იან სომერი: ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელი უცხოეთში თამაშობს და სხვადასხვა სტილს ფლობენ

AutoSharing Option
22 მარტს, საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, შვეიცარიის ნაკრების მეკარემ, იან სომერმა "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"გლადბახის" მეკარის თქმით, საქართველოს ნაკრების მოთამაშეები სხვადასხვა სტილში თამაშობენ და  თითოეული მათგანის შესწავლა მოუწევთ.

"დავსხდებით და გავაანალიზებთ იმ ინფორმაციას, რასაც მწვრთნელი მოგვაწვდის. ვიცით, როგორ თამაშობდნენ გერმანიის და სხვა ქვეყნების ნაკრებებთან.

ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელი უცხოეთში თამაშობს და სხვადასხვა სტილს ფლობენ. საჭირო იქნება ყველა მათგანის შესწავლა, რათა გავიგოთ, რაზე გავამახვილოთ ყურადღება", - განაცხადა სომერმა.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების დაპირისპირება 23 მარტს, 18:00
საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხვალ სამი გოლი გაგივა და ეგ ღიმილიანი სახე არ გაგყვება შვეიცარიაში
irakli
18:30 22-03-2019
0

სიახლეები პოპულარული