19 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი 2:1 დაამარცხა.
დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები კი ფლობდა, მაგრამ ცალკარა თამაშში პირველ ტაიმში შედეგს ვერ მიაღწია. სამაგიეროდ შესვენების შემდეგ ჯვაროსნებმა გოლი გაიტანეს. ჩაკვეტაძის გადაცემა გოლით მერებაშვილმა დააგვირგვინა.
78-ე წუთზე ჩაკვეტაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი გენიალური გოლი გაიტანა. ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლი კი გაიტანეს, მაგრამ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.
აქ ანგარიშზე ლაპარაკიც აღარაა - ჩვენი გუნდი სულ სხვა კლასისაა და პლეი-ოფის ნახევარფინალს ვუმასპინძლებთ. გილოცავთ!
თბილისი. "დინამო არენა".
საქართველო -ყაზახეთი 2:1
გოლები: 1:0 მერებაშვილი 1:0 (59), 2:0 ჩაკვეტაძე (84), 1:2 ომირტაევი (90) 1:2
ყაზახეთი: ნეპოგოდოვი; ბეისებეკოვი, მალი, ლოგვინენკო, სუიუმბაიევი, ფედინი (ომირტაევი 88), კუატი, მუჟიკოვი, მურტაზაევი (ტურისბეკი 84); ჟაიტდინოვი, შეტკინი (პერტსუხი 74)
ვაისს ნუ კიცხავᲗ.ეს მისი დამსახურებაა.მან დააყენა გუნდი.
წარმატებები.
ასეᲗი ბედნიერი 1981 წლის 13 მაისის მერე არ ვყოფილვარ.
ვაისს მადლობა ნამდვილად ეკუთვნის. ჩაკვეტაძე ეს მოვლენა და საჩუქარია ჩვენთვის, ნაკრების ლიდერია, ის რაც ამდენი ხანი გვაკლდა. არ მინდა ვინმეს შევადარო, მაგრამ ქართველი ფეხბურთელებიდან მგონია ქინქლაძის და ქეცბაიას სინთეზია ყველაზე კარგ გამოვლინებაში. კანკავა გუნდის ხერხემალია! როცა ის თამაშობს იცი მოედნის ცენტრში ტერმინატორი გყავს. მადლობა თითოეულ ფეხბურთელს. გილოცავთ ყველას!
პ.ს. კაკაბაძეს რა სჭირდა გუშინ? საკუთარ თავს არ გავდა.
პ.პ.ს. ზარანდია მგონია ძალიან დიდი ტალანტი და გული მწყდება მეტი სათამაშო დრო რომ არ მიეცია, თუმცა მომავალი წინაა.
და ცოტა რეალურად შეხედეთ ყველაფერს. ბარსელონა არა კიდე...