ერთა ლიგა. ბოლო ტურის წინ: სენსაციები, ლიდერები და პოტენციური მეტოქეები

AutoSharing Option
დღეს, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები დაიწყება, შედეგად კი ოფიციალურად გამოვლინდება ჯგუფების გამარჯვებულები და დამარცხებულები.

A დივიზიონი

უმაღლეს დივიზიონში ერთი სენსაცია უკვე მოხდა, რადგან გერმანიის ნაკრები ერთი ტურით ადრე ოფიციალურად გავარდა B დივიზიონში. პირველი ჯგუფის გამარჯვებული ჯერ არ გარკვეულა, საფრანგეთს 7 ქულა აქვს, ჰოლანდიას 6 და ამ უკანასკნელს მარაგში აქვს გერმანიასთან გასვლითი შეხვედრა, რომელიც შინ 3:0 გაანადგურა და ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ყოფნის.

მეორე ჯგუფში გადაწყვეტილია, რომ ისლანდია ტოვებს A დივიზიონს, რადგან მათ ყველა შეხვედრა წააგეს. ბელგიას 9 ქულა
აქვს, შვეიცარიას 6 და ბოლო შეხვედრაში შანსსაც ინარჩუნებენ, დღეს შვეიცარია ბელგიას მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფსაც მოიგებს.

მესამე ჯგუფში გამარჯვებული პორტუგალია გახდა, მეორე ადგილზეა იტალია და დივიზიონს პოლონეთი ტოვებს.

მეოთხე ჯგუფში ყველაფერი ჩახლართულია, გადაწყვეტილი ამბავია რომ ესპანეთი არ გავარდება და ამავდროულად ინარჩუნებს ჯგუფის მოგების შანსს 6 ქულით. ბოლო ტურში ინგლისი-ხორვატიას მასპინძლობს და გამარჯვებული გუნდი ჯგუფსაც მოიგებს. ხოლო თუ ფრე დასრულდა, ჯგუფს ესპანეთი იგებს, ინგლისი 5 ქულით მეორე ადგილზე გადის და 5 ქულითვე ხორვატია ვარდება.

B დივიზიონი

ეს დივიზიონი ჩვენთვის ისევე საინტერესოა, როგორც დანარჩენი ორი. რადგან აქედან გამოვარდნილი გუნდი, შეიძლება მომავალ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქე გამოდგეს.

პირველ ჯგუფში გადაწყვეტილია, რომ უკრაინა უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდება. ხოლო თუ ვინ გავარდება, ეს ჩეხეთი-სლოვაკეთის მატჩში გადაწყდება, რადგან ორივე გუნდს თანაბარი 3-3 ქულა აქვს. თუ ფრე დასრულდება, ქვედა ლიგაში სლოვაკეთი დაქვეითდება, რომელმაც პირველ შეხვედრაში ჩეხეთთან საშინაო მარცხი 1:2 განიცადა.

მეორე ჯგუფში შვედეთს (4 ქულა) აუცილებლად ესაჭიროება რუსეთის (7 ქულა) დამარცხება რათა პირველ ადგილში შეეცილოს, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 0:0 დასრულდა და შვედები მინიმალური ანგარიშითაც გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილს მოიპოვებენ. მომავალ ტურნირზე რანგით მესამე დივიზიონში კი აუცილებლად იასპარეზებს თურქეთი.

მესამე ჯგუფში ბოსნიამ გიანაღდა უმაღლეს დივიზიონში დაწინაურება, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია კი დაქვეითდება. პოზიცია ავსტრიამ შეინარჩუნა.

ცნობილია მეოთხე ჯგუფის შედეგიც: დანია უმაღლეს დივიზიონში გადადის, ირლანდია ქვეითდება და უელსი პოზიციას ინარჩუნებს.

C დივიზიონი

მომავალ ერთა ლიგაზე აქ საქართველოს ნაკრები იასპარეზებს და მეტოქეებიდან გამომდინარე შესასრულებელი მისია ცოტა გაურთულდება.

პირველ ჯგუფში შოტლანდია-ისრაელის მატჩში გადაწყდება თუ ვინ მოიპოვებს ჯგუფში გამარჯვებას, ორივეს 6 ქულა აქვს, პირველი შეხვედრა ებრაელებმა შინ 2:1 მოიგეს და ფრე მათი უპირატესობა იქნება. ხოლო იქედან გამომდინარე, რომ ამ ჯგუფში სამი გუნდი თამაშობს, ბოლო ადგილოსან ალბანეთს შანსი აქვს დივიზიონში დარჩენის, რადგან დივიზიონს ყველაზე ცუდი მესამე ადგილოსანი გუნდი დატოვებს.

მეორე ჯგუფში გადაწყვეტილი ამბავია, რომ ფინეთი ჯგუფის გამარჯვებულია, ესტონეთი კი რანგით ბოლო ლიგაში ქვეითდება.

მესამე ჯგუფში ბოლო ტურში გადაწყდება გამარჯვებულის ბედი. ნორვეგია, ბულგარეთს თანაბარი 10 ქულა აქვს და ბოლო ტურში: კვიპროსი-ნორვეგია და ბულგარეთი - სლოვენიის მატჩები გაიმართება. თუ ნორვეგია მოიგებს - იგებს ჯგუფსაც, სხვა შემთხვევაში დამოკიდებულია მეორე მატჩზე. დივიზიონს ტოვებს სლოვენია, ხოლო კვიპროსის ბედი მესამე ადგილოსნებში გადაწყდება.

მეოთხე ჯგუფში სერბეთს (11 ქულა) ლიეტუვას დამარცხება ესაჭიროება რათა 100%-ით გაინაღდოს ჯგუფიდან გასვლა, ფრის შემთხვევაში რუმინეთს (9 ქულა) შანსი აქვს ცხრილში გადაასწროს, რადგან ისინი მონტენეგროს ეთამაშებიან და თუ სამ ქულას მოიპოვებენ, ურთიერთშეხვედრებში სერბებთან უპირატესობა აქვთ. ლიეტუვამ ყველა შეხვედრა წააგო და მეოთხე დივიზიონში აუცილებლად დაქვეითდება.

რაც შეეხება მესამე ადგილოსან გუნდებს, ჯგუფებში სადაც 4 გუნდი თამაშობდა, მათ ბოლო ადგილოსან გუნდთან მოპოვებული ქულები უუქმდებათ. ამ ეტაპისთვის უნგრეთს და ალბანეთს 3-3 ქულა აქვს, კვიპროსს და მონტენეგროს 1-1 და ბოლო შეხვედრებში გადაწყდება რომელი დატოვებს რანგით მესამე დივიზიონს.

D დივიზიონი

პირველ ჯგუფში გადაწყვეტილია, რომ გამარჯვებული საქართველოს ნაკრებია.

მეორე ჯგუფში თუ ბოლო ტურში გასვლით შეხვედრაში სან მარინოსთან ბელარუსი არ წააგებს, ჯგუფიდანაც გავა. ლუქსემბურგს კი ამ მოცემულობით თეორიული შანსი აქვს დარჩენილი და ბოლო ტურში გასვლით შეხვედრაში მოლდოვა აუცილებლად უნდა დაამარცხოს.

მესამე ჯგუფში გამარჯვებული კოსოვო-აზერბაიჯანის შეხვედრაში გაირკვევა. მასპინძლებს ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ჰყოფნით, აზერბაიჯანლებს კი ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვება ესაჭიროებათ.

მეოთხე ჯგუფში მაკედონიისთვის გიბრალტართან ფრეც საკმარისია ჯგუფიდან გასასვლელად, წაგების შემთხვევაში შანსი ეძლევა სომხეთს, რომლებმაც გასვლით შეხვედრაში აუცილებლად უნდა დაამარცხონ ლიხტენშტეინი.

altსაქართველო ყაზახეთის მატჩის ღია ჩვენება საქართველოს 4 რეგიონში გაიმართება

altერთა ლიგა. V ტური: იტალიამ მილანში პორტუგალია ვერ დაამარცხა, რომელსაც რონალდო ისევ არ ჰყავდა [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
საქართველოს შეეძლო ანდორასთვის მოეგო და ყაზახეთსაც მოუღებთ ბოლოს კარგ ფორმაშია გუნდი მაგრამ ზედმეტი თავდაჯერებულობა არ შეიძლება გასვლამდე მოგებულად არ უნდა ჩათვალო მატჩი
ჭაღარა
15:10 18-11-2018
3
მაინტერესებს თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა რას ენიჭება? ურთიერთშეხვედრებში გატანილ გაშვებულ ბურთებს თუ ზოგადად ბურთების უკეთეს მაჩვენებელს...
გიო
14:34 18-11-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული