ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"საბა კვირკველიამ იმიტომ არ ითამაშა, რომ გადავწყვიტე, კაშია-ხოჭოლავას წყვილს ეთამაშა. ხოჭოლავა არ იყო ცუდი, საბამ თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა, პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ამ დონეზე თამაში 90 წუთი არ შეგვიძლია, მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. ასეთი დონის თამაშებს, როგორიც დღეს გვქონდა, ისინი ყოველ კვირა
თამაშობენ, ჩვენ კი წელიწადში 4-5-ჯერ გვიწევს მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

როგორ უნდა გვეთამაშა შვეიცარიასთან შემტევი ფეხბურთი, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

ჯანო ანანიძემ ითამაშა კარგი პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში შვეიცარიამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა და ასეთ დროს ძნელია ითამაშო.

შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მოთამაშეები ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, ქვილითაია, ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა, ის ფიზიკურად არ იყო მზად. 24 ფეხბურთელიდან 22 უნდა გვყოლოდა განაცხადში

ერთა ლიგისგან განსხვავდება ეს ტურნირი. შვეიცარია ჯგუფის ფავორიტი და გამორჩეული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდრების გარეშე იყო, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში რთულია.

მომავალ მატჩში იძულებული და ტაქტიკური ცვლილებაც იქნება, ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ გამოგვყება ირლანდიასთან და 2-3 ცვლილება აუცილებლად იქნება.
ირლანდიასთან ქულების აღებას შევცდები, მათთან თამაში იოლი არასდროს არ არის. მაღალი დონის ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათთან ბოლო მატჩში ქულის აღება მოვახერხეთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო

 

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება



მკითხველის კომენტარები / 109 /
მოკლედ მოხდა ის რაც გასაკვირი სულაც არ უნდა ყოფილიყო... კი ვიძახოდი ერთა ლიგაზე ეს ერთი ბიჭი ათამაშებს თქო გუნდს და ა ბატონო... მაშინ ჩამქოლეს ლამის, რასააა რო ამბობო აღმავლობის გზაზეა ნაკრებიო, არიქა აღორძინების ხანა დაგვიდგაო... ნეტარ არიან მორწმუნენი....
რა დაინახეთ დღეს ან აღორძინების ან აღმავლობის????? მწვრთნელი სლეა.... ცვლილებები მეტყველებს...
ერთი გააზრებული კომბინაცია დაინახეთ ვინმემ დღეს??? ორივე გოლი ისეთი გავიდა ჩემი უბნის ბავშვები არ გაუშვებდენ.... თან ორივე გოლისას თამაშგარეზე რო აპელირებდენ და დადგენ მლესავებივით....
ჩვენზე ძლიერია და ძალა აღმართს ხნავს გამიგია როცა შენ ყველაფერს იღონებ და სხვა არაფერი გამოსავალი აღარააა.....სად დაინახეთ დღეს ან ყველაფრის ღონება, ან რამე გააზრებული?? "ასე კრიტიკა არ შეიძლება" და გამოწმენდაა აბა გამოსავალი??? სირაქლემას პოზაში უნდა დავდგეთ ამ დროს??? სადამდე თქვე ოჯახაშენებულებო თორე კი....
მოკლდე.....

ნაკრებს - ჩაკვეტაძე = ჯოგნარს!!!!

პ.ს. ზუსტად იმ პონტში ვართ " ე ქალო მეიფიქრე რამე თვარა დაგვენგრა ოჯახი"
ვაი ჩვენთვის
23 მარტი 2019 22:25
1
გვერდში დავუდექით სტადიონზე მისვლით და ასე გავაგრძელოთ, მერე რა რომ წავაგეთ, კარგია ასეთ გუნდებთან წავარჯიშება.
არ ვაგინოოთ
23 მარტი 2019 21:11
25
აჰ, ამ კაცის მწვრთნელობას რა ვუთხარი მე.. ანანიძე შესაცვლელი იყო მეორე ტაიმიდანვე, (აი, ზარანდიას დარი ფეხბურთელი რა დროს დასჭირდებოდა :) )... როცა აგებ და გაგყავს ერთადერთი ცენტრფორვადრი, თანაც მაღალი და მებრძოლი და არცერთი თავდამსხმელი არ შემოგყავს, პირიქით დაცვას აძლიერებ, რაუნდა თქვა უბრალოდ რაა.. ცხვრების ფარას ჰგავდა ჩვენი ნაკრები დღეს, რომელსაც მწყემსი ტრავმირებული ჰყავდა :)
ზუზუ
23 მარტი 2019 21:01
2
ბატონო ვაის, ეს არც ქართული სტილი იყო, არც რუსული და არც ბრაზილიური მიტუმეტეს.
WTF
23 მარტი 2019 23:52
1
ამ ადამიანს ნაკრების მწვრთნელად რა უნდა? თამაშს აგებს და თავდამსხმელი გაყავს და შემოყავს ნახევარმცველი. საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე ეს კაცი არ დადის! აქვე დავამატებ ანანიძეს და ყაზაიშვილს ნაკრებში არაფერი ესაქმებათ, არ შეუძლიათ ნაკრების დონეზე თამაში.( 10 თამაშიდან 1 კარგი თამაში საკმარისი არარის) ადამიანს შესარჩევში თამაში არ მოუგია და კიდე მწვრთნელია.ეს მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს, სადაც პროფესიონალიზმზე მაღლა ნაცნობ მეგობრობა დგას!
გიორგი
23 მარტი 2019 22:50
5
ეს გვეკაიფება მგონი:( რა რო არ გაუხსენი თამაში არ წააგე ჰანდიკაპით თუ? ტიპი იმასაც არ ამბობს ირლანდიასთან უნდა მოვიგოთ რო ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნოთო. ვაი შენ ძალად მწვრთნელო და ვაი ჩვენ
გოგა
23 მარტი 2019 21:00
3
ხარაბაძე რატო არ დააყენა როცა ნახა რომ გაგვიჭირდა ფლანგზე და საერთოდ უსუსური მწვრთნელია გადწყვეტილების მიღებას აგვიანებს ჯანო შეცვლელი იყო და არ შეცვალა ჯანოზე კიარა პრობლემა არ წაუვიდა თამაში შემოეყვანა კიტეიშვილი ან იგივე არაბიძე გადმოემატებინა ნახა ბიჭი "დინეზე"არის მოკლედ ჩაისვარა ვაისმა
კახა
23 მარტი 2019 23:51
4
შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ვფიქრობ ქართველებს ჩვენი ხასიათიდან და ისტორიიდან გამომდინარე გვირჩევნია ვიბრძოლოთ და 5 გოლის ანგარიშით დავმარცხდეთ, ვიდრე უბრძოლველად დავთმოთ თამაშის პირველივე წუთებიდან საკუთარი მოედანი. ჩემი აზრით ეს უნდა იყოს ქართული ხასიათი და სტულიც. ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი მაგრამ არ მინდა ეხლა კონკრეტულ ადამიანებზე ვისაუბრო, ერთადერთი რასაც მოვითხოვ რომ ეს ყოფილიყოს ბოლო თამაში სადაც უბრძოლველად დავთმეთ თამაში. ქართველი სადაც ბრძოლას დაინახავს იქ წაგებასაც გაიგებს და ნაკლებ კრიტიკას მიიღევთ.
ჯონდო
23 მარტი 2019 23:40
1
რას ერჩი, შემტევი თამაში თვითმკვლელობა იყო და ამიტომ ათამაშა "ქართული ფეხბურთი" :)) რაც მოთამაშეები არიან იგივეა მწვრთნელიც
გუჯი
23 მარტი 2019 21:04
1
ებიჭო ისეც ვკვდებით და ასეც და არ ჯობია შემტევ ფეხბურთში მოვკვდეთ?))
Niko
23 მარტი 2019 21:04
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული