2 დეკემბერს ევრო 2020-ის შესარჩევის წილისყრა გაიმართება - კიდევ ერთი შანსი საქართველოსთვის

AutoSharing Option
2 დეკემბერს ჩვენი დროით 15:00 საათზე დუბლინში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მე-4 კალათაში იმყოფება. სულ წილისყრაში 55 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 10 ჯგუფში გადანაწილდება.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგიდ D დივიზიონში საკუთარი ჯგუფი მოიგო და პლეი-ოფში ბელორუსის ნაკრებს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მაკედონიასა და კოსოვოს გამარჯვებულ შეხვდება. ორივე პლეი-ოფის მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ერთა ლიგიდან გავა.

ახლა კი საქართველოს მერეო შანსიც აქვს ეს საგზური ევროშესარჩევიდან მიიღოს.

გთავაზობთ კალათების ამჟამინდელ მდგომარეობას:

ერთა
ლიგის (A დივიზიონი) კალათა: შვეიცარია, პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი

I კალათა: ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი
II კალათა: გერმანია, ისლანდია, ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი, რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი
III კალათა: სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრ. ირლანდია, შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ისრაელი
IV კალათა: უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, ჩერნოგორია, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საქართველო
V კალათა: მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა, გიბრალტარი, ფარერები
VI კალათა: ლატვია, ლიხტენშტაინი, ანდორა, მალტა, სან მარინო

10 ჯგუფიდან 5 იქნება 5-გუნდიანი (A-E) და ამდენივე - ექვსგუნდიანი (F-J) ჯგუფი.

ჯგუფის პირველ და მეორეადგილოსანი პირდაპირ მოხვდება ევროპის ჩემპიონატზე, ხოლ დარჩენილი 4 მონაწილის ვინაობა კი 2020 წლის მარტში გასამართი ერთა ლიგის პლეი-ოფების შედეგად გაირკვევა.

ერთა ლიგის A დივიზიონი კალათიდან 4 ნაკრები გადანაწილდება A-D ჯგუფებში.

შესარჩევი ჯგუფები მასპინძლები არიან: აზერბაიჯანი, დანია, ინგლისი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ჰოლანდია, ირლანდია, რუმინეთი, რუსეთი, შოტლანდია, ესპანეთი.

ჯგუფებში ერთად არ უნდა მოხვდეს 2-ზე მეტი მასპინძელი ქვეყანა. უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით ჯგუფებში ერთად ვერ მოხვდებიან გიბრალტარი და ესპანეთი, ბოსნია და კოსოვო, სერბეთი და კოსოვო. რაც შეეხებათ რუსეთსა და უკრაინას, ამჯერად მათ ამგვარი დათქმა არ დასჭირდათ, რადგან ისინი ერთ კალათაში (II) არიან და შესაბამისად, ერთად ჯგუფში ვერანაირად ვერ მოხვდებიან, ისევე, როგორც აზერბაიჯანი და სომხეთი (V კალათა).

მატჩების კალენდარი

I ტური: 21-23 მარტი, 2019
II ტური: 24-26 მარტი, 2019

ერთა ლიგის 1/2 ფინალი: 5 და 6 ივნისი, 2019

III ტური: 7-8 ივნისი, 2019

ერთა ლიგის ფინალი/III ადგილი: 9 ივნისი, 2019

IV ტური: 10-11 ივნისი, 2019
V ტური: 5-7 სექტემბერი, 2019
VI ტური: 8-10 სექტემბერი, 2019
VII ტური: 10-12 ოქტომბერი, 2019
VIII ტური: 13-15 ოქტომბერი, 2019
IX ტური: 14-16 ნოემბერი, 2019
X ტური: 17-19 ნოემბერი, 2019

პლეი ოფის წილისრა: 22 ნოემბერი, 2019

ფინალური ტურნირის წილისყრა: 1 დეკემბერი, 2019

პლეი ოფი, 1/2 ფინალები: 26-28 მარტი, 2020

ფინალები: 29-31 მარტი, 2020

ფინალური ტურნირი: 12 ივნისი-12 ივლისი, 2020

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან უაზროდ და გაუგებრად წერია!...
ბუბა
22:33 01-12-2018
1
სირცხვილია უბრალოდ. ევროპამ და უეფამ არც კი იცის რო საქართველოს რუსეთთან ცუდი ურთიერთობები აქვს. !!!! რომ ათასობით ქართველი შეეწირა რუსულ აგრესიას ბოლო 30 წელში !!!! თუმცა არც უნდა გვიკვირდეს, ჩვენივე ხელისუფლება ჩუმადაა
ნაციონალი
23:45 01-12-2018
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული