საქართველოს ნაკრებმა ანდორაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მეხუთე ოფიციალური მატჩისთვის უკვე 23 ფეხბურთელთან ერთად ემზადება.

ანდორაში ადგილობრივი ფედერაციის სავარჯიშო მოედანზე, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესი ხელოვნურსაფარიან მოედანზე მიმდინარეობს, რადგან მატჩის მასპინძელი სტადიონზეც ხელოვნური მინდვრის საფარია.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, სოლომონ კვერკველიას მსგავსად, ტობოლის ქართველმა ლეგიონერებმა ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა დღეს პირველად ივარჯიშეს. ლატვიასთან მიღებული ტრავმის შემდეგ, ეროვნული ნაკრების კაპიტანი უკვე გამოჯანმრთელდა და უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მასპინძელ
სტადიონზე 14 ნოემბერს თბილისის დროით 22:00 საათზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს ვლადიმირ ვაისი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
უნდა გავაპოთ ანდორა! მიდით ბიჭებო!
kaxa
10:04 14-11-2018
0
Ara ra imdens izams vaisi sanam kacharava tavis karshi ar gaitans..nu goli golia forvardia bolo bolo
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული