საქართველოს ნაკრებმა ანდორას პირველი ტაიმი 1:0 მოუგო

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი ანდორას 1:0 მოუგო.

ჯვაროსანთა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სახეცვლილი შემადგენლობა დააყენა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია და სწრაფი გოლიც გაიტანა: ფლანგიდან განივ გადაცემაზე ყველას ჩაკვეტაძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა.

მიუხედავად გაშვებული გოლისა, მასპინძლები კვლავ მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და შეტევაზე არც ფიქრობდნენ. თამაშის ტემპიც დაეცა. 31-ე წუთზე არაბულმა ხელსაყრელი პოზიციიდან ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრებმა ისევ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, უფრო მარჯვენა ფრთიდან, სადაც ჩვეულად კაკაბაძე აქტიურობდა,
თუმცა შესვენებამდე მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ანდორა". "ესტადი ნასიონალი"
ანდორა - საქართველო 0:1
გოლი: 0:1 ჩაკვეტაძე (9)

ანდორა: გომესი, ც. მარტინესი, უოლესი, რებესი, ლიმა. ა. მარტინესი, ფერნანდესი, სან ნიკოლასი, ცერვოსი, რუბიო, ლოვერა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, გვილია, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, არაბული
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამათ ჩამოეძინათ,ფეხბურთი ქვია ახლა ამას?ანდა ჩაკვეტაძემ რითი მოაწონა თავი სკაუტებს?ამ ვაისმა კიდე ზარანდია 20 წთ.მაინც რომ ათამაშოს მოკვდება? ფეხბურთელებო სირცხვილი თქვენი,იმიტომ რომ გულშემამტკივარი უნდა დააფასოთ და მაგათთვის მაინც მიგეძღვნათ გამარჯვება.ბოლოსდაბოლოს თუ ვერ მოიგებდით,გეთამაშათ მაინც.
ნანა
01:48 16-11-2018
2

01:47 16-11-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული