდებზე მაღლა ვდგავართ. გვინდა უფრო მაღალ ლიგაში გადასვლა ხარისხობრივადაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც.

ჩემი აზრით, კოსოვო და მაკედონია უფრო ძლიერი გუნდებია, ვიდრე ყაზახეთი და ლატვია.

ჩატარებული თამაშები
დაგვეხმარა, რომ ჩვენი თამაში და ხელწერა გვეპოვნა, რომელსაც ამდენი წელი ვეძებდით. საჭიროა, ამას არ გადავუხვიოთ და ასეთი თამაში გავაგრძელოთ" - გვითხრა გიორგი დევდარიანმა.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა ორი ტურით ადრე გაინაღდა. "ჯვაროსნები" 15 ნოემბერს ანდორას დაუპირისპირდებიან, თუმცა ამ მატჩის შედეგს სატურნირო მდგომარეობაზე გავლენა არ გააჩნია.

altშენთვის, შენთვის ვმღერი - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ქომაგებს [VIDEO]

altESPN-ის ჟურნალისტი: გამიკვირდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ეს შეძლო...

altგიორგი დევდარიანი საქართველოს ნაკრებზე: უჩვეულო სიხარულის განცდა მაქვს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყაზახეთია ჯუჯა ? თუ ყაზახურ ფეხბურთში ჩადებული თანხები ? და მათი კლუბები ევროპალიგას რომ თამაშობენ და მანდ მისავცლელად ქართულ გუნდებს უგებენ ? უმადურობა და დაუნახავობაა რომ გვღუპავს პატივცემულო.
2
4 თამაში ჯუჯების წინააღმდეგ და ისიც წვალებით მოგებული. რამდენიმე წლის წინ ქართული გუნდების ევროთასებზე მოპოვებული 'წარმატება' მახსენდება პირველი რაუნდის პირველ მატჩებში, როცა ერთმანეთს ულოცავდა ხალხი. მერე რაც მოხდა კი ყველამ ვიცით, მაგრამ 1 კვირის მანძილზე ხომ გვეგონა რომ განვითარდა ქართული ფეხბურთი.
odala
19:21 18-10-2018
39
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული