გრიპის გამო შვეიცარიელებს თბილისში არც ადმირ მეჰმედი ჩამოჰყვება?

AutoSharing Option
ფოტო: rsi.ch

შვეიცარიის ნაკრების ფორვარდი ადმირ მეჰმედი თანაგუნდელებს საქართველოსთან მატჩში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ შვეიცარიული მედია წერს.

"ვოლფსბურგის" ფეხბურთელს გრიპი აქვს, რის გამოც ვლადიმერ პეტკოვიჩმა გადაწყვიტა, ის შვეიცარიაში დატოვოს და არც ნაკრების სხვა ფეხბურთელები ჩააყენოს საფრთხის ქვეშ.

შერდან შაჩირის და ჰარის სეფეროვიჩის არყოფნაში ადმირ მეჰმედის შეეძლო, ნაკრების შეტევის ხაზში გადამწყვეტი როლი ეთამაშა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ადმირ მეჰმედი ხელმისაწვდომი იქნება დანიასთან მატჩისთვის, რომელიც 26 მარტს გაიმართება", - წერს rsi.ch.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საზარდულის არეში არსებული დისკომფორტის გამო შვეიცარიის ნაკრებს მათი ერთ-ერთი ლიდერი,
"ლივერპულის" შემტევი შერდან შაჩირი გამოაკლდა.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნეტავი სხვებისათვის გრიპის გადადებას, ვერ მოასწრებდა?
სოსო
20:31 21-03-2019
0
ვაა.. მოგებაზე გავიწევთ ნეტა ? ;დ
ზურა
20:38 21-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული