ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"საბა კვირკველიამ იმიტომ არ ითამაშა, რომ გადავწყვიტე, კაშია-ხოჭოლავას წყვილს ეთამაშა. ხოჭოლავა არ იყო ცუდი, საბამ თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა, პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ამ დონეზე თამაში 90 წუთი არ შეგვიძლია, მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. ასეთი დონის თამაშებს, როგორიც დღეს გვქონდა, ისინი ყოველ კვირა
თამაშობენ, ჩვენ კი წელიწადში 4-5-ჯერ გვიწევს მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

როგორ უნდა გვეთამაშა შვეიცარიასთან შემტევი ფეხბურთი, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

ჯანო ანანიძემ ითამაშა კარგი პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში შვეიცარიამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა და ასეთ დროს ძნელია ითამაშო.

შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მოთამაშეები ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, ქვილითაია, ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა, ის ფიზიკურად არ იყო მზად. 24 ფეხბურთელიდან 22 უნდა გვყოლოდა განაცხადში

ერთა ლიგისგან განსხვავდება ეს ტურნირი. შვეიცარია ჯგუფის ფავორიტი და გამორჩეული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდრების გარეშე იყო, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში რთულია.

მომავალ მატჩში იძულებული და ტაქტიკური ცვლილებაც იქნება, ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ გამოგვყება ირლანდიასთან და 2-3 ცვლილება აუცილებლად იქნება.
ირლანდიასთან ქულების აღებას შევცდები, მათთან თამაში იოლი არასდროს არ არის. მაღალი დონის ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათთან ბოლო მატჩში ქულის აღება მოვახერხეთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო

 

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება



მკითხველის კომენტარები / 109 /
ეხლა ხო რას ამბობთ დაანგრიეთ იქაურობა!
fsiuuu
24 მარტი 2019 18:24
1
Mocherit bavsuvi ar ketdeba....
Emigranti
23 მარტი 2019 22:18
0
კვეკვესკირი, კაკაბაძე და გვილია უნდ გამოიცვალნონ. ფეხბურთის აზრზე არ არიან! ნავალოვსკი კარგი იქნებოდა მარცხენა მცველად მაგრამ რას ვიზავთ, ასევე გვაკლდა სხვა უკეთესი ფეხბურთელები.
ილარიონი
23 მარტი 2019 22:15
14
ნუ წავაგედ არაუშავს.აცილებით ძლიერი გუნდია პირველი ტაიმი ტლოსწორად ვეთამაშეთ.კიტეიშვილს და ხარაიშვილსრატო არ ათამაშებს არ მესმის ეს ყაზაიშვილი სუსტია ძალიან ჩემი აზრით.არაუშავს ირლანდიასთან მგონია ნიჩიას გავაგორებთ
Buxrika
23 მარტი 2019 21:27
10
კვარაცხელია რომ გაუშვი "სასტავიდან" აბა რა გეგონა!
მწვრთნელი
23 მარტი 2019 20:57
8
რუსულ ფეხბურთს თამაშობენ
თამაზი
23 მარტი 2019 22:16
2
ძალიან სუსტი მწვრთნელია. ამდენი ხანი ნაკრებშია და ნაკრებს არანაირი ხელწერა, სტილი არ გააჩნია. თავიდანვე ცხადი იყო რომ ნაკრებს მომავალი არ ჰქონდა. ცხადაძემ ორი თამაშის მერე ნაკრებს სახე და ხელწერა მისცა, ლამაზ და აზრიანი ფეხბურთი ათამაშა, მაგარი მომავალი ჰქონდა ნაკრებს. ამათ არ იციან ვინ სად უნდა იყოს და რა უნდე გააკეთოს სუფთა ქუჩის ფეხბურთია (უარესი), არადა კარგი თაობაა და კარგი შედეგების მიღწევა შეიძლება. კობიაშვილი დამნაშავეა ცხადაძის გაშვების გამო. გამოისყიდოს და დააბრუნოს, სხვა აქ ვერ გაქაჩავს (პირობა გაიხსენოს).
გულშემატკივრებიც აზრზე მოვიდეთ ნერვებს რო გვაწყვეტავენ, დიდი შეკრება მოვაწყოთ და მოვთხოვოთ პასუხი თორემ გავიდა 30 წელი ამ ტყუილ დაპირებებში, ჩვენ ფულს ჭამენ და ანგარიშიც უნდა ხშირად ჩაგვაბარონ მოვაწყოთ დიდი შეკრება!!
როკო
24 მარტი 2019 22:50
3
ეს კაცი არ არის მწვრთნელი,მითუმეტეს რომელიც ჩვენს გუნდს გამოადგება.4 წელია გუნდის სათავეშია და ვერ გაიგო ვისთან რა სტრატეგიით ითამაშოს,ვერ შეკრა გუნდი და ბიჭებს თამაშის წინ ვერ განაწყობს.იმიტომ რომ თვითონაა ქათმური მენტალიტეტის,ვერ გაიგო ქართული ხასიათი ! არ შეიძლება გუნდში ამდენი შემტევი გყავდეს და არბენინო იმიტომ რომ დაცვას მიეხმაროს უკან. ვერავინ დამაჯერებს იმას რომ თუნდაც შვეიცარიის ნაკრების შემტევები ჩვენებს ბურთთან სიახლოვით და მოედვნის ხედვით ჯობნიან. შესაბამისად უნდა მისცეს მწვრთნელმა საშვალება ისე აგორაონ ბურთი როგორც ჩვენ გვიზის ხასიათში.ვფიქრობ ამ კაცს ცხადაძე ერთი თავად ჯობდა.
Nakrebi tolma
24 მარტი 2019 22:05
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული