ვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
23 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიასთან მარცხის (0:2) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"საბა კვირკველიამ იმიტომ არ ითამაშა, რომ გადავწყვიტე, კაშია-ხოჭოლავას წყვილს ეთამაშა. ხოჭოლავა არ იყო ცუდი, საბამ თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.

რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე რთული მეტოქე გვყავდა, პირველ ტაიმში ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ამ დონეზე თამაში 90 წუთი არ შეგვიძლია, მეტოქემ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა. ასეთი დონის თამაშებს, როგორიც დღეს გვქონდა, ისინი ყოველ კვირა
თამაშობენ, ჩვენ კი წელიწადში 4-5-ჯერ გვიწევს მსგავსი შეხვედრების ჩატარება.

როგორ უნდა გვეთამაშა შვეიცარიასთან შემტევი ფეხბურთი, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

ჯანო ანანიძემ ითამაშა კარგი პირველი ტაიმი, მეორე ტაიმში შვეიცარიამ სამი ცენტრალური მცველი დააყენა და ასეთ დროს ძნელია ითამაშო.

შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მოთამაშეები ვინც დღეს მოედანზე იყვნენ, ქვილითაია, ჯანო ანანიძე და ოთარ კაკაბაძე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდნენ.

თორნიკე ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა, ის ფიზიკურად არ იყო მზად. 24 ფეხბურთელიდან 22 უნდა გვყოლოდა განაცხადში

ერთა ლიგისგან განსხვავდება ეს ტურნირი. შვეიცარია ჯგუფის ფავორიტი და გამორჩეული გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ლიდრების გარეშე იყო, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში რთულია.

მომავალ მატჩში იძულებული და ტაქტიკური ცვლილებაც იქნება, ტრავმის გამო ჯიმი ტაბიძე ვერ გამოგვყება ირლანდიასთან და 2-3 ცვლილება აუცილებლად იქნება.
ირლანდიასთან ქულების აღებას შევცდები, მათთან თამაში იოლი არასდროს არ არის. მაღალი დონის ნაკრებია და მიუხედავად იმისა, რომ მათთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათთან ბოლო მატჩში ქულის აღება მოვახერხეთ და იგივეს გაკეთებას ვეცდებით", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას 26 მარტს დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

altსაქართველოს ნაკრებმა შვეიცარიას მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლო

 

altშვეიცარიის მწვრთნელი: საქართველოს ამ ჯგუფში შეუძლია რამდენიმე სიურპრიზის გაკეთება



მკითხველის კომენტარები / 109 /
რაც იყო,იყო! ეხლა ყურების ჩამოყრის დრო არ არის! სწორად გაანალიზეთ დადებითი და უარყოფითი და შემდეგი თამაშისათვის მოემზადეთ! წაგება არაა პრობლემა,რომ ვერ ისწავლით - ისაა პრობლემა.თუ მაგრა მოვინდომებთ,ჯგუფიდან გასვლას შევძლებთ!
gio
23 მარტი 2019 21:11
11
ხო კარგად გაანალიზეთ და ირლანდიასთანაც 2-3 გოლი გაუშვით.
kirile
23 მარტი 2019 21:57
4
საქართველოს ნაკრების დღევანდელი თამაშით ყველა აღშფოთებული და ნაწყენი ვართ, მხოლოდ ლგტბ "საზოგადოებაა" კმაყოფილი. მათმა კუმირებმა მიანიჭეს არ ნახული სიამოვნება ეს ხომ ნამდვილი პორნო იყო))))
megre
23 მარტი 2019 21:01
22
ბრავო ბრავო ბრავო!
დავითი
23 მარტი 2019 21:10
4
წადი შენი .....შენ მართლა ეგეთი იქნები ვისაც ახსენებ ეტყობა რომ მოგენატრა ...
Auee
23 მარტი 2019 21:43
11
ბევრ პროფესორობას არ დავიწყებ ეხლა მარა,ყაზაიშვილს რომ არაფერი ესაქმება აქ მგონი არ უნდა ამას ბევრის ცოდნა.ტიპი არის ბრუციანი.მაგას კიტეიშვილი 100 ჯერ ჯობია.ჯანო დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოუმატებს.რაც შეეხება ქვილითაიას,ამ კაცს ჭირდება საჯარიმოში პასი და დარწმუნებული ვარ შეაგდებს,ქვილითაია არის საჯარიმოს ფორვარდი.
წერო
24 მარტი 2019 14:25
1
რა გახდა ერთი ნორმალური მწვრთნელი, ჯერ ჰოლანდიელებს ვუხდიდით, მერე პლატინის ხათრით, მერე გერმანელებს, კობიაშვილს რა ვალი აქვს ასეთი გაუგებარია,მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც გარიგება არსებობს. თუ არადა, ბუნდესლიგაში გამოცდილების მქონეს, ის მაინც ხომ უნდა უკვირდეს უთამაშებელ ფეხბურთელებს ნაკრებში რა უნდათ?
მწვრთნელს, რომელიც იმდენს ბედავს, რომ წაგებას ფეხბურთელებს აბრალებს უთუოდ ზურგი აქვს და ერთ ადგილზე კიდია ფედერაცია.
გოგა
23 მარტი 2019 23:31
5
Mizezebi ar eleva am kacs
Zura
23 მარტი 2019 23:06
0
ნაკრებში არაფერი შეცვლილა, როგორც აგებდნენ ისე აგრძელებენ, (არაფრის მომცემი ჭ კლასი არ მაქვს მხედველობაში)
123
23 მარტი 2019 22:07
1
არაუშავს, რაც იყო იყო../ ირლანდიას უნდა მოვუგოთ, კიდე თუ წავაგეთ საშინელება იქნება და უთავმოყვარეობა.../ ვაისი დიდი მადლობა მაგრამ მგონია, უნდა დავემშვიდობოთ, არ ვიცი ეხლა არის თუ არა ამის დრო, მაგრამ ჩემი აზრით შეცდომებს უშვებს, ცვლილებებს აგვიანებს, გამოძახებებთან დაკავშირებით სულ გვაოცებს, შემადგენლობასაც მთლად ლოგიკურად ვერ აყენებს, ტაქტიკურ შეცდომებსაც უშვებს, ამ ყველაფერს ფეხბურთელების ინდივიდუალური შეცდომებიც ემატება და ბოლოს გამოდის ისე რო ვაგებთ.../
Vasili
23 მარტი 2019 22:07
1
ასე უჯიგრო, უსისხლო, დაფრთხალი ...ფეხბურთის თამაში ვის გაუგია?! როდის იყო სიფრთხილით წარმატება რ ა ი მ ე შ ი მიდიოდეს ?;...ეს იყო - ,,არ მინდა თამაში,, ბურთის მიღება რომ ა რ ა ვ ი ს არ უნდოდა და ყველა იცილებდა (?!) - ითამაშეთ თავდადებით, ა რ შეეგუოთ მოწინააღმდეგეს რომ ბურთი აქვს, რა ნაკრებიც არ უნდა იყოს - ანუ არ უნდა აცალი თამაში და რომ- ც წააგო - პატივისცემა დიდი იქნება, მაგრამ ე ს- რა იყო ?! - ასე გაგრძელება - ა რ შეიძლება, ასე ბ ო ლ ო ადგილზე გავალთ ამ შესარჩევში (!) - მწვრთნელის დიდი შეცდომა იყო და არის დაცვაზე ,,თამაში,,(!)- ამ თამაშით ვერც მოიგებ და მაყურებელსაც მთლად დაკარგავ (!)- ასე თუ უყურე ...გერმანია, ჰოლანდია, ბელგია ...ჩეხეთიც კი - დაანგრევს ნაკრებს (!)
გლახუნა
23 მარტი 2019 21:27
3
ასე უჯიგრო, უსისხლო, დაფრთხალი ...ფეხბურთის თამაში ვის გაუგია?! როდის იყო სიფრთხილით წარმატება რ ა ი მ ე შ ი მიდიოდეს ?;...ეს იყო - ,,არ მინდა თამაში,, ბურთის მიღება რომ ა რ ა ვ ი ს არ უნდოდა და ყველა იცილებდა (?!) - ითამაშეთ თავდადებით, ა რ შეეგუოთ მოწინააღმდეგეს რომ ბურთი აქვს, რა ნაკრებიც არ უნდა იყოს - ანუ არ უნდა აცალი თამაში და რომ- ც წააგო - პატივისცემა დიდი იქნება, მაგრამ ე ს- რა იყო ?! - ასე გაგრძელება - ა რ შეიძლება, ასე ბ ო ლ ო ადგილზე გავალთ ამ შესარჩევში (!) - მწვრთნელის დიდი შეცდომა იყო და არის დაცვაზე ,,თამაში,,(!)- ამ თამაშით ვერც მოიგებ და მაყურებელსაც მთლად დაკარგავ (!)- ასე თუ უყურე ...გერმანია, ჰოლანდია, ბელგია ...ჩეხეთიც კი - დაანგრევს ნაკრებს (!)
გლახუნა
23 მარტი 2019 21:26
0
რადიკალური ცვილებების დროა ნაკრებში გამოჩნდა ,რომ რამდენიმე ფეხბურთელი აღარ უნდა გამოიძახონ ნაკრებში ჩემი აზრით დიდი პატივისცემის მიუხედავად: კაშია, კანკავა, კვეკვესკირი, ოქრიაშვილი მერებაშივილი და ვაკო ყაზაიშვილი აღარ აკმაყოფილებენ სანაკრებო დონეს ასეთი დონის შეხვედრებში და უნდა მიეცეთ შანსი იგივე ლაშა პარუნაშვილს, ოთარ, კიტეიშვილს, ხარაბაძეს, ხარაიშვილს, არაბიძეს კიდევ სხვებს ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც ევროპაში თამაშობენ აქვთ სათამაშო პრაქტიკა და იმსახურებენ შანს და თუ გერმანის ნაკრებიდან გათავისუფლეს ჰუმელსი ბუატენგი და მიულერი ასეთ ცვილებების დროა ნაკრებშიც.
გიორგი
24 მარტი 2019 14:28
19
კანკავას რაღას ერჩი?
ზაზა
24 მარტი 2019 15:16
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული