შვეიცარიის ნაკრების თავკაცი: საქართველო რუსულ სტილში თამაშობს და ცოტა ბრაზილიურსაც ურევს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ პეტკოვიჩმა ადგილობრივ მედიასთან საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

"ისინი შინ 50 000 გულშემატკივრის წინაშე თამაშობენ და ყოველთვის ცდილობენ, ეს გამოიყენონ. ისინი ამით ძალიან ამაყობენ.

საქართველოს ნაკრები რუსულ სტილში თამაშობს, თუმცა ცოტა ბრაზილიურსაც ურევს. ქართველები ბევრს დარბიან, აგრესიულად თამაშობენ და ბურთის ფლობაც სურთ.

ერთა ლიგაზე მათ 6-დან 5 მატჩი მოიგეს და არც ერთი არ წაუგიათ. შესარჩევ ეტაპს ისინი პოზიტიური განწყობით იწყებენ", - განაცხადა პეტკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს
"დინამო არენაზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
მასე თქვა ყაზახეთის მწვრთნელმა აზერბაჯანი დონის ნაკრებია საქართველოო. მიწვიეს აზერები მოუგეს 3:0 და გახარებულები იყვნენ. რაც მოუვიდათ მერე ყველსმ ვიცით.)
დავით
19 მარტი 2019 14:34
4
მოვუწოდოთ ჟურნალისტებს, ვისაც შესაძლებლობა ექნება, რომ კითხვა დაუსვან ამ კაცს პრეს-კონფერენციაზე: თხოვნა მაქვს, აუხსნათ, რომ "რუსული სტილი" ჩვენთვის შეურაცხმყოფელია, მით უმეტეს, რომ ეს სტილი უკავშირდება ფიზიკურ ძალაზე და სირბილზე აქცენტს და ჩვენთან საერთო არაფერი აქვს, თუ კაცი თვალს გაახელს და სწორად დაინახავს. მგონია, რომ საქართველოს პრესტიჟის საკითხია ეს განცხადება უპასუხოდ რომ არ დავტოვოთ
valderrama
19 მარტი 2019 14:26
10
ბოლო წლებში სწორედ ასე ვთამაშობთ, ძირითადი ელემენტი ფიზიკური ძალაა ჩვენს თამაშში, და არც ისე ცუდია ეს.
გუგა
19 მარტი 2019 16:41
6
ხო მართალი ხარ სად ნახა ამ უპატრონომ ჩვენი ნარბენი, ეს რა გვაკადრა ამ არისტოკრად და მოედანზე დინჯათ მოსიარულე ხალხს.DDDDDDDDDDDDDDDDDDDD
GGG
19 მარტი 2019 16:14
1
რომ ვურევთ აშკარაა, მარა ბრაზილიური სტილის რა მოგახსენო.D
ytyt
19 მარტი 2019 14:09
3
ეგ ......ალბათ საბჭოთას გულიხსმობდა და როგორც ყველა ადრე საბჭოთას რუსულს ეძახის ....რა ქნას ტიპმა ბოლო ბოლო ....ვიჩი არის გვერად
Auee
19 მარტი 2019 13:40
3
ამ კომენტარებიდანაც კარგად ჩანს, რომ ფეხბურთს ვიზუალურად, მხოლოდ ემოციურ ფონზე აღვიქვავთ და გაგებაში არ ვართ რაც ხდება ჩვენს თავს. ამ კაცმა ზუსტად ის თქვა როგორი ფეხბურთის თამაშსაც ცდილობს საქართველოს ნაკრები, ოღონდ რუსეთის ნაკრები იგულისხმა და არა რომელიმე გუნდი.
ვაისის ფეხბურთში გულშემატკივარი, ჩერჩესოვის ფეხბურთთან მსგავსებას მხოლოდ იმიტომ ვერ ხედავს, რომ გვიჭირს ასეთ ფეხბურთის სრულფასოვანი სახით თამაში. ერთი ან 1+1 თავდამსხმელი მაინც რა გგონიათ, შემტევი ფეხბურთი?
რაც შეეხება ბრაზილიურს, ეს ისაა რაც ბუნებრივად შემოგვრჩა და ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ჩაკლეს, აქა იქ იფეთქებს ხანდახან, სისხლი ოხერია...
გოგა
19 მარტი 2019 13:12
6
ანუ თქვენც ფიქრობთ,რო რუსეთის ნაკრების სტილში ვთამაშობთ ფეხბურთს, თუ მარტო ტაქტიკა იგულისხმე 1+1 ? შეიძლება მეგობარო ძან მაგარი ტაქტიკოსი ხარ და ექსპერტიც ხარ, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით. ერთი საერთო კი აქვთ ვაისს და ჩერჩესოვს ორივე ზედმეტად ფრთხილები არიან და მაგიტო მიამზგავსეთ თქვენც ნაკრებები ერთმანეთს. და მაგიც არამგონია მაგდენი ეფიქრა მაგ კაცს დე მერე ეთქვა ეგ:) ზედმეტად თავდაჯერებულები ჩამოდიან.
გოგა
19 მარტი 2019 19:10
0
Rusuli stili ar arsebobs.rasac egeni tamashoben eg aris sabchota fexburti.ogond gauaresebuli.
Niko
19 მარტი 2019 12:49
0
რუსების ტოლად სირბილი რომ შეგვეძლოს,რაღა გვიჭირდა.რაღა არ გამიგია ქართულ ფეხბურთზე,მაგრამ რუსული სტილი,რაღაც ახალია.
სოსო
19 მარტი 2019 12:12
0
Es kaci nasvami xom ar iyo? Rodis iyo qartvelebi rusul stilshi tamashobdnen? Samarcxvinoa rom eseti specialisti rom ese laparakobs........
Si
19 მარტი 2019 12:06
6
შენ ვისი ბიჭი ხარ პეტკოვიჩ ეგ თუ მაინც იცი :-) პირველად ვნახე კაცი,რუსეთის ნაკრებს გვადარებდეს.სად ერეკლე და სად პეტკოვიჩი :-)
:-)
19 მარტი 2019 11:34
2
რუსული სტილი რომელია?:)) ასეთი მცნება - რუსულ სტილში:) მოზამბიკური დაცვა?:)
ბასკი
19 მარტი 2019 11:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული