ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
15 ნოემბერს ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ჯვაროსანთა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სახეცვლილი შემადგენლობა დააყენა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია და სწრაფი გოლიც გაიტანა: ფლანგიდან განივ გადაცემაზე ყველას ჩაკვეტაძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა.
მიუხედავად გაშვებული გოლისა, მასპინძლები კვლავ მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. თამაშის ტემპიც დაეცა. 31-ე წუთზე არაბულმა ხელსაყრელი პოზიციიდან მოჭრილი დარტყმით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრებმა ისევ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, უფრო
მარჯვენა ფრთიდან, სადაც ჩვეულად კაკაბაძე აქტიურობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა (ან როგორ უნდა შეცვლილიყო?) და 51-ე წუთზე ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ხელიდან ხოჭოლავამ გაუშვა. 63-ე წუთზე კი ალოგიკური გოლი გავუშვით - მეკარე ლორიამ უხეში შეცდომა დაუშვა და მარტინესმა საჯარიმოდან გოლი გაიტანა. ეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველი გაშვებული გოლი იყო.

აშკარა გახლდათ, რომ საქართველოს ნაკრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა და შექმნილი ვითარება ცვლილებების განხორციელებას მოითხოვდა. ვაისმა 77-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განახორციელა, კიტეიშვილისა და არაბულის ნაცვლად მოედანზე ჭანტურიშვილი და კაჭარავა შეუშვა.

ცვლილებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა.

მოკლედ, ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა, საქართველოს ნაკრებმა ვერ აჩვენა საკადრისი თამაში, უფანტაზიოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა.

ანდორა". "ესტადი ნასიონალი"
ანდორა - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 მარტინესი (63)

ანდორა: გომესი, ჩ. მარტინესი (გარსია 90+1), უოლესი, რებესი, ლიმა. ა. მარტინესი, ფერნანდესი (როდრიგესი 81), სან ნიკოლასი, ცერვოსი (ხ. რუბიო 89), ხ. რუბიო, ლოვერა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, გვილია (ზარანდია 88), კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 77), ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, არაბული (კაჭარავა 77)

მკითხველის კომენტარები / 102 /
ფეხბურთელებს ვაისმა უთხრა თან გეძინოთ და თან პასობანა ითამაშეთო სოფლის გუნდთანოოოოოო??????????????????
??????
16 ნოემბერი 2018 02:03
3
დაბალ ბურთებზე რომ ვერ იყო ძლიერი, ვიცოდით, მაგრამ მაღალ ბურთებზე ყოველთვის გამორჩეული იყო... ცუდია, რომ ნაკრებშიც კი არაერთი შეცდომა გვახსენდება მსგავსი. არ მგონია, კვასხვაძე, მიგინეიშვილი და კიდევ რამდენიმე იმდენად ჩამოუვარდებოდეს უთამაშებელ ლორიას, რომ ექსპერიმენტულ შემადგენლობაშიც კი არ ათამაშოს ვაისმა.
Lasha
16 ნოემბერი 2018 11:49
0
გუშინ ასე მოხდა ვერ მოვიგეთ, რაგბიც წავაგეთ, ტოჩიმაც წააგო, შენგელიამაც... მერე რა, ეს სპორტია... სულ ვერ მოიგებ, გამორიცხულია. მთავარია წაგების მერე მოვიგოთ და არ გავტყდეთ... საქართველოს თუ აქვს მიზანი ანდორასაც აქვს და სხვა სპორცმენებსაც მოგება ამოძრავებთ... მთავარია ჩვენი გვერდში დგომა არ მოვაკლოთ და არ მოვაყოლოთ უაზრო განცხადებები.
asaqsdasa
16 ნოემბერი 2018 11:38
2
ანდორასთან თამაშმა დაგვანახა რაც ვართ, ისევე როგორც რაგბში იტალიასთან, რა ჯგუფშიც ვართ ფეხბურთშიც და რაგბშიც იქაც არის ჩვენი ადგილი და არ უნდა ერთი მოგებით გადარევა მალე მსოფლიო ჩემპიონები გავხდებითო ბრახა-ბრუხა ხალხი ვართ...
zmo
16 ნოემბერი 2018 10:26
4
1) ჩაკვეტაძე და კაკაბაძე საუკეთესოები იყვნენ, ასევე ნორმალური იყო კვეკვესკირი და ტაბიძე.
2) გვილიას და ყაზაიშვილს ფეხბურთი არ უთამაშია
3) არაბულს ფეხბურთი დავიწყებია. მას ჰქონდა შანსი რომ ცენტრფორვარდის ვაკანტური ადგილი დაეკავებინა პირველივე თამაშის მერე და გამხდარიყო ნაკრების ძირითადი ფეხბურთელი, მაგრამ ეს შანსი გაანიავა, განსხვავებით ტაბიძე ხოჭოლავასგან, მათ რაც არ უნდა სუპერ მატჩები ჩაატარონ, მაინც კანკავა, კაშია, კვერკველიას სათადარიგოები იქნებიან.
4) გაშვებული გოლი იყო ძალიან დროული, ჯგუფში მშრალად რომ შეგვენახა კარი და ფლეიოფში გაგვეშვა პირველი გოლი შეიძლება ვერც მოსულიყვნენ აზრზე ისე წაგვეგო, ეხლა კი ცივი შხაპივით მივიღეთ ეს გოლი, რომელიც რა თქმა უნდა მსაჯის გამოგონილი ჯარიმიდან გავუშვით.
5) ცენტრფორვარდი საერთოდ არ გვყავს, მჭედლიძის იმედი მე არ მაქვს და იქნებ უამრავ ლეგიონერში ვინმე მოქექოს ვაისმა, თორე ასე გაგვიჭირდება ევროპაზე გასვლა.
დათო30
16 ნოემბერი 2018 09:56
0
ვაის ერთხელ მაინც შემოდი sportall.ge -ზე და გადაათარგმნინე შენს ასისტენტს ქართველი გულშემატკივრების შეფასებები და აზრები რომ ეს დალოცვილი შეცვლები ცოტა ადრე გაააკეთე!!!!! როცა გუნდი დაღოღავს და გაუთავებელი ბირთი უაზრო გორებაა და არაფერი არ იქმნება უნდა შეცვალო ან ტაქტიკა ან ახალი ფეხბურთელები შემოიყვანო რომლებიც შეცვლიან მატჩის სურათს.დავიჯერო არავინ ეუბნება რო ესეთი განწყობაა გულშემატკივრებში? პ.ს კაჭარავა კაცურად ადექი და შენ თვითონ გადადგი ვაჟკაცური ნაბიჯი და სხვას დაუთმე ეგ ადგილი.იმედია ყაზახეთთან სულ სხვა საქართველოს ნაკრები გამოვა მინდორზე.
დდდ
16 ნოემბერი 2018 09:03
0
Arabidze aris unichiriesi da uteqnikuresi motamashe codvis kitxvaa ro am formaciis nakrebshi misi adgili ar iyos da. Naxet misi tamashi benficas winaagmdeg erti siamovnebaa misi tamashis yureba
Walker
16 ნოემბერი 2018 02:36
5
არაბიზეს ურჩევნია ჩაკვეტაძისგან აიღოს მაგალითი, ბიჭს რამსები აერია ძალიან ბევრჯერ, მხოლოდ ბურთის გორაობა არა მთავარი!!!
არაბიძეზე
16 ნოემბერი 2018 15:10
0
მეგობრებო მოდით დავიცხროთ ემოციები, ბრაზი, რისხვა (რაც ობიექტურობას ხელს უშლის) და ვისაუბროთ სამართლიანად. რით ვართ უკმაყოფილო? ჩვენ ვერ დავამარცხეთ ანდორა. რა თქმა უნდა მანამდე ნაჩვენები შედეგების ფონზე ეს შედეგი ჩვენთვის მიუღებელია. მაგრამ მოდით სხვა კუთხით შევხედოთ ამ მომენტს. ვინმეს გვქონდა ილუზია იმისა, რომ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა? ქულათა მაქსიმუმი, მშრალად შენახული კარი.... ყველაფერს აქვს დასასრული და ესეც აუცილებლად დასრულდებოდა. კიდევ კარგი, რომ ეს არ მოხდა ტურნირის სადღაც უფრო საკვანძო ეტაპზე და მოხდა ახლა, როდესაც უკვე ყველაფერი გარკვეული იყო. წარმოგიდგენიათ უკვე რაზე ვოცნებობდით ჩვენ, ქართველი გულშემაკტივრები რომელსაც წლების განმავლობაში ნერვები დაგლეჯილი გვაქვს ჩვენი ფეხბურთის შემხედვარეებს - არ გავუშვათ გოლი და მოვიგოთ ყველა თამაში! როგორც იტყვიან მადა ჭამაში მოდის:) ჩვენ ის ხალხი არ ვართ რეალის, ბარსას და ბაიერნის თამაშებზე ღამეებს რომ ვათენებთ მაგრამ ვინმე რომ შეგვეკითხოს საქართველოს თასის ფინალისტების დასახელება რომ არ შეგვიძლია? იმიტომ რომ გული გვაქვს ჩვენებზე აცრუებული შედეგის არქონის გამო. ყველაფერი შედარებითია მეგობრებო, ის რა სიტუაციაშიც ახლა ჩვენი ნაკრები იმყოფება, ყველაზე ბედნიერი სიზმარი იყო ჩვენთვის წლების წინ. რათქმაუნდა არის პრობლემები, მაგრამ მოდით ვისაუბროთ პოზიტივზეც და ნეგატივზეც ისე, როგორც ნამდვილ გულშემატკივარს შეეფერება. მე პირადად არ ვარ მომხრე ვაისის ჩასაფრებულის პოზიციიდან გაკრიტიკებისა. მე მომხრე ვარ ჩვენი თავდასხმის უნიათო გარჯის ფონზე გაბედავას გამოძახების. ვისურვებდი ზარანდიას მეტ სათამაშო დროს, რადგან მჯერა რომ თამაშში გარდატეხის შეტანა შეუძლია. ცენტრი კარგი გვყავს მაგრამ ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ კანკავას ყოფნისას ბევრად უფრო დალაგებულია. ზუსტად გუშინდელ თამაშს დაეტყო რომ მერებაშვილი საჭირო კაცია.... პოზიტივიც ვთქვათ, მაგალითად ნაკრებს გოლი თამაშიდან ისევ არ გაუშვია, რაც დაცვის საიმედოობაზე მეტყველებს, ბევრი კარგი ფეხბურთელი ნაკრებში, რომელსაც შეგიძლია ენდო და გაზრდილი კონკურენცია, რაც მხოლოდ დადებით შედეგს მოიტანს. ჩვენ საუკეთესო პირველადგილოსნობაში მაინც ვერავინ შეგვეცილება და ნახევარფინალსაც აუცილებლად სახლში მივიღებთ. მე ვფიქრობ იყო კონცენტრაციის პრებლემაც, რადგან ჯგუფი უკვე 100%-ით მოგებული იყო, თამაში საშინელ ხელოვნურ მოედანზე სადაც ბურთის სიჩქარე 1,5-ჯერ შენელებული იყო, უხეშ და მთელი შემადგენლობით დაცვაში ჩამჯდარ გუნდთან.... მოკლედ ყველა წვრილმანზე საუბარი ძალინ შორს წაგვიყვანს და არც არის საჭირო. როგორც ზემოთ ვთქვი ყველაფერს აქვს დასასრული და ჩვენი მშრალი სერიაც აუცილებლად დასრულდებოდა. და იქნებ კარგიც იყო რომ ეს აქ და ამ დროს მოხდა. მოდით მივყვეთ შემდეგ თამაშებს, იმედი ვიქონიოთ რომ შეცდომები გამოსწორდება, გავიხაროთ იმ შედეგით რაც ამ ეტაპზე გვაქვს და შევეგუოთ ჩვენთვის "უცხო" შეგრძნებას - ჩვენ ხომ ბრძოლას ვაგრძელებთ!...
ანესთეზეოლოგი
16 ნოემბერი 2018 10:50
7
დიახ ყველაფერი წყალში არ უნდა ჩავყაროთ. მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას და კარგ შედეგს მხოლოდ სწორი კრიტიკა მოიტანს.
გიზოგ
16 ნოემბერი 2018 13:56
0
კარში დარტყმების რაოდენობა: ჩვენ 8-ჯერ,აქედან 2 კარის ჩარჩოში და 6 ჩარჩოს მიღმა. ანდორელებმა 5-ჯერ, აქედან 1 ჩარჩოში (გოლი) და 4 ჩარჩოს მიღმა. ამასაც რაიმე განსაკუთრებული შემადგებლობა უნდა რომ ციხის დარაჯს და ხეზე მომუშავე ხელოსანს და კიდევ სხვა 9 მოყვარულს 90 წუთში მხოლოდ 8-ჯერ დაურტყა?
ირაკლი
16 ნოემბერი 2018 22:18
1
როგორ გაუხარდებოდა ვაშაძეს!
Gura
16 ნოემბერი 2018 16:12
4
მაგრამ ძალიან გაუტყდებოდა მისმა რუსებმა რომ წააგეს.
alexandre
16 ნოემბერი 2018 18:52
2
მართლაც გაუხარდებოდა. ზუსტად მისი სიტყვების გამართლება იყო გუშინდელი თამაში.
გიზოგ
16 ნოემბერი 2018 17:51
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული