საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეები, ევრო 2020-ის შესარჩევის კალათები გადანაწილდა (+გამოკითხვა)

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მიერ D დივიზიონში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგიდან გამომდინარე, ჩვენ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეოთხე კალათაში ყოფნა გვერგო. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრა 2 დეკემბერს დუბლინში გაიმართება.

კალათები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I კალათა - შვეიცარია, პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი

II კალათა - გერმანია, ისლანდია, ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი, რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი

III კალათა - სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ისრაელი

IV კალათა - უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, კვიპროსი, ესტონეთი,
სლოვენია, ლიეტუვა, საქართველო

V კალათა - მაკედონია, კოსოვო, ბელორუსი, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა, გიბრალტარი, ფარერები

VI კალათა - ლატვია, ლიხტენშტეინი, ანდორა, მალტა, სან მარინო

წესების მიხედვით, ჩვენ მხოლოდ ერთი შეზღუდვა გვეხება, ისლანდიის ნაკრები ერთდროულად არ შეიძლება საქართველოსთან, სომხეთთან, კვიპროსთან და ისრაელთან მოხვდეს. აგრეთვე, ჩვეულებრივი ამბავია, რომ შესარჩევში რუსეთი გვერგოს.

დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რომელი კალათიდან რომელი გუნდის ამოსვლა გსურთ:





altერთა ლიგა: მარტში საქართველო ბელარუსს უმასპინძლებს


alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ყაზახეთთან მატჩში


მკითხველის კომენტარები / 30 /
ჩემი აზრით,სასურველია ჩრდილო ქვეყნების ნაკრებები აგვცდნენ,სკანდინავიელები,ისლანდიელები,დანია.ფიზიკურად ძლიერები და ორგანიზებულები არიან,ჩვენნაირ ნაკრებს გაუჭირდება მათთან. პირველი კალათიდან საჩუქარი არავინაა,არ ვიცი ვინ ვისურვო.მეორედან,ავსტრია-ჩეხეთი-ბოსნია,მესამე-ისრაელი-ბულგარეთი,მეხუთე-გიბრალტარი,მეექვსე-სანმარინო
ალექს
22 ნოემბერი 2018 10:14
1
ინგლისი-უელსი-შოტლანდია-საქართველო-გიბრალტარი
batu
21 ნოემბერი 2018 19:46
2
პოლონეთი.ისლანდია,ფინეთი ,საქართველო,გიბრალტარი და სანმარინო
Buxrika
21 ნოემბერი 2018 18:11
0
მაინც გავვარდებით და რა მნიშვნელობა აქვს :) დამთავრდა ადვილი გუნდები :) ჩვენზე უარესები ამოიწურა. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ ერთი ძლიერი ჰოლანდია გერმანია საფრანგეთი ან ვინმე სხვა და ჩაკვეტაძე კიარა ღმერთი ვერ გვიშველის :) ილუზია არავინ შეიქმნათ მტკივნეულიც ნაკლებად იქნება. თუ ვცდები კიდე ღმერთმა ქნას :) #ფეხბურთიჩვენითამაშიარააა
Batumidan
21 ნოემბერი 2018 18:09
16
პოლონეთი, რუსეთი, ფინეთი, გიბრალტარი
akaki
21 ნოემბერი 2018 16:08
3
იტალია გერმანია შოტლანდია საქართველო გიბლარტარი სანმარინო
mikheil kopaleishvili
21 ნოემბერი 2018 15:54
9
პოლონეთი,რუსეთი,თურქეთი,საქართველო,სომხეთი,ლატვია.
მაგარი ჯახები იქნება მერწმუნეთ!
არ მეთანხმებით?
21 ნოემბერი 2018 15:15
1
მთლად უმსხვერპლოდ შეიძლება არც ჩაიაროს ეგეთი ჯგუფის თამაშების უმეტესობამ
rasa
22 ნოემბერი 2018 06:03
0
ჩაგეთვალა..
რიგითი
21 ნოემბერი 2018 16:13
0
კიდევ ერთი შეზღუდვა გვაქ, რომელიც გამოგრჩათ. ჩვენ ვერ მოვხვდებით 6 გუნდიან ჯგუფში. ჩვენი ჯგუფი აუცილებლად იქნება ხუთ გუნდიანი, რომ ორი თამაშით ნაკლები ვითამაშოთ. შესაბამისად:
1. მეექვსე კალათა მგონი უნდა ამოიღოთ საერთოდ გამოკითხვიდან
2. დიდი შანსია ჯგუფში სხვა ერთა ლიგის გამარჯვებულებთან მოვხვდეთ, რასგან ისინიც 5 გუნდიან ჯგუფში იქნებიან.
ნუკრი
21 ნოემბერი 2018 14:14
5
5 გუნდიან ჯგუფებში ა ლიგის გამარჯვებულები ხვებიან, ვინაიდან 2019-ის გაზაფხულზე ოთხთა ფინალი აქვთ სათამაშო და დამატებითი თავისუფალი დღეები ჭირდებათ განრიგში, ჩვენ ეგ არ გვეხება.
kote
21 ნოემბერი 2018 15:10
0
ვერ გავიგე,ევროპის რომელ Ჩემპიონატზეა საუბარი,2020 წელს რომ Ჩატარდება,Თუ ერᲗა ლიგის ახალი ეტაპი რომ დაიწყება 2022 წლისᲗვის?
ზაზა
21 ნოემბერი 2018 14:02
6
პოლონეთი, ისლანდია, ისრაელი, საქართველო, ლუქსემბურგი, სან მარინო.
ჯგუფი
21 ნოემბერი 2018 13:42
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული