ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"საბა კვირკველიამ იმიტომ არ ითამაშა, რომ გადავწყვიტე, კაშია-ხოჭოლავას წყვილს ეთამაშა. ხოჭოლავა არ იყო ცუდი, საბამ თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა, პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ამ დონეზე თამაში 90 წუთი არ შეგვიძლია, მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. ასეთი დონის თამაშებს, როგორიც დღეს გვქონდა, ისინი ყოველ კვირა
თამაშობენ, ჩვენ კი წელიწადში 4-5-ჯერ გვიწევს მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

როგორ უნდა გვეთამაშა შვეიცარიასთან შემტევი ფეხბურთი, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

ჯანო ანანიძემ ითამაშა კარგი პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში შვეიცარიამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა და ასეთ დროს ძნელია ითამაშო.

შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მოთამაშეები ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, ქვილითაია, ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა, ის ფიზიკურად არ იყო მზად. 24 ფეხბურთელიდან 22 უნდა გვყოლოდა განაცხადში

ერთა ლიგისგან განსხვავდება ეს ტურნირი. შვეიცარია ჯგუფის ფავორიტი და გამორჩეული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდრების გარეშე იყო, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში რთულია.

მომავალ მატჩში იძულებული და ტაქტიკური ცვლილებაც იქნება, ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ გამოგვყება ირლანდიასთან და 2-3 ცვლილება აუცილებლად იქნება.
ირლანდიასთან ქულების აღებას შევცდები, მათთან თამაში იოლი არასდროს არ არის. მაღალი დონის ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათთან ბოლო მატჩში ქულის აღება მოვახერხეთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო

 

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება



მკითხველის კომენტარები / 109 /
ლიოვმა მიულერი ჰუმელსი და ბოატენგი გაუშვა ნაკრებიდან, და ეს კაშია კაკაბაძე, გვილია,ყაზაიშვილი ანანიძე რა გახდა? მიეცით სხვებს შანსი
mnnn
23 მარტი 2019 21:06
13
კაკაბაძის გამოკლებით!
lelo
23 მარტი 2019 21:11
1
კაკაბაძეც და კაშიაც ნორმალური ფეხბურთელები არიან.
aburjga
23 მარტი 2019 21:18
7
გეუბნებოდით როგორცკი ნორმალურ გუნდს შევხვდებოდით ევრევე გამოჩნდებოდა ჩვენი გაუმართავი ფეხბურთი დააკვირდით შვეიცარიელებს გუნდმა იცოდა რასაც აკეთებდა და არ ელოდებოდა ჩვენსავით ჩაკვეტაძეს რომ მოატყუებდა 2-3 კაცს და გოლს გაიტანდა გეუბნებით არაა ვაისი იმ დონის მწვრთნელი ეომ 5 შედეგი ჰქინდრს საშუალო კლასის მწვრთნელია თავის მოტყუებაა მაგისთვის გულის გადახდა მაგ შედეგს ნებისმიერ მწვრთნელთან დადებს.კობიაშვილო გაფასებ მაგრამ ნუ დაბრმავდები ვაისი გასაშვებია.
კახა
23 მარტი 2019 23:34
7
ვაისი გასაშვებია. ქცბაიასავით ათამაშებს გუნდს. თუ გინდა ფეხბურთი ისწავლო ფერბურთი უნდა ითამაშო და თამაშს რომ ისწავლი შედეგიც იქნება. ესენი კიდე იმენა 0-0 იყვნენ გასულები სათამაშოდ როგორც კი გაუშვით გოლი უკვე საერთოდ დაიშალენ. ეცადეთ ფეხბურთი ითამაშოთ შედეგზე ფიქრი ჯერ ადრეა .
ბექა
23 მარტი 2019 22:20
2
ე. ი. შენი ტაქტიკა იყო ბურთის არ გაკონტროლება და უაზრო მოგერიებაზე თამაში.
მოქალაქე
23 მარტი 2019 21:13
0
ოდნავ ძლიერ გუნდთან ჩაისვარეს.
Status quo
23 მარტი 2019 20:53
13
ზაპოროზეცით მერსედესს გადაასწრებთ?

ქომაგი
23 მარტი 2019 21:35
9
კი, თუ ფერარის ძრავს ჩავდებთ :)
Ng
23 მარტი 2019 22:30
2
Vava vais
Zura
23 მარტი 2019 23:10
0
საბერძნეთმა რო მოიგო ევროპის ჩემპიონატი..
ვინ იყო იმ გუნდში ვარსკლავი?არავინ..
ესენი ზოგი კი აქ იძახიან, დონეო , ასეო, ისეო.. ისლანდიის ნაკრებში რო საერთოდ ფოსტალიონები და მეფურნეები არიან)
არაგვაქ დონეო, თქვე გენიოსებო, ასწავლეთ მერე ზუსტი პასების მიცემა, ფიზიკურად მოამზადედ და ასე შემდეგ,, ჩემ უკეთესად იცით ფეხბურთი, რასაა რო აწვალებთ ამ გუნდს, ჩამოყვანეთ კარგი მწვრთნელი, მეიცით ახალგაზრდებს თამაში, აბა ხვალ მესით ვერ გახდება არც ვაკო უკვე და არც ქვილითაია, პატივს კი ვცემ ჩვენ ნაკრებს, მაგრამ ვაისმა გუნდის დონე ვერ აწია, განვითარება არაა, რომელ კომპონენტში აიმაღლა თავი გუნმა? ჩაკვეტაძემ აჩუქა საქართველოს მოგებები ! ესაა მწვრთნელის დონე ??? ან და იძახის ერთი აქ, დონე არაგვაქო, შე დალოცვილო, დღეს თუ მაკსიმუმს არ მოთხოვ ფეხბურთელებს, არ ასწავლი როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა და ასე შემდეგ, რისი მწვრთნელიხარ აბა? დრო მიდის და , არაბიძე და სხვებიც დაბერდებიან ასეთი მიდგომით! უყურეთ აბა როდის ბრაზილია ხოკეის თამაშს რო დაიწყებს და ფეხბურთს დაანებებს თავს!
Geo
24 მარტი 2019 18:45
6
რომელი ბერძენი სად თამაშობდა ვინმეს ახსოვს? და ბერძნების ეროვნული ჩემპიონატი ჩვენსას შეედრება?
kote
24 მარტი 2019 23:47
0
30 წელია არაფერი დასამახსოვრებელი არ გაუკეთებია ნაკრებს, არანაირი შედეგისთვის არ მიუღწევია. მხოლოდ ერთეული ნიჭიერი ბიჭები თუ გამოგვერევიან ხოლმე, რომლებიც ცოდოები არიან ესეთ გუნდში, სულ ჩაკვეტაძე ვერ გვიშველის და ვერ მოგვაგებინებს თამაშებს. როგორც საერთო ქვეყნის მდგომარეობა ისეთივეა ნაკრებიც. ჩვენ ვართ ნამდვილი იმფანტილურები და ამის მორჩენის იმედი ჯერჯერობით არ ჩანს.
ილარიონი
23 მარტი 2019 22:34
1
ერთი რამეა გულდასაწყვეტი, ყველა არ თამაშობს მონდომებით და როცა ხედავს ვაისი რომ დასეირნობს ფეხბურთელი და სხჳები თავს იკლავენ რატომ არ აქცევს ყურადღებას? როვა ნახავენ ვინ რამდენი ირბინა ძნელი მისახვედრი არ იქნება ვინ ,,საჩკაობს''
David
23 მარტი 2019 21:26
0
კი მარა ოქრიაშვილი უთამაშებელი, რომ იყო ახლა გაიგო? თუ ასეა რას იძახებდა საერთოდ. ჩემი აზრით ფლანგზე ჩაკვეს ადგილზე კიტეიშვილი უნდა ყოფილიყო ჯანო კი შუაში აჯობებდა.
Kkk
23 მარტი 2019 21:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული