საქართველოს მარცხი შვეიცარიასთან ტრაგედიაა? სულაც არა და აი, რატომ

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულნი დავრჩით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში შვეიცარიასთან საქართველოს ნაკრების დამარცხებით (0:2). თანაც, საკუთარ მოედანზე.

ერთა ლიგაზე ჯგუფში გამარჯვების შემდეგ რაღაცის იმედი მოგვეცა, ოპტიმისტურად დავიმუხტეთ, დითირამბებიც მივუძღვენით ჩვენს ეროვნულ გუნდს. შესაძლოა, ცოტა ზედმეტიც მოგვივიდა, მაგრამ ეს უფრო ავანსად გაცემული გახლდათ და წაგებისგან უცბად ლამის ტრაგედია შევქმენით. იყო თუ არა ეს ტრაგედია? როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში.

მოდით, მშვიდად, აუღელვებლად, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელოთ.

"ჯვაროსნებმა" ერთა ლიგაზე ჯგუფში კი გაიმარჯვეს, მაგრამ ეს D ჯგუფი იყო, ანუ
მე-4 დივიზიონი და ერთი საფეხურით დაწინაურდნენ. წაიწიეს წინ? უთუოდ. ადრე ასეთ გუნდებსაც ვერ ვუგებდით და გამოდის, პროგრესი არის.

ამ დროს კი საკვალიფიკაციო ტურნირზე პირველივე მატჩში ყველაზე უხერხული მეტოქე შეგვხვდა - შვეიცარია. ჟარგონზე ვიტყვი და ასეთ მურტალ ნაკრებთან თამაშს ისევ გრანდთან დაპირისპირება სჯობდა. ნუ, ვთქვათ, ესპანეთთან, რომელიც თავადაც ითამაშებს და შენც მოგცემს თამაშის საშუალებას.


ვლადიმირ პეტკოვიჩის კრებული კი სულ სხვა სტილისაა, სხვა ყაიდის, ულამაზოდ ბურთაობს, გასაქანს არ მისცემს მოწინააღმდეგეს და როდესაც ნაპრალს იპოვის მოწინააღმდეგის დაცვაში, უმალ გამოიყენებს. თქვა კიდევაც მან, მე არ მყავს რონალდო, მაგრამ მყავს არაერთი ფეხბურთელი, რომელსაც გოლის გატანა შეუძლიაო.

ერთ პარალელს გავავლებ. ძველ თბილისის "დინამოს" თავის ბრწყინვალების წლებშიც კი უჭირდა გერმანულ გუნდებთან თამაში. რაღაცნაირად ძალისმიერია მათი ფეხბურთი, ავტომატიზმამდე დაყვანილი და შესაძლოა, ამ შვეიცარიის ნაკრების მასთან შედარება მთლად ზუსტი არაა, თუმცა მსგავსება რომ არსებობს, რად უნდა დიდი ფიცი-მტკიცი - "ნეიტრალთა" გუნდის არაერთი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში ასპარეზობს.

კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ უცბად გატყდა ჩვენი გუნდი, ვეღარ გაუძლო წნეხს და უშანსოდ დამარცხდა. იყო თუ არა შესაძლებლობა ამ მატჩის თუნდაც ფრედ დასრულებისა? რა თქმა უნდა, იყო.

პირველი ტაიმის დასასრულს ვაკო ყაზაიშვილს რომ ის გოლი გაეტანა, მეორე ტაიმში ალბათ, უკვე სულ სხვა თამაში წავიდოდა (თუმცა, ეს მაინც ჰიპოთეზაა). ვერ გაიტანა. არადა, გაცილებით უფრო რთული სიტუაციიდან გაუტანია. საერთოდაც, რაღაცნაირად საერთო ანსამბლიდან ამოვარდნილი ჩანდა. აღარაფერს ვამბობ ჯანო ანანიძეზე. ის უბრალოდ მორიგი ტრავმის მიღების შიშით თამაშობდა, პირველ ბურთზე ყველა ბრძოლას აგებდა და თითქოს, ბრძოლას გაურბოდა კიდეც.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეხვედრის წინ განაცხადა, ქართულად ვითამაშებთო და ვერ გავიგე, ეს ქართულად თამაში რას ნიშნავს. მე პირადად ასეთი თამაში გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ აღარ მინახავს და ამ დალოცვილმა ნეტა სად ნახა? რომ თქვა სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრილ ემბოლომ, დაცვაში ჩადგებიან და კონტრიერიშებზე ააგებენ თამაშსო, ისიც ვიწყინეთ. პეტკოვიჩმა ბრძანა, რუსულ სტილში ასპარეზობენ და ცოტა ბრაზილიურსაც ურევენო და არც ეგ გვესიამოვნა.

მაინც რა ითამაშა ჩვენმა გუნდმა? ტაქტიკა, ფაქტობრივად, 4-2-3-1 იყო, უფრო ხშირად 4-3-2-1 და კიდევ უფრო ხშირად 7-2-1. სიტუაციის მიხედვით ტრანსფორმირდებოდა, უფრო სწორად, ვითარება აიძულებდა ტრანსფორმირებას.

არანაირი ფანტაზია, არანაირი დრიბლინგი. მეტოქის კარზე იერიშის მიტანის ერთადერთი ვარიანტი წინ ეულად მყოფი ტანმაღალი გიორგი ქვილითაიასთვის ბურთის გადაგდება იყო, რომელსაც კარისაკენ ზურგით მყოფს უნდა მიეღო ეს ბურთი, თანაგუნდელისთვის დაეგორებინა და როგორმე შეტევა წამოწყებულიყო. ის ტარანული ტიპის ფორვარდია და ღრმა სივრციდან ვერ გაიქცევა, კარისაკენ გზად ვერ მოატყუებს რამდენიმე მცველს და ვერ გაიტანს ასე გოლს.

საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა მოედანზე ლიდერი, რომელიც გუნდს წინ წაუძღვებოდა, უდირიჟორებდა, ბურთს დაიჭერდა, თუნდაც ბურთს "აწვალებდა", თანაგუნდელებს მოწინააღმდეგის ნახევარზე აწევის საშუალებას მისცემდა და ხანდახან ცოტას ამოასუნთქებდა კიდეც.

არ გვყავს ელემენტარულად ასეთი ფეხბურთელი და გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის გამო კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. არაა ანანიძე ამისათვის მზად და არც ვიცით, იქნება თუ არა უახლოეს მომავალში. აღნიშნულ სიტუაციაში რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა ვაისს? მის ხელთ არსებული რესურსით ამის თქმა ძალიან ძნელია.

სხვა სხვის ომში ბრძენიაო და კრიტიკა, იცოცხლეთ, ადვილია. სულაც არ ვაპირებ მის ადვოკატობას, არ ვთვლი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტად, მაგრამ რომელიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის ტოპ-5 ლიგაში? რომელიმე თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში ან თუნდაც ევროპა ლიგაში?

გავუსწოროთ თვალი მწარე რეალობას, ჩვენი გუნდი საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. უკეთესი გუნდის ფეხბურთელი იმით გჯობნის, რომ უკეთ და უფრო სწრაფად კითხულობს თამაშს, სხვა სისწრაფე აქვს, სხვა ბრძოლისუნარიანობა, სხვა გამძლეობა და ა.შ.

ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: შვეიცარიელებმა კარისკენ 24-ჯერ დაარტყეს. აქედან 7 კარს ასცდა, 10 კი დაიბლოკა, 7 კარში წავიდა. ბურთის ფლობა 61 პროცენტი ჰქონდათ. ჩვენ კი კარისკენ 6-ჯერ დავარტყით და აქედან ერთი წავიდა კარში.

შვეიცარიელებმა ჩვენზე თითქმის ორჯერ მეტი პასი გააკეთეს - 619:352 და სიზუსტეც 87-პროცენტიანი ჰქონდათ, როცა ჩვენ 76 პროცენტი გვქონდა.


აქ არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, საბა კვირკველიას დააყენებდა დაცვაში თუ დავით ხოჭოლავას, რადგან ამ უკანასკნელმა ურიგოდ არ ითამაშა. ასეთ გუნდთან გასამკლავებლად 10 ჯიმი ტაბიძე უნდა გყოლოდა. სხვადასხვა ამპლუის ტაბიძე. ერთადერთი, შეიძლებოდა, როდესაც დაინახა ვაისმა ანანიძის პასიურობა, ოთარ კიტეიშვილი შეეშვა მის ნაცვლად და რაღაცის შეცვლა ეცადა, მაგრამ როგორც სჩვევია, ცვლილებებს გვიან მიმართა, როდესაც ფაქტობრივად, ყველაფერი დასრულებული იყო.

ნათქვამია, მაჩვენე, როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავსო. იმ შეხვედრაში ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვყავდა ნახევარდაცვა.

და მაინც, მგონია, პროგრესი არის, ოღონდ გარკვეულ დონეზე. ეს არცაა გასაკვირი, ამხელა ნახტომს ასეთი კადრებით D ლიგიდან A ლიგაში ვერ მოახერხებ. 26 მარტს, ირლანდიასთან მატჩში კიდევ ბევრი რამ გამოჩნდება. ეს უკვე შვეიცარია აღარაა და წესით, "ჯვაროსნებმა" უფრო ლაღად და თავისუფლად უნდა ითამაშონ.


ყველაფერი კი მაინც საბოლოოდ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. არ შეიძლება ჯოხის მუდამ მწვრთნელებზე გადატეხვა: კალათბურთელები წააგებენ, ილიას ზუროსის გაგდებას ვითხოვთ; მორაგბეები წააგებენ, მილტონ ჰეიგს მივდგებით. რამდენი მწვრთნელიც ჰყავდა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს: ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი - რევაზ ძოძუაშვილი, ვლადიმერ გუცაევი, იოჰან ბოსკამპი, ივო შუშაკი, ალან ჟირესი, გაიოზ დარსაძე, კლაუს ტოპმიულერი, ექტორ კუპერი, თემურ ქეცბაია და კახა ცხადაძე - ყველას გადაყენებას ვითხოვდით.

უნდა ობიექტურად ვიმსჯელოთ და ყოველთვის რეალობიდან გამოვიდეთ და არა ემოციებიდან.

დაველოდოთ დუბლინის მატჩს.

მკითხველის კომენტარები / 93 /
უკრაინის ნაკრბშიც კი სადაც თავდასხმის პრობლემა არასოდეს ქონიათ ნატურალიზებული ბრაზილიელი თამაშობს.ნუთუ ჩვენმა ფედერაციამ ეს პრობლემა ვერ უნდა მოაგვაროს
ჯუზი
25 მარტი 2019 12:05
7
აქ ვისაც კომენტარები უწერია ბევრი ფეხბურთის ელემენტალურ (ანბანში) ვერ ერკვევა ეს ნათლად ჩანს მათი ნაფანტაზიორები კომენტარებიდან რამე გამართლება უპოვონ იმას რაც ალპელებთან ხდებოდა ფეხბურთი დინამიკური სპორტია რომელიც მცირე დეტალებისგან შედგება როგორც საათი თამაშს იგებს ხშირ შემთხვევაში არა ის ვინც უფრო მეტს მოინდომებს არამედ ის ვინც მეტს მოინდომებს და მეტი კლასი აქ პირდაპირ ვთქვათ რამდენი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რომელიც ესოდენ აუცილებელია საშუალო ევროპული დონის ნაკრები რომ გამოჭედო გავრისკავ და ვიტყვი 2-3 "ძლიერ გუნდებთან" სისწრაფე ფაქტიურად არა აქვს გუნდს ცენტრში რომელიც დიდ წილად თამაშის ბედს განაპირობებს ნორმალური პასის მიმცემი არ არის, გოლის გაშვების შემდეგ მორალურად ტყდებიან კრეატივი არ იგრძნობა კონტრ შეტევაზე ვერ გადადიან იმ ტემპში რაც აუცილებელია ასეთი დონის ნაკრებებთან პრესინგი არ შეუძლიათ შემსრულებლებზე რა მოგახსენოდ მხოლოდ 1 გვყავს ყველამ იცის ვინც მარა სულ იმას კიდე შეილება არ წაუვიდეს იმ კონკრეტულ მატჩი თამაში სხვა ვინ... მწვრთნელი რასაც დაგავალებს თუ ფეხბურთელს კლასი არა აქ იმას რაც არუნდა გულით სულით და ჯიგრით უნდოდეს კარგის გაკეთება ის უბრალოდ შენს ნააზრევს მოედანზე ვერ განგიხორციელებს დაცვა კაშიას რაც უქნა ემბოლომ ყველამ ვიხილეთ საიდანაც უნდოდა იქედან ექცეოდა და სხვებსაც,რასაც D ჯგუფში ლატვია ყაზახეთი და სხვებისთვის სივრცეებიც რომ მიგეცა უბრალოდ ვერ დაგსჯიდა ძლიერი მეტოქე ნაპრალს არ გაპატიებს მარტივად შეგისრულებს რაც ცუბერის მომენტმაც დაამტკიცა ნაკრებს უნდა ყავდეს ბირთვი 5-6 კარგი ფეხბურთელი რომელსაც გუნდი დაეყრდნობა რამოდენიმე წელი და გექნება იმედი რომ მათ გამართული სწორი ფეხბურთის თამაშის უნარი გააჩნიათ რიმლებიც სამწუხაროდ ეხლა არ ჩანს
თუ გვინდა რომ ჩვენზე ძლიერი გუნდებმა ანგარიში გაგვიწიონ და თავი მათ შორის დავიმკვიდროთ და არა ფერმერებს მეთევზეებს პარიკმახელების ან თუნდაც ჩვენი საზომის გუნდების მოგებით გული ვიჯეროთ და ამას ვკმაყოფილდებოდეთ ეს არასწორი მიდგომა იქნება მწვერვალი სამიზნედ უნდა გვქონდეს მონიშნული და მეტი და მეტი სიმაღლის აღებას უნდა ვესწრაფოდეთ. ბავშვთა ფეხბურთში გაცილებით მეტი პროფესიონალი მწვრთნელია საჭირო რომ ფეხბურთის სწორი თამაში "პროფესიასავით" შეასწავლოს ბავშვს ინდივიდუალობა კი არასოდეს დაიკარკება ის ყოველთვის წარმოაჩენს თავს თუ ის აქვს თორემ ტალანტებით იმ შვეიცარიას თუ არ ვჯობნით არაფერში ჩამოვრჩებით, ახალგაზრდული ნაკრებებიდან არის პოტენციალი 2-3 კარგი შევსება მიიღოს ახლო მომავალში ეროვნულმა ნაკრებმა და აუცილებელია ძლიერ ტოპ ჩემპიონატებში რამოდენიმე წარმომადგენელი მაინც გყავდეს ეს აუცილებელია, სტატიის ავტორის ქვეტექსტში უფრო მეტი კრიტიკა იკითხება რაც სათაურში პირიქით ჩანს, ზოგადად არცერთ წაგებას გამართლება არ უნდა მოუძებნო ის მომავლის სწორად აღქმას დაგიკარგავს და უფრო მეტად დაგცემს მიწაზე, პესიმიზმი ფეხბურთში არ შეილება "არც სხვა რამეში" მაგრამ ზომიერი ოპტიმიზმის უნარიც არ უნდა დაკარგო. რეალობა მარტივი დასანახია მაგრამ მის დანახვას ადამიანთა მხოლოდ 40% ახერხებს. იმედით ვიყოთ დღესაც წარმატებები ვფიქრობ გავტეხავთ ნავს და მწვანე ალბიონზე ჩვენი ნაკრები რეაბილიტაციას მოახდენს წინა მატჩიდან და გაგვახარებს
Anj: Antey
26 მარტი 2019 10:28
1
წაგება არ არის ტრაგედია, ტრაგედიაა ის, რომ ოდნავ ძლიერ მეტოქესთან წინასწარ ჩასვრილები გადიან და ეგ არის ვაისის მინუსი, ვერ აძლევს სტიმულს ბიჭებს, არ ამზადებს შესატევად და საბრძოლველად, თორემ როცა თამამად შემტევ სტილს ირჩევს რაღაცას გავს ჩვენი გუნდი. ასე თუ ისე ნორმალური დონის მცველები გვყავს და რა საჭიროა სპეციალურად დაცვითი ტაქტიკით თამაში შვეიცარიასთან ან სხვა ნებისმიერთან ვერ ვხვდები.
რუსთავი
25 მარტი 2019 22:07
1
შეცვლებს აგვიანებს და ვერ ამართლებს, არც შემადგენლობის დაყენება მომწონს მაგრამ გუნდი შეკრა მგონი
mamu71
25 მარტი 2019 17:27
4
Kashias tamashis analizs ratom ar aketebt. . .
Emigranti
25 მარტი 2019 14:50
2
გვითხრას მწვრთნელმა ან ვინმე პასუხისმგებელმა, რისთვის გაყავთ მოედანზე ნაკრები - რომელი სათამაშო ელემენტის დასახვეწად. დაცვა? ბურთის დაჭერა? კომტრშეტევა? სწრაფი გადაცემა? სისწრაფე და სიზუსტე?
ნებისმიერი სხვა?. მოსაგებად ვერ გაყავთ ასე გვეუბნებიან, სათამაშოდაც არ გაყავთ ისე გამოდის, ამიტომ ჩნდება ერთობლივი ავანტურის და უჟინო, უიმედო მოლოდინის სიტუაცია მოედანზე, და მის მიღმაც, მოკლედ გაუგებრობა. შესაბამისად ილანძღებიან, ვინაიდან საქმეს არც იძახიან და არც აკეთებენ.
ირაკლი
25 მარტი 2019 13:10
2
3-4 , კგონდ ჩვენი შესაძლებლობიდან და რეალობიდნ გამომდინარე, მართლა ესეააა... სამწუხაროოოოოოდ
ტუ
25 მარტი 2019 11:57
0
Vaisic da nakrebis yvela fexburteli ararian shveicariis donis.sanam ar camova axali taoba da ar itamasheben normalur klubebshi
Gia
25 მარტი 2019 19:24
4
26 marts da ara 26 dekembers
goga
25 მარტი 2019 12:05
0
სასუალოზე დაბლა იკო ტამასის ხარისხი
cvb
25 მარტი 2019 11:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული