საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში წინ წაიწია - ბოლო წლების რეკორდი

AutoSharing Option
დღეს, 29 ნოემბერს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი პოზიციით წაიწია წინ და ახლა 1269 ქულით მსოფლიოში 89-ეა.

ნოემბერში ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ორი მატჩი გამართეს: ანდორასთან ფრედ (1:1) ითამაშეს, შემდეგ კი თბილისში ყაზახეთი (2:1) დაამარცხეს.

ამაზე მაღალი პოზიცია ბოლოს 2012 წელს გვქონდა, როცა ჩვენი გუნდი ფიფა - კოკა-კოლას რეიტინგში 73-ე იყო.

რეიტინგს კვლავ ბელგიის ნაკრები ლიდერობს. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს ერთა ლიგის პლეი-ოფში - ბელორუსი 1317 ქულით 76-ეა.

მსოფლიო რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1(1). ბელგია - 1727
2(2).
საფრანგეთი - 1726
3(3). ბრაზილია - 1676
4(4). ხორვატია - 1634
5(5). ინგლისი - 1631
6(7). პორტუგალია - 1614
7(6). ურუგვაი - 1609
8(8). შვეიცარია - 1599
9(9). ესპანეთი - 1591
10(10). დანია - 1589
68(68.) მაკედონია - 1343
76(78). ბელორუსი - 1317
89(92). საქართველო - 1269
131(137). კოსოვო - 1113

altვინა ვართ და საით მივდივართ? - რას წარმოადგენს საქართველოს ნაკრები

მკითხველის კომენტარები / 5 /
საუკეთესოები ვიყავით 1998 წელს,მაშინ მსოფლიო რეიტინგში 42-ე ადგილზე ვიყავით.
გულშემატკივარი
17:28 29-11-2018
0
ყველაზე კარგი პოზიცია რომელ წოლს გვქონდა და რომელ ადგილზე ვიყავით ხომ არ იცით?
shimshila
15:54 29-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული