ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
15 ნოემბერს ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ჯვაროსანთა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სახეცვლილი შემადგენლობა დააყენა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია და სწრაფი გოლიც გაიტანა: ფლანგიდან განივ გადაცემაზე ყველას ჩაკვეტაძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა.
მიუხედავად გაშვებული გოლისა, მასპინძლები კვლავ მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. თამაშის ტემპიც დაეცა. 31-ე წუთზე არაბულმა ხელსაყრელი პოზიციიდან მოჭრილი დარტყმით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრებმა ისევ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, უფრო
მარჯვენა ფრთიდან, სადაც ჩვეულად კაკაბაძე აქტიურობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა (ან როგორ უნდა შეცვლილიყო?) და 51-ე წუთზე ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ხელიდან ხოჭოლავამ გაუშვა. 63-ე წუთზე კი ალოგიკური გოლი გავუშვით - მეკარე ლორიამ უხეში შეცდომა დაუშვა და მარტინესმა საჯარიმოდან გოლი გაიტანა. ეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველი გაშვებული გოლი იყო.

აშკარა გახლდათ, რომ საქართველოს ნაკრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა და შექმნილი ვითარება ცვლილებების განხორციელებას მოითხოვდა. ვაისმა 77-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განახორციელა, კიტეიშვილისა და არაბულის ნაცვლად მოედანზე ჭანტურიშვილი და კაჭარავა შეუშვა.

ცვლილებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა.

მოკლედ, ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა, საქართველოს ნაკრებმა ვერ აჩვენა საკადრისი თამაში, უფანტაზიოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა.

ანდორა". "ესტადი ნასიონალი"
ანდორა - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 მარტინესი (63)

ანდორა: გომესი, ჩ. მარტინესი (გარსია 90+1), უოლესი, რებესი, ლიმა. ა. მარტინესი, ფერნანდესი (როდრიგესი 81), სან ნიკოლასი, ცერვოსი (ხ. რუბიო 89), ხ. რუბიო, ლოვერა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, გვილია (ზარანდია 88), კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 77), ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, არაბული (კაჭარავა 77)

მკითხველის კომენტარები / 102 /
არა რა ეს თამაში წააგო ჩვენება სულ ვამბობ გერმანიის სულისკვეთება გვაკლია გერმანია ყველა ვარიანტში ამოტენიდა .
soso
16 ნოემბერი 2018 11:48
0
თამაშის დროს მარტო ერთი რამის მეშინოდა ტრავმა რომ არ მიეღო ჩაკვეტაძეს, ბურთს რომ მიიღებდა ეგრევე უხეშობაზე გადადიოდნენ ანდორელები. იმენა მჩეხავების გუნდია რა! დარწმუნებული ვარ ანდორასთან რომ ეთამაშა გინდა მოდრიჩს გინდა მესის ისინიც ზედმეტად თავს არ დაიტვირთავდნენ და ტრავმებს მოერიდებოდნენ ყველა ვარიანტში. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩაკვეტაძე იყო შეტევაში, სხვების რა გითხრთ ყაზაიშვილმა ჩააგდო თამაში, თავდასხმელი არ გვყავს ეს ფაქტია. იმედია ზარანდიას დააყენებს ყაზახეთთან რომ დავაკვრიდეთ რას წარმოადგენს ეს ბიჭი.
zaza
16 ნოემბერი 2018 10:40
0
ნებისმიერი შემადგენლობით ანდორას უნდა მოუგო. ისევ გამოჩნდა ინფანტილიზმი ნაკრების თამაშში. წინ ყაზახეთთან შეხვედრაა. იმედია, მოვიგებთ და ისეთ თამაშს ვაჩვენებთ, როგორიც თუნდაც რიგაში ვითამაშეთ. ისე, ზარანდიას გამოყვანა ბოლო წუთებზე ვითომ რა იყო?
მერაბი
16 ნოემბერი 2018 09:40
0
ორი ბილეთი ავიღე, ყაზახებთან თამაშზე მინდოდა წასვლა, მაგრამ როგორც კი თამაში დამთავრდა ეგრევე ტუალეტში ჩავრეცხე. იმედეი ჩაგესახება და ეგრევე......ესენი ხომ არ გაგახარებენ რა!!!!!!! არანაირად არ მოველოდი ასეთ სუსტ და უღიმღამო თამაშს ჩვენი ნაკრებისა. ამ თამაშით ყაზახებთან ასიანი წაგება გვემუქრება.
zaali
16 ნოემბერი 2018 12:42
20
კარგი იქნება შენნაირი ვითომ გულშემატკივრები თუ არ მოვლენ ყაზახეთთან თამაშზე...
effe
16 ნოემბერი 2018 15:52
2
მეტი პოზიტივი მეგობრებო, მეტი.... გამოუსწორებელი არაფერი მომხდარა. შეგეგი გვაქვს შედეგი, რაც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში არ იყო!!! გავახილოთ თვალი და შევძლოთ დანახვა...
ანესთეზეოლოგი
16 ნოემბერი 2018 14:00
0
არაბული და კაჭარავა ახლოსაც არ არიან ნაკრების დონესთან...ძალიან დაბალი დონის ფორვარდები არიან... ლორიას უკვე მეტისმეტი მოსდის ... კი კარგი მეკარეა მაგრამ არასერიოზული ხასიათის გამო ბევრჯერ წავაგეთ, ბევრჯერ უშვებს უაზრო შეცდომას აქ მარტო სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არარის... პრობლემა საქმისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაშია
ოთო
16 ნოემბერი 2018 10:27
0
ლორიას თავში აუვარდა ესპანეთტან თბილისში ჩატარებული მატჩის შემდეგ, ფილმში გადაიღეს, შემდეგ რეკლამებში, ტიპი კასვეცკდა და ფორმიდან ამოვარდა, ძალიან არასერიოზული კაცია და უპატიებელი შეცდომა დაუშვა.
კაი ხანს არ უნდა დააყენონ ნაკრებში და მერე მიხვდება, რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა შენი ქვეყნის ნაკრების კარებს იცავ.
დანარჩენებზე რა ვთქვა, ჩაკვეტაძე არის ოქროს ბიჭი, როგორი მოწესრიგებული და მობილიზებულია, სხვებისგან განსხვავებით!!!
tinto bras
16 ნოემბერი 2018 15:05
0
კაჭარავა = დვალიშვილი
გიორგი
16 ნოემბერი 2018 09:38
2
ვერაფრით ვერ გამიგია სად იყურებოდა ლორია.ასეთი ბურთის გაშვება როგორ შეიძლება ასეთ დონეზე?ასეთი ბურთი საქართველოს რანგით მე-3 ლიგაში აღარ გადის.რაც არ უნდა უთამაშებელი იყო ასეთი რამ არ გეკადრება თავმოყვარე მეკარეს.2 წლის წინანდელი გაშვებული გოლი გამახსენდა კიდევ ლორიას შინ მოლდოვასთან.რავიცი,რავიციი...
ქობულეთელი
16 ნოემბერი 2018 09:29
0
არაბული სრულიად უსარგებლო იყო,სხვები კი იდიოტურად თამაშობდნენ,კაკაბაძის და ჩანკვეტაძის გარდა.
status quo
16 ნოემბერი 2018 09:12
0
საქართველოს ნაკრები რა საქართველოს ნაკრებია თუ სადმე გულშემატკივარს ხასიათი არ წაუხდინა!?...დავეშვით მიწაზე...ჩაკვეტაძე-ყაზაიშვილი-კიტეიშვილი ფეხბურთელები,რომლებიძ მინდორზე უნდა ქმნიდნენ “სხვაობას“ სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ ქმნიან ანდორასთანაც კი,რაც იმის მაუწყებელია,რომ ისინიც,როგორც ყველა ანდორელი და ყველა ჩვენი არიან ჩვეულებრივი დაბალი დონის ფეხბურთელები,რომელთა მაქსიმუმი ავსტრია-უნგრეთის ჩემპიონატის საშუალო დონის გუნდებში გამოსვლაა...ჩაკვეტაძემ ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე იქნებ გაქაჩოს კიდევ სადმე,მაგრამ ასეთი თამაშით გენტს ვერ გაცდება,ხოლო პერსპეკტიულობის ასაკის გადალახვის შემდეგ გენტსაც აღარ მოუნდება და დაბრუნდება ისევ საქართველოში,ანდა საშოვარზე წავა ყაზახეთის ჩემპიონატში...ბარსელონა არა წნორის მილანი კიდე.
დივნის ექსპერტი
16 ნოემბერი 2018 01:56
7
როდესაც გყავს ლობჟანიძე,გყავს კუპატაძე და კვასხაძე,გყავს ზარანდია,უბრალოდ მეტს აღარ ჩამოვთვლი და ათამაშებ ლორიას,კაჭარავას და ანდორასთან ატარებ ექსპერიმენტს და არუძახი არც ლობჟანიძეს და არათამაშებ კვასხაძეს,ან გაგებაში არახარ მწვრთნელობის ან არავინ გეკითხება შემადგენლობის გამოძახებას.შეცვლების სტრატეგია კი საერთოდ ნული,ვაისი არის ჩემის აზრით საშუალოზე ბევრად დაბალი დონის მწვრთნელი..პ.ს. თვითონ ბიჭებმა შექმნეს ისატმოსფერო რაც დღეს ნაკრებშია და პლიუს დაბალი დონის გუნდებთან თამაში,ამ შემადგენლობით ნებისმიერ მწვრთნელს თუნდაც დაჟე მამიდაჩემს ექნებოდა იგივე ან უკეთესი შედეგი...საკვალიფიკაციოს დამთავრების შემდეგ უნდა წავიდეს ვაისი,ისეთი ბიჭები გვყავს დღეს რომ კარგი მწვრთნელის ხელში უმაგრეს შედეგს დავდებთ
euhh
16 ნოემბერი 2018 14:06
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული