"ქუდს, რომელიც ფოტოზეა, აწერია RUSSELL და არა RUSSIA" - ჯაბა ყველაშვილის პასუხი

AutoSharing Option
დღეს, 13 თებერვალს რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ჯაბა ყველაშვილი რუსეთის ქუდით ვარჯიშობდა, თავად სპორტსმენი პასუხობს.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე ვარჯიშის დროს მეფარა რუსეთის ქუდი. მინდა ყველას ვთხოვო, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას.

ქუდს, რომელიც ფოტოზეა, აწერია RUSSELL და არა RUSSIA. გთხოვთ გვაცალოთ მშვიდად ვარჯიში და ინტრიგების ნაცვლად დაინტერესდეთ სპორტის გაშუქებით...!!!!" - წერს ჯაბა ყველაშვილი Facebook-ზე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მართალია ეს კაცი და ყველას მოვუწოდებ, ვინც არასწორად გააშუქა, ეხლა საჯაროდ მოუხადონ ბოდიში მას. თუ არადა, მე გიხდი ყველას მაგივრად ბოდიშს, მეგობარო.
პავლე
09:44 14-02-2019
0
ყურადღება არ მიაქციო ჯაბა, ეგ გიენების ახალი სახეობაა ფეისბუქგიენები, მთელი დღე იმას ფიქრობენ ვის სად უკბინონ..
ლევანი
09:59 14-02-2019
1

სიახლეები პოპულარული