sport.es: "ბარსელონა" ჩაკვეტაძით დაინტერესდა და მის თამაშზე დასაკვირვებლად ანდორაში სკაუტებს გაუშვებს!

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტი" იუწყება, რომ 19 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში დიდებულ სეზონს ატარებს და ერთა ლიგის მატჩზე ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე მის თამაშზე დასაკვირვებლად სკაუტებს გაუშვებს.

საიტი მკითხველს აუწყებს, რომ ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებში ჩინებულად ასპარეზობს, 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა, "ბარსა" მისი სამსახურით დაინტერესდა და ხვალინდელ მატჩზე დასასწრებად თავისი წარმომადგენლებისთვის აკრედიტაცია მოითხოვა.

"მან 17 წლის ასაკში "დინამოში" 5 გოლი გაიტანა, ბელგიაში ადაპტაცია არ გაჭირვებია, "გენტის" წამყვანი ფეხბურთელია, ამ სეზონში 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა
გააკეთა.

ის კარგი შემტევია, პლეიმეიკერია, შეუძლია ითამაშოს თავდასხმაშიც, სწრაფია, ადვილად ატყუებს მეურვეებს, კარგი დატყმა აქვს,  ორივე ფლანგიდან წარმატებით მიაქვს იერიშები მეტოქის კარზე და მისი შეჩერება ძნელია.

გიორგის დარ ფეხბურთელებს აფასებენ "ბარსელონაში" და მას აქ პროგრესირების საუკეთესო საშუალება ექნება. მისი ნიჭი გასაოცარია", - წერს საიტი.

"სპორტი" იხსენებს, რომ როდესაც ბლაუგრანას ახალგაზრდულ გუნდს სერხი ბარხუანი წვრთნიდა, ჟერარ დეულოფეუსთან ერთად ქართველი ლეგიონერი გიორგი ჭანტურია თამაშობდა და ის გუნდი ჩემპიონი გახდა.

alt"გიორგი ჩაკვეტაძის სახელს ბევრჯერ გავიგებთ" - პორტუგალიური პრესა ჩაკვეტაძეს დე ბრუინს და ლეო მესის ადარებს

alt"ჩაკვეტაძემ მაგარი გოლები შეაგდო, მაგისთვისაა ფეხბურთი მოგონილი" - შოთა არველაძე ნაკრებზე, ჩაკვეტაძეზე, კლუბზე

altInStat-მა ჩაკვეტაძე მბაპესთან და კლუივერტთან ერთად 21-წლამდელთა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

მკითხველის კომენტარები / 29 /
თანაც ანდორა ისეთი ძლიერი ნაკრებია აუცილებლად თავს გამოიჩენდა ჩაკვეტაძე
122
19 ნოემბერი 2018 21:56
0
ჩაკვეტაძე, როგორც ვიცით თავგადაკლული რეალის მომხრეა და როგორ მოთავსდება ერთად, ფანობა რეალის და წევრობა ბარსაში, გთხოვთ ამიხსნათ.
გია
15 ნოემბერი 2018 20:00
3
თუ კომენტარებით ვიმსჯელებთ, გამოდის რომ 19 წლის ფეხბურთელი, თუ ის ტალანტია და მასზე მოთხოვნაა, არ უნდა წავიდეს საშუალო თუ საშუალოზე ნაკლები დონის გუნდიდად გრანდებში ან მაღალი დონის ევროპულ გუნდეში! რა ლოგიკაა ეს! ის ხომ 14-15 წლის ბიჭუნა არ არის, ისე როგორც გიორგი ჭანტურია იყო ტავის დროზე, როცა "ბარსაში" ცაირიცხაა? ჭანკვეტაძე ფაქტიურად ჩამოყალიბებული და რაც მთავარია, თითქმის დაღვინებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ უნდა წავიდეს უფრო ძლიერ გუნდში, თუნდაც გრანდში და თუნდათ იმ პირობებშიც კი, თუ საწყის ეტაპზე ძირითად გუნდში არ მოუწევს თამაში. არა ბიჭო და 25 წლის ასაამდე ელოდოს! თუ როგორაა საქმე!
gogi pachveli
15 ნოემბერი 2018 18:28
4
Barsa tu iyidis atamasheben barsashi da ara barca-beshi mesameligashi mag kontraqtze ar datanxmdeba tu satamasho dri ar miigo garantirebuli ramodenime cuti contraqtshi ucereba vinc ar icit nu laybobt ragac uazrobebs ra. Chanturias beds veranairad ver gaiziarebs xhanturia iyo bavshta gundshi da es sxva shemtxveva
Emigranti
15 ნოემბერი 2018 15:42
0
რატომ გგონიათ რომ ვერ შეძლებს გრანდში თამაშს?? საიდან ამხელა პესიმიზმი პირიქით იმის მაგივრად რომ ოტივაცია მისცეთ აქეთ ჭკუას არიგებთ ზუსტადაც რომ შეძლებს. ეგ არის ზუსტად რონ გამოწვევას არ უნდა შეუშინდეს და ბოლომდე უნდა იშრომოს და იბრძოლოს თავდაუზოგავათ. თავისთავის სჯეროდეს ჭანტურიას რო ადარებთ სად ჭანტურია და სად ამის კლასი და შრომის და ნიჭის შედეგი ამ ბიჭმა იცის რა უნდა ამის პირველ თამაშს რომ ვუყურე სტადიინზე მაშინ სულ ბავშვი იყო 17 წლის და მაშინ ვთქვი ეს იქნება საქართველოს მომავალი ვინც ქართველებს ევროპისკენ გზას გაუხსნის მეთქი და საქართველოს გააცნობსთქო და ასეც ხდება ჯერჯერობით ხოდა ამ ბიჭს ნუ მოუკლავთ იმედს და მოტივაციას რომ ყველაფერიც გამოუვა თუნდაც დღესვე
T.q
15 ნოემბერი 2018 14:58
0
დინამო თბილისში სასწრაფოდ ! ჰაერივით სჭირდება დინამოს ეს ბიჭი
ნოე
15 ნოემბერი 2018 14:28
2
როცა წერენ ბარსელონაში გადასვლით ჭანტურიას გაიზიარებსო არ ითვალისწინებენ დიდ მენტალურ განსხვავებას ამ ორ პიროვნებას შორის--პირდაპირ უფსკრულია მათ პიროვნებებს შორის. ასე რომ, სხვა მიზეზები მოიყვანონ რატომ სჯობია რომ არ გადავიდეს ბარსელონაში და გენტში დარჩეს. მით უმეტესს, აშკარაა რომ გენტში მის სადღეისო უნარებს პარტნიორები მხარს ვერ უბავენ და მე რომ მკითხო, მანდ დარჩენა ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნის ტოლფასია ჩაკვეტაძესთვის.
გიორგი
15 ნოემბერი 2018 14:22
0
სავსებით ვეთანხმები "შაკო"-ს!!! ყველაზე სწორი არჩევანი ეს იქნება. არანაირი გრანდი ჯერ. უამრავ ფეხბურთელს გაუფუჭა გრანდებმა საქმე, მხოლოდ სახელი არაა საჭირო, რაში გინდა ირიცხებოდე და არ თამაშობდე. მერე დაიწყება უთამაშებელი-უთამაშებელი. გიორგი ჩაკვეტაძეს - ჩემო პატარა მეგობარო და საქართველოს იმედო!!! - დარჩი ასეთივე მშრომელი და ადამიანი, ყველაფერს თავისი დრო აქვს, იცი შენც ყოველივე რაც ზემოთ აღვნიშნეთ, არჩევანი შენზეა მაგრამ გაითვალისწინე რა გირჩევნია... წარმატებებს გისურვებთ მთელი სულითა და გულით... აბა შენ იცი. ყოველი შემთხვევისათვის - თუკი გრანდებში გადაწყვეტ წასვლას, მე არ ვიცი ხელშეკრულებაში რა ეწერება და რა არა, მაგრამ რაღაც გარანტირებულად თამაშები გინდა აუცილებლად, მაგისთვის არ გიწვალია, რომ სათადარიგო იყო. ჩვენ გვჯერა შენი!!!
გიორგი
15 ნოემბერი 2018 12:06
0
ჩაკვენტაძე უმაღლეს დონეზე ითამაშებს ძალიან ნიჭიერია და თან პირივნებაც მაგარია და ხასიეთიც კარგი აქვს
ნიკო
15 ნოემბერი 2018 08:03
0
გეთანხმები. ოქროს ბიჭია.
გიორგი
15 ნოემბერი 2018 14:15
0
არანაირი ბარსა, ზუსტად რომ ჭანტურიას ბედი ელოდება მაგ შემთხვევაში, გენტი არ უნდა დატოვოს ჯერ და თU დატოვენს ძლიერი ლიგის საშუალო დონის გუნდში აუცილებლად.
shako
15 ნოემბერი 2018 02:35
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული