ნიკა კვეკვესკირი: ახლა მთავარია, რომ წინ ვიყუროთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორასთან ნამატჩევს (1:1) ჟურნალისტებთან მატჩის შესახებ ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა.

„დასანანია ქულების დაკარგვა. ჩვენი მოტივაცია იყო, რომ ჯგუფში ყველა თამაში მოგვეგო და თანაც, გოლი არ გაგვეშვა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ასეთ თამაშში, სადაც მეტოქეს ნახევრად მომენტებიც არ ჰქონია, გოლი გავუშვით, უყურადღებობის, ინდივიდუალური შეცდომის ხარჯზე. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ შემადგენლობით პირველად ვითამაშეთ, ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცა შანსი. ანდორაც ბრძოლისუნარიანი გუნდია და ნამდვილად არაა მის წინააღმდეგ თამაში ადვილი ამ სტადიონზე.

ახლა მთავარია, რომ წინ ვიყუროთ. ოთხ
დღეში ყაზახეთთან თამაშია და იქ უნდა დავუმტკიცოთ ქართველ გულშემატკივარს, რომ ეს იყო შემთხვევითობა და მეტი არაფერი. ძალიან სასიამოვნოა, რომ გასვლით თამაშებში ამდენი გულშემატკივარი ჩამოდის და ჩვენთვის მოტივაციაა, რომ ხალხს ნელ-ნელა ტრიბუნებზე ვაბრუნებთ. გული გვწყდება, რომ დღეს მოგებით ვერ გავახარეთ, მაგრამ პირობას ვდებთ, ყაზახეთთან გამარჯვებით სიხარულს მივანიჭებთ“.

altვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

altვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს


მკითხველის კომენტარები / 2 /
სოსო, თქვენ თუ ფიქრობთ, რომ სტუმრად თამაშზე მხოლოდ მაყურებელია მთავარი კოზირი, ძალიან ცდებით. თუმცა მიმაჩნია, რომ ანდორის დონის გუნდთან, ნემისმიერი ფორმაციის ნაკრებით უნდა მოვიგოთ, თუ რაიმეზე გვაქვს პრეტენზია. ამასტა, ბურთი მრგვალია და ყველაფერი ხდება.
nodo
17:22 16-11-2018
0
სტადიონი თითქმის ცარიელი იყო და ვინც იყვნენ,მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი იყო.ასე რომ სტუმრად თამაშზე აპელაცია,მთლად კორექტული არა მგონია.აი კონცენტრაციის დაკარგვაზე და მოდუნებაზე რომ ეთქვა,მაშინ დავეთანხმებოდი
სოსო
13:14 16-11-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული