ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
15 ნოემბერს ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ჯვაროსანთა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სახეცვლილი შემადგენლობა დააყენა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია და სწრაფი გოლიც გაიტანა: ფლანგიდან განივ გადაცემაზე ყველას ჩაკვეტაძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა.
მიუხედავად გაშვებული გოლისა, მასპინძლები კვლავ მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. თამაშის ტემპიც დაეცა. 31-ე წუთზე არაბულმა ხელსაყრელი პოზიციიდან მოჭრილი დარტყმით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრებმა ისევ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, უფრო
მარჯვენა ფრთიდან, სადაც ჩვეულად კაკაბაძე აქტიურობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა (ან როგორ უნდა შეცვლილიყო?) და 51-ე წუთზე ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ხელიდან ხოჭოლავამ გაუშვა. 63-ე წუთზე კი ალოგიკური გოლი გავუშვით - მეკარე ლორიამ უხეში შეცდომა დაუშვა და მარტინესმა საჯარიმოდან გოლი გაიტანა. ეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველი გაშვებული გოლი იყო.

აშკარა გახლდათ, რომ საქართველოს ნაკრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა და შექმნილი ვითარება ცვლილებების განხორციელებას მოითხოვდა. ვაისმა 77-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განახორციელა, კიტეიშვილისა და არაბულის ნაცვლად მოედანზე ჭანტურიშვილი და კაჭარავა შეუშვა.

ცვლილებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა.

მოკლედ, ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა, საქართველოს ნაკრებმა ვერ აჩვენა საკადრისი თამაში, უფანტაზიოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა.

ანდორა". "ესტადი ნასიონალი"
ანდორა - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 მარტინესი (63)

ანდორა: გომესი, ჩ. მარტინესი (გარსია 90+1), უოლესი, რებესი, ლიმა. ა. მარტინესი, ფერნანდესი (როდრიგესი 81), სან ნიკოლასი, ცერვოსი (ხ. რუბიო 89), ხ. რუბიო, ლოვერა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, გვილია (ზარანდია 88), კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 77), ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, არაბული (კაჭარავა 77)

მკითხველის კომენტარები / 102 /
რატომ ბლოკავთ კომენტარებს?????
დდდ
16 ნოემბერი 2018 10:17
0
1) ჩაკვეტაძე და კაკაბაძე საუკეთესოები იყვნენ, ასევე ნორმალური იყო კვეკვესკირი და ტაბიძე.
2) გვილიას და ყაზაიშვილს ფეხბურთი არ უთამაშია
3) არაბულს ფეხბურთი დავიწყებია. მას ჰქონდა შანსი რომ ცენტრფორვარდის ვაკანტური ადგილი დაეკავებინა პირველივე თამაშის მერე და გამხდარიყო ნაკრების ძირითადი ფეხბურთელი, მაგრამ ეს შანსი გაანიავა, განსხვავებით ტაბიძე ხოჭოლავასგან, მათ რაც არ უნდა სუპერ მატჩები ჩაატარონ, მაინც კანკავა, კაშია, კვერკველიას სათადარიგოები იქნებიან.
4) გაშვებული გოლი იყო ძალიან დროული, ჯგუფში მშრალად რომ შეგვენახა კარი და ფლეიოფში გაგვეშვა პირველი გოლი შეიძლება ვერც მოსულიყვნენ აზრზე ისე წაგვეგო, ეხლა კი ცივი შხაპივით მივიღეთ ეს გოლი, რომელიც რა თქმა უნდა მსაჯის გამოგონილი ჯარიმიდან გავუშვით.
5) ცენტრფორვარდი საერთოდ არ გვყავს, მჭედლიძის იმედი მე არ მაქვს და იქნებ უამრავ ლეგიონერში ვინმე მოქექოს ვაისმა, თორე ასე გაგვიჭირდება ევროპაზე გასვლა.
დათო30
16 ნოემბერი 2018 09:56
0
ამ 5 თამაშში ყველაზე სახიფათო დარტყმა ლორიას კარში ეგ იყო, წარმომიდგენია უფრო ძლიერი გუნდი უფრო მეტს რო დაგვირტყამს და უფრო სახიფათოდაც მაშინ რამდენს გავუშვებთ და რატო როდესაც სკამზე გიზის ტორპედოს კაპიტანი, ძალით გვამტვრევინებს ეს კაცი ცხვირს თავისი სიჯიუტით! თავდასხმაზე აღარაფერს ვამბობ დავიღალე უბრალოდ კაპანაძე გაბედავას ძახილით!!!
ბასკი
16 ნოემბერი 2018 09:54
1
ნებისმიერი შემადგენლობით ანდორას უნდა მოუგო. ისევ გამოჩნდა ინფანტილიზმი ნაკრების თამაშში. წინ ყაზახეთთან შეხვედრაა. იმედია, მოვიგებთ და ისეთ თამაშს ვაჩვენებთ, როგორიც თუნდაც რიგაში ვითამაშეთ. ისე, ზარანდიას გამოყვანა ბოლო წუთებზე ვითომ რა იყო?
მერაბი
16 ნოემბერი 2018 09:40
0
კაჭარავა = დვალიშვილი
გიორგი
16 ნოემბერი 2018 09:38
2
ლორიას კარში დაყენება ვაისისთვის პრინციპის საკითხია თუ რაშია საქმე????.. (პ.ს ისე მაგას ვინ ეკითხება რო..)
რიგითი
16 ნოემბერი 2018 09:32
4
ვერაფრით ვერ გამიგია სად იყურებოდა ლორია.ასეთი ბურთის გაშვება როგორ შეიძლება ასეთ დონეზე?ასეთი ბურთი საქართველოს რანგით მე-3 ლიგაში აღარ გადის.რაც არ უნდა უთამაშებელი იყო ასეთი რამ არ გეკადრება თავმოყვარე მეკარეს.2 წლის წინანდელი გაშვებული გოლი გამახსენდა კიდევ ლორიას შინ მოლდოვასთან.რავიცი,რავიციი...
ქობულეთელი
16 ნოემბერი 2018 09:29
0
არაბული სრულიად უსარგებლო იყო,სხვები კი იდიოტურად თამაშობდნენ,კაკაბაძის და ჩანკვეტაძის გარდა.
status quo
16 ნოემბერი 2018 09:12
0
ერთხელ სამარეში ვიყავი კრილიას თამაშზე. ლორიას რამდენიც დაურთეს კარში იმდენი გაუტანეს. მას მერე ამ კაცის იმედი არ მაქვს
,, ანზორი
16 ნოემბერი 2018 09:09
0
ხალხო...... ვაისზე როგორ ამბობთ არაფერი ეტყობა ნაკრებსო.... მეტი რა გააკეთოს იმ კაცმა.... ბოლოს ბურთის ფლობა ვისთან გვქონდა... ასეთი გულმავიწყი ერი როგორ ვართ ყველაფერში.... ყველაზე მარტივად დაკერვადი და ფეთქებადი.... რატომ დავგუგლოთ და ახალი მენტალიტეტი გამოვიწეროთ... მწვრთნელობა წყობის დაწყობა ნუ გგონიათ და ცვლილების კეთება.... საერთოდ არ ხართ ჩახედული და კამათობთ.... ჩვენ სალომესაც ავირჩევთ მგონი...
A
16 ნოემბერი 2018 09:03
9
Vaisis bralia rom ar moamzada gundi da pirdapir shekriba andorashi tan eksperimentaluri shemadgenlobit ori dge varjishi ashkarad ar iko sakmarisi. Amdeni kutxuridan erti saxifato momentic ki ver shekmnes anu standartulebis ar akvs nakrebs damushavebuli da rogorc koveltvis shecvlebic daagviana
Dima
16 ნოემბერი 2018 16:22
0
კობიაშვილო გამოდი გიცანით :)
lasha
16 ნოემბერი 2018 14:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული