საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო -შვეიცარია 0:2
გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altიან სომერი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი დავჯაბნეთ მეტოქე

altგრანიტ ჯაკა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა

altგურამ კაშია: მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა - ესაა სამწუხარო რეალობა

altსაბა ლობჟანიძე: ირლანდია შვეიცარიის დონის გუნდი არ არის და მოგება შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 110 /
ეს ვიდეო ამბობს რამდენიმე შანსი ჰქონდა საქართველოს ნაკრებსო და იქნებ გამახსენოთ ეს 'რამდენიმე' შანსი.
odala
23 მარტი 2019 20:45
3
ჩვენზე ძლიერი გუნდია და წავაგეთ, მაგრამ მოწინააღმდეგის კარში დარტყმა მაინც ვისწავლოთ ხალხნო...
გიო
23 მარტი 2019 20:45
1
აქეთ და ადიდეთ ნაკრები ეს არის სინამდვილე
მერაბ
23 მარტი 2019 20:44
2
წეღანაც დავწერე და დამიბლოკეთ,კიდევ ვცდი და თუ დაბლოკავთ წერეთ და იკითხეთ,აქ მეორეჯერ აღარ ვარ შემომსვლელი,ჯანოზე ვწერდი,მიუხედავად დიდი პატივისცემისა ჩვენ ასეთი ჯანო არ გვჭირდება ნაკრებში,დღეს ჯანო კი არა მისი აჩრდილიც არ იყო მოედანზე,რაღაც ვალის მოხდის მიზნიტ დასეირნობდა
fc1923db
23 მარტი 2019 20:44
0
მეც სულ გვერდზე ვედექი ამ ბიჭს, მაგრამ დღეს რასაც აკეთებდა ამას ფეხბურთი არ ქვია. თამაში შეიძლება არ წაგივიდეს, მაგრამ ამდენი ხალხის ასე დაკიდება და სეირნობა ბრძოლის მაგივრად...38 წლის ვარ და პირველად ცხოვრებაში სტადიონი დავტოვე თამაშის დამთავრებამდე..
Vakhtang Lobzhanidze
23 მარტი 2019 21:08
1
სირცხვილი ვინც ადექით და გაიქეცით!!! წაგებაზე მეტად ესაა სირცხვილი!
გულდაწყვეტილილი გულშემატკივარი
23 მარტი 2019 20:43
18
მეორე ტაიმის დასაწყისში, ჯერ კიდევ 0:0-ზე, 100% პენალტი, (თუ გოლი არა) არ დანიშნა მსაჯმა შვეიცარიის კარში... ქვილითაიაზე ჯარიმა გამოიგონა. ესეა, ბანკების ქვეყანასთან მსაჯები არც 1977 წელს გვწყალობდნენ. მაშინ მსაჯი კიტაბჯანი იყო...
tngh
23 მარტი 2019 20:41
11
აი თურმე რაყოფილა ქართული სტილით ფეხბურთის თამაში)))))
ika
23 მარტი 2019 20:39
0
ჩვენ არ ვიცოდით და სინამდვილიში ვაისი გვასწავლის ქართული ფეხბურთის თამაშსს!
მწვრთნელი
23 მარტი 2019 20:51
1
Yazaishvili da kashia saertod ar unda iyvnen nakrebshi. Pensionetebis championatshi tamashoben. Dziritadshi xo saertod ra
Emigranti
23 მარტი 2019 20:39
0
სამწუხაროდ საქართველოს ნაკრები ძაან ცუდ ფეხბურთს თამაშობს ( ე.წ. სვარკას )
amber
23 მარტი 2019 20:39
0
მეტს რას ელოდით? ვაისი გაგებაში არ არის!ჭ კლასის გუნდებს მოუგეთ და გეგონათ ვაისით მაღალი დონის გუნდებთან რამეს ვიზავდით?გოლი გავუშვით და ტიპმა მცველი შემოიყვანა ეგეც პასუხი ვაისის დონეზე!
გულშემატკივარი
23 მარტი 2019 20:38
1
....და ტაბოძის მაგივრად არველაძე რატომ არ შემოუშვა,მიაკვდა ამ მართლა ყანჩას.....დააბრუნეთ ცხადაძე სულ ვამბობდი
Emzar Duisburg
23 მარტი 2019 22:18
0
თვითონ ანიშნა ტაბიძემ შეცვლაზე.
ქომაგი1
23 მარტი 2019 20:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული