საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეები, ევრო 2020-ის შესარჩევის კალათები გადანაწილდა (+გამოკითხვა)

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მიერ D დივიზიონში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგიდან გამომდინარე, ჩვენ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეოთხე კალათაში ყოფნა გვერგო. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრა 2 დეკემბერს დუბლინში გაიმართება.

კალათები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I კალათა - შვეიცარია, პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი

II კალათა - გერმანია, ისლანდია, ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი, რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი

III კალათა - სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ისრაელი

IV კალათა - უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, კვიპროსი, ესტონეთი,
სლოვენია, ლიეტუვა, საქართველო

V კალათა - მაკედონია, კოსოვო, ბელორუსი, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა, გიბრალტარი, ფარერები

VI კალათა - ლატვია, ლიხტენშტეინი, ანდორა, მალტა, სან მარინო

წესების მიხედვით, ჩვენ მხოლოდ ერთი შეზღუდვა გვეხება, ისლანდიის ნაკრები ერთდროულად არ შეიძლება საქართველოსთან, სომხეთთან, კვიპროსთან და ისრაელთან მოხვდეს. აგრეთვე, ჩვეულებრივი ამბავია, რომ შესარჩევში რუსეთი გვერგოს.

დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რომელი კალათიდან რომელი გუნდის ამოსვლა გსურთ:





altერთა ლიგა: მარტში საქართველო ბელარუსს უმასპინძლებს


alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ყაზახეთთან მატჩში


მკითხველის კომენტარები / 30 /
ხარისხიანი, აზრიანი, დალაგებული ფეხბურთი ვითამაშოთ და ნებისმიერი ჯგუფიდან გავალთ. ჩვენ ავიმაღლოთ კლასი და არა მოწინააღმდეგის დაბალ კლასზე ავაგოთ იმედები.
ირაკლი
21 ნოემბერი 2018 11:28
2
პოლონეთი.ისლანდია,ფინეთი ,საქართველო,გიბრალტარი და სანმარინო
Buxrika
21 ნოემბერი 2018 18:11
0
პოლონეთი,რუსეთი,თურქეთი,საქართველო,სომხეთი,ლატვია.
მაგარი ჯახები იქნება მერწმუნეთ!
არ მეთანხმებით?
21 ნოემბერი 2018 15:15
1
ჩაგეთვალა..
რიგითი
21 ნოემბერი 2018 16:13
0
მთლად უმსხვერპლოდ შეიძლება არც ჩაიაროს ეგეთი ჯგუფის თამაშების უმეტესობამ
rasa
22 ნოემბერი 2018 06:03
0
მე 5 ჯგუფიდან გიბრალტარი და პირველი სამი ჯგუფიდან 2 სასურველი მეტოქე რომ შეგვხვდეს იმ ჯგუფიდანაც გავალთ.
Geo_Dinamo
21 ნოემბერი 2018 10:45
1
პოლონეთი,რუსეთი,ფინეთი,საქართველო,სომხეთი და სან მარინო კაი იქნებოდა:)
:)
21 ნოემბერი 2018 11:23
7
ფინეთს, ისრაელი სჯობს. სომხეთს გიბრალტარი და ფარერები. :)
მამუკა
21 ნოემბერი 2018 12:07
1
პოლონეთი, ისლანდია, ისრაელი, საქართველო, ლუქსემბურგი, სან მარინო.
ჯგუფი
21 ნოემბერი 2018 13:42
3
პოლონეთი, უელსი, ჩრ.ირლანდია, გიბრალტარი და სან მარინო - რა დავიხატებოდით :)
ლაშა
21 ნოემბერი 2018 11:20
2
პოლონეთი, რუსეთი, თურქეთი, საქართველო, სომხეთი, სანმარინო

ეს იქნება ყველაზე საკაიფო - მეზობლებთან მოტივაცია გაასმაგებული გვექნებოდა, კარგ ფორმაში შევიდოდით 2020-სთვის.
ქუთაისელი
21 ნოემბერი 2018 12:46
4
პოლონეთი, ისლანდია,ფინეთი, საქართველო, გიბრალტარი, სან მარინო.
kap
21 ნოემბერი 2018 12:32
2
ყველაზე კარგი ჩვენი სიძლიერეა და მერე აღარ ვიფიქრებთ არიქა იქნებ გავძვრეთო. გინდა გაძვრე მერე იქ რას იზავ? გაბითურდები, ამიტომ გეზი ნიჭიერების დახმარებაში და აღზრდაში.
a
21 ნოემბერი 2018 12:29
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული