შვეიცარიის ნაკრები თბილისში 3 ფეხბურთელის გარეშე ჩამოფრინდა

AutoSharing Option
შვეიცარიის ნაკრები თბილისში ჩამოფრინდა. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი 23 მარტს ევროპირველობის საკვალიფიკაციო ციკლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

ტრავმების გამო შვეიცარიის ეროვნულ გუნდს შერდან შაჩირი, ჰარის სეფეროვიჩი და ადმირ მეჰმედი ვერ დაეხმარებიან. პეტკოვიჩმა თან 22 ფეხბურთელი იახლა:

მეკარეები: ივონ მვოგო (ლეიპციგი), ჯიონას ომლინი (ბაზელი), იან სომერი (გლადბახი)

მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ლორის ბენიტო (იანგ ბოიზი), ნიკო ელვედი (გლადბახი), ტიმ კლოზე (ნორვიჩი), მიხაელ ლანგი (გლადბახი), სტეფან ლიხტშტაინერი (არსენალი), რიკარდო როდრიგესი (მილანი), ფაბიან შერი (ნიუკასლი), კევინ მბაბუ (იანგ ბოიზი)

ნახევარმცველები:
კრისტიან ფასნაჰტი (იანგ
ბოიზი), რემო ფროილერი (ატალანტა), ჯიბრილ სოუ (იანგ ბოიზი), რენატო სტეფენი (ვოლფსბურგი), გრანიტ ჯაკა (არსენალი), დენის ზაკარია (გლადბახი), სტევენ ცუბერი (შტუტგარტი)

თავდამსხმელები:
ბრილ ემბოლო (შალკე), ალბიან აჯეტი (ბაზელი), მარიო გავრანოვიჩი (ზაგრების დინამო)

გუნდის კაპიტანი ლიხტშტაინერი იქნება.

მატჩს ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი კრეიგ პოუსონი, ლაინსმენები ლი ბეტსი და ჰარი ბესვიკი, მეოთხე მსაჯი ენტონი ტეილორი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
სტუმართმოყვარე ერი ვართ, მაგრამ იმედია უჟმურ ხასიათზე გაგიშვებთ
Homeros
04:10 22-03-2019
1
გავავსოთ სტადიონი, გულმხურვალედ ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი...
ყველამ მაგრად უნდა მოვინდომოთ მოგება.
ირაკლიუსი
09:13 22-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული