ოთარ კაკაბაძე: ჩვენს დანაკლისს ქართველი გულშემატკივარი შეავსებს

AutoSharing Option
შვეიცარიასთან ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა:

"ტრავმის სამკურნალოდ საკმაო დრო დამჭირდა, მაგრამ რადგან დღეს აქ ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკრების დასახმარებლად 100%-ით მზად ვარ.

რა თქმა უნდა, შვეიცარიის დონის ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში არ გვყოლია, თუმცა კარგი ნაკრები გვყავს და შეგვიძლია შვეიცარიელებთან თანაბრად ვითამაშოთ.

დანაკლისი ორივე გუნდს აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენს დანაკლისს ქართველი გულშემატკივარი შეავსებს და წარმატების მისაღწევად ძალას მოგვცემს".

მკითხველის კომენტარები / 4 /
გოლს რომ გაიტანს ქართველი კოლხური ხორუმი იცეკვოს,მხედრული ცეკვაა,ეს ვერ გავაგებინე ფედერაციას რომ დაუნიშნონ თუნდაც ერთ შეკრებაზე ქორეოგრაფი რომ ერთი ილეთი აცეკვონ ამ ცეკვიდან,თუმცა იქნებიან ბიჭებში ისეთებიც ვინც ფლობენ ხორუმის ილეთებს
ბაჩი
15:17 23-03-2019
0
ჩართეთ ხორვატიასთან თბილისის თამაშის ჩანაწერი ვინც არ ყოფილხართ მაგ თამაშზე. ვინც ვიყავით კიდევ გავიხსენოთ რა მუხტი მისცა გუნდს გადავსებულმა სტადიონმა და 55 000 ათასი კაცის მიერ შესრულებულმა ჰიმნმა! დღესაც გავამეოროთ!
Vakhtang Lobzhanidze
14:57 23-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული