ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"საბა კვირკველიამ იმიტომ არ ითამაშა, რომ გადავწყვიტე, კაშია-ხოჭოლავას წყვილს ეთამაშა. ხოჭოლავა არ იყო ცუდი, საბამ თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა, პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ამ დონეზე თამაში 90 წუთი არ შეგვიძლია, მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. ასეთი დონის თამაშებს, როგორიც დღეს გვქონდა, ისინი ყოველ კვირა
თამაშობენ, ჩვენ კი წელიწადში 4-5-ჯერ გვიწევს მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

როგორ უნდა გვეთამაშა შვეიცარიასთან შემტევი ფეხბურთი, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

ჯანო ანანიძემ ითამაშა კარგი პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში შვეიცარიამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა და ასეთ დროს ძნელია ითამაშო.

შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მოთამაშეები ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, ქვილითაია, ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა, ის ფიზიკურად არ იყო მზად. 24 ფეხბურთელიდან 22 უნდა გვყოლოდა განაცხადში

ერთა ლიგისგან განსხვავდება ეს ტურნირი. შვეიცარია ჯგუფის ფავორიტი და გამორჩეული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდრების გარეშე იყო, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში რთულია.

მომავალ მატჩში იძულებული და ტაქტიკური ცვლილებაც იქნება, ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ გამოგვყება ირლანდიასთან და 2-3 ცვლილება აუცილებლად იქნება.
ირლანდიასთან ქულების აღებას შევცდები, მათთან თამაში იოლი არასდროს არ არის. მაღალი დონის ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათთან ბოლო მატჩში ქულის აღება მოვახერხეთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო

 

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება



მკითხველის კომენტარები / 109 /
პეტკოვიჩმა ჩვენი დახმარებით ვაისს ჩახადა, ...სამწუხაროდ
ზაზა
23 მარტი 2019 21:01
1
აჰ, ამ კაცის მწვრთნელობას რა ვუთხარი მე.. ანანიძე შესაცვლელი იყო მეორე ტაიმიდანვე, (აი, ზარანდიას დარი ფეხბურთელი რა დროს დასჭირდებოდა :) )... როცა აგებ და გაგყავს ერთადერთი ცენტრფორვადრი, თანაც მაღალი და მებრძოლი და არცერთი თავდამსხმელი არ შემოგყავს, პირიქით დაცვას აძლიერებ, რაუნდა თქვა უბრალოდ რაა.. ცხვრების ფარას ჰგავდა ჩვენი ნაკრები დღეს, რომელსაც მწყემსი ტრავმირებული ჰყავდა :)
ზუზუ
23 მარტი 2019 21:01
2
საქართველოს ნაკრების დღევანდელი თამაშით ყველა აღშფოთებული და ნაწყენი ვართ, მხოლოდ ლგტბ "საზოგადოებაა" კმაყოფილი. მათმა კუმირებმა მიანიჭეს არ ნახული სიამოვნება ეს ხომ ნამდვილი პორნო იყო))))
megre
23 მარტი 2019 21:01
22
წადი შენი .....შენ მართლა ეგეთი იქნები ვისაც ახსენებ ეტყობა რომ მოგენატრა ...
Auee
23 მარტი 2019 21:43
11
ბრავო ბრავო ბრავო!
დავითი
23 მარტი 2019 21:10
4
ეს გვეკაიფება მგონი:( რა რო არ გაუხსენი თამაში არ წააგე ჰანდიკაპით თუ? ტიპი იმასაც არ ამბობს ირლანდიასთან უნდა მოვიგოთ რო ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნოთო. ვაი შენ ძალად მწვრთნელო და ვაი ჩვენ
გოგა
23 მარტი 2019 21:00
3
კოსტა რიკის ნაკრების ფეღბურთელები სუყველა უპირობოთ კოსტარიკის ნაციონალურ ლიგაში თამაშობდნენ! და მსოფლიოს მეოთხედ ფინალში გავიდნენ და ერთ ნაბიჯში იყვნენ ნახევარ ფინალთან! იგივე ითქმის ტუნისის ნაკრებზეც სადაც მხოლოთ 2-ფეღბურთელი თამაშობდა საფრანგეთის ლიგაში! მაგრამ იცით რა იყო იმითი მოგებების მიზეზი, პირველი ძლიერი მწვრთნელი! მეორე ქვეყანაზე შეყვარებული ჯიგრიანი ბიჭები!!!!
gurami
23 მარტი 2019 20:59
2
კვარაცხელია რომ გაუშვი "სასტავიდან" აბა რა გეგონა!
მწვრთნელი
23 მარტი 2019 20:57
8
კვირკველია და ხარაბაძე რატო არ დააყენე მაშინ თავიდანვე შენ არასწორო კიტეიშვილი უნდა შემოგეყვანა მაგრამ შენ ცვლილებები არ იცი
irakli
23 მარტი 2019 20:53
1
ოდნავ ძლიერ გუნდთან ჩაისვარეს.
Status quo
23 მარტი 2019 20:53
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული