საქართველოს ნაკრები დუბლინში ჯანო ანანიძის გარეშე გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩის ჩასატარებლად ირლანდიაში გაემგზავრა. გუნდს ვერ გაჰყვა ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელსაც ნაოპერაციევი მუხლი გაუმიზეზდა, თუმცა სერიოზული არაფერია. უბრალოდ, ტრავმის რეციდივისგან თავი დაიზღვიეს.

სერიოზული არ აღმოჩნდა გიორგი მერებაშვილის ტრავმა და ის ეროვნულ გუნდთან ერთად გაემგზავრა. "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დუბლინში თორნიკე ოქრიაშვილიც წაიყვანა.

ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დუბლინის 51 700-იან "ავივა სტადიუმზე" 26 მარტს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 29 /
არ ურბენია, პატკატი მას არ გაუკეთებია და არც მოწინააღმდეგის მცველი ჩავარდნია ფეხებში და ტრამვა სად მიიღო ოთახში დივანზე ჯდომის დროს? არანაირი ტრამვა არ აქვს!! ეგ ზღაპრები ფედერაციამ ვისთანაც გასდის იმას მოუყვეს, უბრალოდ ამხელა ნეგატივი რომ წამოვიდა მისკენ აღარ უნდა მეორეჯერ მთლად შეაძულოს ხალხს თავი, სამწვრთნელო შტაბისგანაც კაი გვარიანი საყვედურები მიიღო იმისთვის მინდორზე ფორმალურად რაღაც ძალით შეყვანილს რომ გავდა, უარი თქვა ნაკრებში თამაშზე და სამწვრთნელო შტაბმაც ეს მიზეზი მოიგონეს რაღაც ხომ უნდა ეთქვათ აბა
13
am shemtev 6 kacs upormo okri ajobebs kvelas da vais atamasheeeee
!!!!!!!
18:34 24-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული