ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"საბა კვირკველიამ იმიტომ არ ითამაშა, რომ გადავწყვიტე, კაშია-ხოჭოლავას წყვილს ეთამაშა. ხოჭოლავა არ იყო ცუდი, საბამ თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა, პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ამ დონეზე თამაში 90 წუთი არ შეგვიძლია, მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. ასეთი დონის თამაშებს, როგორიც დღეს გვქონდა, ისინი ყოველ კვირა
თამაშობენ, ჩვენ კი წელიწადში 4-5-ჯერ გვიწევს მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

როგორ უნდა გვეთამაშა შვეიცარიასთან შემტევი ფეხბურთი, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

ჯანო ანანიძემ ითამაშა კარგი პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში შვეიცარიამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა და ასეთ დროს ძნელია ითამაშო.

შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მოთამაშეები ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, ქვილითაია, ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა, ის ფიზიკურად არ იყო მზად. 24 ფეხბურთელიდან 22 უნდა გვყოლოდა განაცხადში

ერთა ლიგისგან განსხვავდება ეს ტურნირი. შვეიცარია ჯგუფის ფავორიტი და გამორჩეული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდრების გარეშე იყო, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში რთულია.

მომავალ მატჩში იძულებული და ტაქტიკური ცვლილებაც იქნება, ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ გამოგვყება ირლანდიასთან და 2-3 ცვლილება აუცილებლად იქნება.
ირლანდიასთან ქულების აღებას შევცდები, მათთან თამაში იოლი არასდროს არ არის. მაღალი დონის ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათთან ბოლო მატჩში ქულის აღება მოვახერხეთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო

 

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება



მკითხველის კომენტარები / 109 /
არაუშავს, რაც იყო იყო../ ირლანდიას უნდა მოვუგოთ, კიდე თუ წავაგეთ საშინელება იქნება და უთავმოყვარეობა.../ ვაისი დიდი მადლობა მაგრამ მგონია, უნდა დავემშვიდობოთ, არ ვიცი ეხლა არის თუ არა ამის დრო, მაგრამ ჩემი აზრით შეცდომებს უშვებს, ცვლილებებს აგვიანებს, გამოძახებებთან დაკავშირებით სულ გვაოცებს, შემადგენლობასაც მთლად ლოგიკურად ვერ აყენებს, ტაქტიკურ შეცდომებსაც უშვებს, ამ ყველაფერს ფეხბურთელების ინდივიდუალური შეცდომებიც ემატება და ბოლოს გამოდის ისე რო ვაგებთ.../
Vasili
23 მარტი 2019 22:07
1
ანდორასთან რო გააღმერთეთ დღეს რა მოგივიდათ?დდდ
ioska
23 მარტი 2019 22:04
1
კომენტარებს გადავხედე და მიკვირს რატო ითხოვთ მოგებას, რითი ჯობია საქართველოს ნაკრები შვეიცარიას? შვეიცარიის ნაკრებს ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენცია აქვს და მათი მოთამაშეები წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში თამაშობენ. ბოლო ბოლო ისლანდიას და ბელგიას კუდით ქვა ასროლია. ჩვენი მარცხენა ფლანგი მკვდარი იყო დღეს, ნავალოვსკი რომ არ იყო შეტევაც არ გაკეთებულა მარცხენა ფლანგიდან, ყაზაიშვილმა საერთოდ ვერ ითამაშა, როდესაც არ მიდის ფეხბურთელს თამაში უნდა გამოცვალო. ფაქტიურად შემცვლელი ფეხბურთელები არ გვყავს რომ გააძლიერონ თამაში. ცვლილებები არ შეესაბამებოდა თამაშის სცენარს, კაჭარავას გამოყვანა მე მგონი არ იყო ლოგიკური, იგივე სტილის ფორვარდი ყავდა მოედანზე უკვე და ჩემი აზრით არველაძე უნდა შემოეყვანა, თან ნაკრებს შეუთამაშდებოდა. ამ ჯგუფში ვაისის გაკრიტიკება არასწორი იქნება, ჯერ შენების პროცესშია ნაკრები. აი მომავალ წელს ერთა ლიგაზე უფრო ძლიერ ნაკრებებთან (ც ლიგაში) მოგვიწევს თამაში და აი იქ ვნახოთ ვაისის შესაძლებლობები.
anti
23 მარტი 2019 22:01
14
აწორედ ასეთ გუნდებთან უნდა ითამაშო ბატონო ვაისა, აპა ამდორასთან უბნის ბიჭებიც კი ითამაშებენ, თუ არ შეგიძლია ბიძია წედი სახლში
kiko
23 მარტი 2019 22:00
0
ძლიერია შვეიცარია და რაუნდა ვქნათ??ძალა აღმართს ხნავს........ ყველაზე დიდი განსხვავება კლასში იყო ყაზაიშვილმა რო დაარტყა 100 % მომენტი რო იყოო პირდაპირ ხელებში დაურტა არც კუთხე მიცა არაფერი და ზესტად მაგნაირი მომენტიდან გაგვიტანა იმ ჩემააალამ მარა ნახეთ რა დააბზრიალა იუველური სიზუსტით ჩააჯინაა კუთხეში ესაა კლასი
qutaiseli
23 მარტი 2019 21:57
3
რეებს ბოდავს? არ შეარჩია ნაკრები შწორად. არ იყო საჭირო ანანიძის და ყაზაიშვილის თამაში ძალიან უსუსურები არიან. ბურთის ყადრი არ იციან, დროული პასი და კარში დარტყმა. აგერ ყაზახეთმა შოტლანდიას 3;0 მოუგო. ირლანდიასაც არ ჰყავს გუნდი. ეს თუ ასე აპირებს ამ ნაკრების თამაშს ისევ ვერ გაფრინდება ვერსად და ბელორუსიასთანაც სახლში წააგებენ ასეთი აზროვნებით.
niko
23 მარტი 2019 21:57
8
აბა ვინ.ეთამაშებია. პატივცემულო? დდ ყაზაიშვილი ბურთს მეკარეს მაინც უმიზნებს, სხვები საერთოდ კარისაკენ ვერც იყურება.დდ
Mmm
23 მარტი 2019 22:15
7
უკაცრავად და თუ ამ დონეზე სათამაშოდ მზად არა ვართ, ევროპის ჩემპიონატზე რა გვინდა
მეზარბაზნე
23 მარტი 2019 21:39
2
ნამდვილად არ მაქვს იმის ილუზია რომ სხვა მწვრთნელი უფრო კარგად ათამაშებს მარა მწვრთნელი რომელმაც წინა შესარჩევში თამაში ვერ მოიგო 1 თამაშიც კი და ერთალიგაზეც ის პირველი ადგილი იყოო შედარებით სუსტ გუნდებთან და ინდივიდუალური ოსტატობით მოპოვებული. მწვრთნელი რომელიც ერთიდაიგივე შმადგენლობას ათამაშებს მუდმივად და არავის არ აძლევს შანს და რა შემადგენლობასაც დაუწერენ ფედერაციაში იმას ათამაშებს მუდმივად ესაა ტრაგედიაა ფედერაციაც არაფერს აკეთებს უცხოეთში მოთამაშე ქართველების გადმოსაბირებლად ბევრი ფეხბურთელია ასეთი ირლანდიაშიც წავაგებთ და მერე იმას გვეტყვიან რავქნათ შეხედეთ სად თამაშობენ ირლანდიელი ფეხბურთელებიოო?? ყველამ ვიცით ჩვენი ნაკრების შესაძლებლობები მაგრამ ხომ შეიძება სხვა ფეხბურთელებსაც მიეცეთ შანსი?
გიორგი
23 მარტი 2019 21:38
1
ზაპოროზეცით მერსედესს გადაასწრებთ?

ქომაგი
23 მარტი 2019 21:35
9
Vava vais
Zura
23 მარტი 2019 23:10
0
კი, თუ ფერარის ძრავს ჩავდებთ :)
Ng
23 მარტი 2019 22:30
2
აუ რა გაწერინებთ ამხელა ტექსტებს, მაგარი გუნდია შვეიცარია და მოიგო ვსო, ჩვენ ვისზეც მაგარი ვართ ვიგებთ. ვისზე სუსტი იმათთან ვაგებთ, მორჩა და გათავდა რათუნდა ამფენი ფილოსოფია, ვერ ძლებენ 90 წუთი და ვაისის ბრალიაო, ვაისია თუ ჟანგბადის ბალონი, ვითამაშეთ რაც შეგვეძლო.. გენაცვალეთ ბიჭებო ოფლისთვის, მე რა ანგარიშითაც არ აგებდეთ ბოშომდე ვყვირივარ, ბოლო წუთამდე, მთავარია რაც შეგიძლიათ აკეთოთ ჩვენთვის და თავი არ დაზოგოთ მინდორზე
ემირი
23 მარტი 2019 21:33
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული