ევროპირველობის შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (2:0) შემდეგ, კომენტარი შვეიცარიის ნაკრების შემტევმა გრანიტ ჯაკამ გააკეთა.
"საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, ორგანიზებულად თამაშობს და გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდა.
დიდი სიფრთხილე გვჭირდებოდა, შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაგევყვანა, შრომა დაგვიფასდა და მოგებამ ძალიან გამახარა".