შვეიცარიის ნაკრების თავკაცი: საქართველო რუსულ სტილში თამაშობს და ცოტა ბრაზილიურსაც ურევს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ პეტკოვიჩმა ადგილობრივ მედიასთან საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

"ისინი შინ 50 000 გულშემატკივრის წინაშე თამაშობენ და ყოველთვის ცდილობენ, ეს გამოიყენონ. ისინი ამით ძალიან ამაყობენ.

საქართველოს ნაკრები რუსულ სტილში თამაშობს, თუმცა ცოტა ბრაზილიურსაც ურევს. ქართველები ბევრს დარბიან, აგრესიულად თამაშობენ და ბურთის ფლობაც სურთ.

ერთა ლიგაზე მათ 6-დან 5 მატჩი მოიგეს და არც ერთი არ წაუგიათ. შესარჩევ ეტაპს ისინი პოზიტიური განწყობით იწყებენ", - განაცხადა პეტკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს
"დინამო არენაზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ეგ ......ალბათ საბჭოთას გულიხსმობდა და როგორც ყველა ადრე საბჭოთას რუსულს ეძახის ....რა ქნას ტიპმა ბოლო ბოლო ....ვიჩი არის გვერად
Auee
19 მარტი 2019 13:40
3
ინდივიდუალური იპროვიზაცია ერთეულების ხვედრია ჩვენი კოზირი კოლექტიური თამაში იქნება თუ შევძლებთ.
ილია
19 მარტი 2019 19:50
1
გაგიჟდებიან ახლა გურჯი პატრიოტები :))))) ვლადიმირ პეტკოვიჩი კი არა, ეს ვლადიმირ პუტინი ყოფილაო :)))
odala
19 მარტი 2019 16:24
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული