საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მარტს, ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:2 დამარცხდა.

კარგა ხანია საქართველოში ასეთი მაღალი კლასის გუნდი არ ჩამოსულა, ტურნირის სტარტზე და მით უმეტეს ერთა ლიგაზე ჯგუფში ჩვენი ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი, შეხვედრისადმი ინტერესი საოცრად დიდი გახლდათ.

სტადიონი თითქმის ბოლომდე გაივსო და ჰიმნის ემოციურად შესრულების შემდეგ, მატჩიც დაიწყო.

"ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში მოულოდნელად კვირკველიას ნაცვლად ხოჭოლავა დააყენა, ტაქტიკა კი 4-2-3-1 აირჩია.

მატჩი სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-5 წუთზე ლორიას მახვილი კუთხიდან როდრიგესის დარტყმული ბურთის მოგერიება მოუხდა. ამის
შემდეგ თამაში გათანაბრდა და ჩვენმა გუნდმა მეტოქის ნახევარზე აიწია.

მოედანზე თავადაუზოგავი ბრძოლა მიმდინარეობდა, 24-ე წუთზე ტაბიძემ და შერმა ერთმანეთთან შეჯახებისას ტრავმა მიიღეს და რამდენიმე წუთით თამაში გაჩერდა.

30-ე წუთზე ჯაკას მიერ დარტყმული ბურთი კანკავას მოხვდა და რიკოშეტით ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

44-ე წუთზე გვილიას კარგი პასი ვერ გამოიყენა ყაზაიშვილმა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ აიღო. ეს მომენტი ალბათ, ამ შეხვედრაში საკვანძო გამოდგა. გოლის გატანის შემთხვევაში "ჯვაროსნები" შესვენებაზე დაწინაურებულნი გავიდოდნენ და მეორე ტაიმში სულ სხვა თამაში შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და რაც ვერ მოახერხა ყაზაიშვილმა, მოახერხა ზუბერმა - ანგარიში გახსნა. შემდეგ მეტოქემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა და ყველაფერი დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ვერაფრით ვერ მოახერხა შეტევების ორგანიზება, არ ჰყავდა ლიდერი, რომელიც ბურთს დაიჭერდა, იერიშებს წამოიწყებდა, რაღაც არასტანდარტულს გააკეთებდა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოწინააღმდეგეს უფრო უკეთესი გუნდი ჰყავს და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო -შვეიცარია 0:2
გოლები: 0:1 ცუბერი (56), 0:2 ზაკარია (80)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, ტაბიძე (კვირკველია 62), კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე (კაჭარავა 84), გვილია, ქვილითაია (ლობჟანიძე 73)

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, აკანჯი, შერი, ფროილერი (სოუ 90+2), ჯაკა, როდრიგესი, ცუბერი, ზაკარია, გავრანოვიჩი (აჯეტი 61), ემბოლო (სტეფენი 84)

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altიან სომერი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში კი დავჯაბნეთ მეტოქე

altგრანიტ ჯაკა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა

altგურამ კაშია: მეორე ტაიმში კი მოწინააღმდეგემ გვაჯობა - ესაა სამწუხარო რეალობა

altსაბა ლობჟანიძე: ირლანდია შვეიცარიის დონის გუნდი არ არის და მოგება შეიძლება

მკითხველის კომენტარები / 110 /
ანანიძე გენია ხარ რა, ეს რაიყო რა პასებიი, რა დრიბლინგიი, რა ბურთის ფლობაა.. იმიტომაც ხარ დამსახურებულად ევროპის ერთ ერთი გრანდის სამარის კრილია სოვეტოვის შემადგენლობაში. შენს თამაშს რომ ვუყურებ ისეთ პროგრეს განიცდი მალე მსოფლიო გრანდის ნეფტიხიმიკის შემადგენლობაში მოხვდები. აბა შენ იცი არ შეჩერდე მიღწეულზე, ეხლა კრილია წინ ნეფტიხიმიკია
irakli
20:21 23-03-2019
4
რას იშლით ნერვებს როდის იყო ტობოლის,კრილია სოვიეტოვის,სან ხოსეს ,პოლონეთის და კვიპროსის ლიგის ფეხბურთელებელი მილანი,არსენალის,გლადბახის და პრემიერ ლიგის სხვა გუნდების ფეხბურთელებს უგებდნენ
გეორგი ფაიზაღოვი
20:36 23-03-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული