"ქუდს, რომელიც ფოტოზეა, აწერია RUSSELL და არა RUSSIA" - ჯაბა ყველაშვილის პასუხი

AutoSharing Option
დღეს, 13 თებერვალს რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ჯაბა ყველაშვილი რუსეთის ქუდით ვარჯიშობდა, თავად სპორტსმენი პასუხობს.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე ვარჯიშის დროს მეფარა რუსეთის ქუდი. მინდა ყველას ვთხოვო, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას.

ქუდს, რომელიც ფოტოზეა, აწერია RUSSELL და არა RUSSIA. გთხოვთ გვაცალოთ მშვიდად ვარჯიში და ინტრიგების ნაცვლად დაინტერესდეთ სპორტის გაშუქებით...!!!!" - წერს ჯაბა ყველაშვილი Facebook-ზე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჟურნალისტის არაპროფესიონალიზმის კიდევ ერთი მაგალითი.
Status quo
12:56 14-02-2019
1
რა მაინტერსებს იცით ეგ ფოტოები ვინ დადო სადაც ჩანდა რომ რუს ეწერა? ალბათ ტ
თვითონ მერე კი ბოლომდე გამოაჩინა წარწერა იცოდა რომ მედიას რეაქცია ექნებოდა/ ყოჩაღ შენ მაგრა იღადავე ხალზე და მედიაზე.
irakli81
12:01 14-02-2019
1

სიახლეები პოპულარული