ლევან კობიაშვილი: პრინციპული იქნება სახლში პირველი და მეორე კალათის გუნდებს ქულები წავართვათ...

AutoSharing Option
ევროპირველობის კენჭისყრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ასე შეაფასა.

"შეიძლებოდა, ყოფილიყო უფრო რთულიც და უფრო იოლი ჯგუფიც. საერთო ჯამში, ვიტყოდი, რომ დაბალანსებული ჯგუფია. ვფიქრობ, ძალიან თანაბარი თამაშები იქნება.

მიმაჩნია, რომ შეიძლება ბევრი მატჩი ფრედ დასრულდეს. ფაქტია, ჩვენთვის განსაკუთრებულად პრინციპული იქნება საშინაო თამაშები, რათა პირველი და მეორე კალათის გუნდებს ქულები წავართვათ...

საინტერესო მატჩები იქნება, მთავარი და მნიშვნელოვანია, როგორი იქნება კალენდარი, ვისთან დავიწყებთ, როგორი იქნება. ერთადერთი გული იმაზე დამწყდა, რომ ხუთგუნდიან ჯგუფში ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორი ამხანაგური თამაშის დაგეგმვა
მოგვიწევს.

ჩემი სურვილი იყო, რომ ექვსგუნდიან ჯგუფში მოვხვედრილიყავით, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ.
საშინაო თამაში იმ ფონზე, რომ სტადიონი ივსება, ძალიან დიდი პლიუსია და ეს ვიგულისხმე, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საშინაო თამაშები, რომ იქ მოვახერხოთ ქულების აღება და თამაშის მოგება, განსაკუთრებით პირველ სამ გუნდთან.

მგონია, რომ ძალიან დაძაბული ჯგუფი იქნება, შვეიცარიაც, დანიაც და ირლანდიაც კარგად დაკომპლექტებულია. სამივე გუნდს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის".

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ფორმის პიკზე ვიქნებით, კარგი თამაშები წაგვივა. ავტორიტეტებთან არ უნდა შევშინდეთ. "დინამო" თავის დროზე ზუსტად ასეთი განწყობით გამოდიოდა ევროპის გრანდებთან სათამაშოდ. პარალელების გავლება შეიძლება არც ისე სწორია, მაგრამ საერთო ჯამში კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს.
მერაბი
12:15 03-12-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული