შვეიცარიის ნაკრები თბილისში "ლივერპულის" შემტევის, შერდან შაჩირის გარეშე ჩამოვა.
ინფორმაციას ამის შესახებ შვეიცარიის საფეხბურთო კავშირი ავრცელებს.
"საქართველოსა და დანიის წინააღმდეგ მატჩებში შვეიცარიის ნაკრებს შერდან შაჩირი ვერ დაეხმარება. საზარდულის არეში დისკომფორტის გამო ექიმებმა მას მატჩების გამოტოვება ურჩიეს.
ნაკრებში შაჩირის შემცვლელის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი", - წერს შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ოფიციალური საიტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება.