შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა - ჩაკვეტაძე გენიოსია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი 2:1 დაამარცხა.

დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები კი ფლობდა, მაგრამ ცალკარა თამაშში პირველ ტაიმში შედეგს ვერ მიაღწია. სამაგიეროდ შესვენების შემდეგ ჯვაროსნებმა გოლი გაიტანეს. ჩაკვეტაძის გადაცემა გოლით მერებაშვილმა დააგვირგვინა.

78-ე წუთზე ჩაკვეტაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი გენიალური გოლი გაიტანა. ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლი კი გაიტანეს, მაგრამ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.

აქ ანგარიშზე ლაპარაკიც აღარაა - ჩვენი გუნდი სულ სხვა კლასისაა და პლეი-ოფის ნახევარფინალს ვუმასპინძლებთ. გილოცავთ!

თბილისი. "დინამო არენა".
საქართველო -ყაზახეთი 2:1
გოლები: 1:0 მერებაშვილი 1:0  (59), 2:0 ჩაკვეტაძე (84), 1:2 ომირტაევი (90) 1:2

საქართველო: ლორია; კაკაბაძე (ხოჭოლავა 86), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკვაკა, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 90), გვილია (კაჭარავა 74), მერებაშვილი, ყაზაიშვილი

ყაზახეთი: ნეპოგოდოვი; ბეისებეკოვი, მალი, ლოგვინენკო, სუიუმბაიევი, ფედინი (ომირტაევი 88), კუატი, მუჟიკოვი, მურტაზაევი (ტურისბეკი 84); ჟაიტდინოვი, შეტკინი (პერტსუხი 74)

მკითხველის კომენტარები / 75 /
6 თამაში - 4 გოლი + 4 საგოლე გადაცემა + 1 გამომუშავებული პენალტი... ეს ჩაკვეტაძეა. მეტი რა ქნას. მთელი ერთა ლიგის, თავის A, B, C, D ჯგუფების MVP-ია. ასევე ყველას გილოცავთ, მთელ ეროვნულს მადლობა, მწვრთნელიან, ფეხბურთელიან დამხმარეებიანად.
QT
20 ნოემბერი 2018 12:53
0
ვინმემ ეს კომენტატორებიც რომ გააქროს ტვ-დან არ შაიძლება? ძალად ყვირილი და ვითომ ემოციურობა არ არის კომენტატორობა.
Odala
20 ნოემბერი 2018 00:14
14
vulocav bichebs da sruliad qartvel gulshematkivrebs ...isev chankvem tqva tavis sityva da massze bevri ram iqneba damokidebuli momaval tamashebzee zogadad tamashi kargi gamovida kakabadze ufro optimalur formashi sheva imedia samomavlod :))
shoti
19 ნოემბერი 2018 23:10
0
ვიდეო არ გაქვენთ? გამოვედი სამუშაოდ და მიორე ტაიმს ვეღარ ვუყურე.
ოდალა
19 ნოემბერი 2018 23:05
1
ეს ბიჭი დააბრუნებს მაყურებელს სტადიონზე... მთავარიაიღბლიანად მოხვდეს თორემ გრანდი euro top 16
გარანტირებული აქვს .ღმერთმა ხელი მოუმართოს..
Gigi
20 ნოემბერი 2018 00:14
2
ღმერთმა ქნას თავში არ აუვარდეს წყნარად მშვიდად გააგრძელოს თამაში...და დიდი წარმატებებიც აუცილებლად მოვა...უნდა გითხრათ ამ ხნის მანძილზე ბევრი ტალანტი მინახავს ფეხბურთში---და არა მარტო ფეხბურთში.ერთი გაუელვიათ და გამქრალან მერე...ადრე იყო ქართველებს გვჩაგრავდნენ საკავშირო სრბიელზე--ეს ხომ ეხლა გამორიცხულია....მადლობა ყველა ნაკრების წევრს გუშინდელი თამაშისათვის--ასეთ კარგ განწყობაზე დაძინებისათვის......
ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი 1957წლიდან
20 ნოემბერი 2018 11:04
2
ერთმა დაწერა ანდორასთან თამაშის მერე რო ყაზახეთთან თამაშზე 2 ბილეთი მქონდაო ნაყიდი და ტუალეტში ჩავრეცხეო... სირცხვილია უბრალოდ მერე რო გამოხტება ეგეთი ტიპი და ჭკუას გარიგებს ან რჩევებს იძლევა ფეხბურთზე...
effe
20 ნოემბერი 2018 02:44
1
შენ ვითომ ქომაგო,იმ ორ ბილეთს შენც რატომ არ ჩაყევი.
ქართველი1
20 ნოემბერი 2018 12:44
4
გილოცავთ ყველა გულშემატკივარს ამ წარმატებას, მათ ვისაც სჯეროდა ჩვენი ნაკრების. მადლობა ეკუთვნის მთელ გუნდს და რათქმაუნდა ვაისს. ანდორაში ვერმოგებული თამაშის მსვლელობისას აშკარა თავლშისაცემი თავდამსხმელის არყოლა კი არა პირველ რიგში კანკავასა და მერებაშვილის არყოფნა იყო. ჯაბაზე არავინ კამათობს უდავოდ უძლიერესია ცენტრში. აი რაც შეეხება მერებას, მას კი მართლაც ბევრი კრიტიკოსი ყავდა. მერება არის ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი, ტიპიური გარემარბი რომელსაც ფლანგზე ძალიან ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია თავისი სისწრაფისა და ტექნიკის ხარჯზე. ხშირად აქვს წუნი მაგრამ ნათლად გამოჩნდა, რომ ძალიან საჭირო ფეხბურთელია ამ ფორმაციის ნაკრებისათვის. არ გვინდა მეგობრებო ვინმეს ზედმეტად გაკრიტიკება. რაც შეუძლიათ თამაშობენ და თავს არ ზოგავენ, ეს ხომ ნათლად ჩანს და შედეგზეც აისახა. დარწმუნებული ვარ რომ ევროპაზე გავალთ, დიდი ალბათობით ამაზე ძლიერი ნაკრები გვეყოლება ნახევარფინალისთვის...
ანესთეზეოლოგი
20 ნოემბერი 2018 10:54
0
ჩაკვეტაძე იმედია ყველა შენ თამაშსზე კიდევ დამამტვრევიმებ სკამებს!!!!
ჯეფერსონ
19 ნოემბერი 2018 23:22
36
მართლა ძალიან ნიჭიერი ბიჭია ჩაკვეტაძე, მაგრამ ნუ დავიწყებთ ეხლა უაზროდ ზედმეტ ქებას, გენიოსის ძახილს და ცაში აყვანას, როგორც ვიცით ხოლმე ქართველებმა... ისევ ამ ბიჭისთვის იქნება ცუდი დამიჯერეთ...
ლევანი
20 ნოემბერი 2018 10:50
0
ლევან მართალი ხარ. ამით ძალიან ცუდ სამსახურს გავუწევთ გიორგის. ზედმეტმა ქებამ იცის, თავში ავარდნა და იმის შეგრძნება, რომ ხარ უკვე "მსოფლიო დონის ვარსკვლავი". ამიტომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ გიოს შეფასებაში. არ იფიქროთ ჩასაფრებულის პოზიიცით გელაპარაკებით, ღმერთმა დამიფაროს, პირიქით გიოს ასეთი კარგი თამაში ძალიან მომწონს! უბრალოდ გავუფრთხილდეთ გიოს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას იმიტომ, რომ ამდენი ქებისგან, რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს მაინც წნეხის ქვეშაა და შეიძლება ამან ძალიან უარყოფითი შედეგი მოგვცეს. გიო იყავი ასეთი თავდაბალი და უბრალო, დანარჩენი თავისთავად მოვა და დაგიფასდება. მაგალითისთვის: მიუხედავად ბრწყინვალე ფეხბურთელობისა ლეო მესიმ თავისი უბრალოებით და თავდამბლობით მოიპოვა ის სიყვარული, რასაც ქომაგებისგან იღებს.
ქართველი1
20 ნოემბერი 2018 12:40
0
ის ვინც მართლა გენიოსია და ტალანტი თავში არ აუვარდება!
levani
20 ნოემბერი 2018 12:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული