ჭანტურიშვილმა სლოვაკეთის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა

AutoSharing Option
სლოვაკეთის სუპერლიგის მე-12 ტურში "სპარტაკმა" ტრნავაში 4:1 დაამარცხა აუტსაიდერი "სენიცა".

ამ მატჩში ბოლო გოლი 73-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან ქვეყნის მიმდინარე პირველობაზე პირველი გოლი გაიტანა.

ტრნაველთა მეორე ქართველი ლეგიონერი დავით სხირტლაძე 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"სპარტაკი" 14 ქულით მე-7 ადგილზეა და 28 ოქტომბერს სტუმრად "ზლატე მორავცეს" ხვდება, იქამდე კი 25 ოქტომბერს ევროპა ლიგაზე ზაგრების "დინამოს" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული