საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეები, ევრო 2020-ის შესარჩევის კალათები გადანაწილდა (+გამოკითხვა)

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მიერ D დივიზიონში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგიდან გამომდინარე, ჩვენ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეოთხე კალათაში ყოფნა გვერგო. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის წილისყრა 2 დეკემბერს დუბლინში გაიმართება.

კალათები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I კალათა - შვეიცარია, პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი

II კალათა - გერმანია, ისლანდია, ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი, რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი

III კალათა - სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ისრაელი

IV კალათა - უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, კვიპროსი, ესტონეთი,
სლოვენია, ლიეტუვა, საქართველო

V კალათა - მაკედონია, კოსოვო, ბელორუსი, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა, გიბრალტარი, ფარერები

VI კალათა - ლატვია, ლიხტენშტეინი, ანდორა, მალტა, სან მარინო

წესების მიხედვით, ჩვენ მხოლოდ ერთი შეზღუდვა გვეხება, ისლანდიის ნაკრები ერთდროულად არ შეიძლება საქართველოსთან, სომხეთთან, კვიპროსთან და ისრაელთან მოხვდეს. აგრეთვე, ჩვეულებრივი ამბავია, რომ შესარჩევში რუსეთი გვერგოს.

დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რომელი კალათიდან რომელი გუნდის ამოსვლა გსურთ:





altერთა ლიგა: მარტში საქართველო ბელარუსს უმასპინძლებს


alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ყაზახეთთან მატჩში


მკითხველის კომენტარები / 30 /
ვერ გავიგე,ისლანდია და რუსეთი რატომ ვერ მოხვდება ჩვენთან ერთად?
ზაზა
21 ნოემბერი 2018 13:13
4
მე პირადად პორტუგალია მინდა რონალდოს გულისთვის და გერმანია როგორც ჩემი ფავორიტი ნაკრები :)
margveli
21 ნოემბერი 2018 12:51
7
პოლონეთი, რუსეთი, თურქეთი, საქართველო, სომხეთი, სანმარინო

ეს იქნება ყველაზე საკაიფო - მეზობლებთან მოტივაცია გაასმაგებული გვექნებოდა, კარგ ფორმაში შევიდოდით 2020-სთვის.
ქუთაისელი
21 ნოემბერი 2018 12:46
4
პოლონეთი, ისლანდია,ფინეთი, საქართველო, გიბრალტარი, სან მარინო.
kap
21 ნოემბერი 2018 12:32
2
ყველაზე კარგი ჩვენი სიძლიერეა და მერე აღარ ვიფიქრებთ არიქა იქნებ გავძვრეთო. გინდა გაძვრე მერე იქ რას იზავ? გაბითურდები, ამიტომ გეზი ნიჭიერების დახმარებაში და აღზრდაში.
a
21 ნოემბერი 2018 12:29
3
პოლონეთი,ავსტრია,ისრაელი,აზერბაიჯანი, ეს იმ შემთხვევაში თუ 5 გუნდიან ჯგუფში მოვხვდით და თუ 6-იანში სან მარინოს დავამატებდი :-) :-) :-)
ქობულეთელი
21 ნოემბერი 2018 12:15
5
გერმანიაა მეორეში და პოლონეთი და შვეიცარია პირველში? სასაცილოც აღარაა ეს რეიტინგები
dato
21 ნოემბერი 2018 12:14
4
რაც დასთესეს ის მიიღეს )) ერთა ლიგის შედეგებზეა მიბმული და რა შედეგიც ქონდათ, ისე განთესეს.
კოტე
21 ნოემბერი 2018 15:14
0
პოლონეთი, უკრაინა, ისრაელი, გიბრალტარი ან ფარერები, და სან მარინო
მამუკა
21 ნოემბერი 2018 12:09
4
პოლონეთი, უელსი და ჩრდ. ირლანდია გვაწყობს ზედა კალათებიდან
მერაბი გ.
21 ნოემბერი 2018 11:59
3
პოლონეთი, უელსი, ჩრ.ირლანდია, საქართველო, გიბრალტარი, სან-მარინო.
შალვა 73
21 ნოემბერი 2018 11:55
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული