Independent: ბოლოს, როცა შევხვდით, დომინანტი საქართველოს ნაკრები იყო

AutoSharing Option
საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, ირლანდიური გამოცემა independent.ie ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემა ჩვენს გუნდებს შორის ბოლო შეხვედრაში დომინანტის სტატუსს საქართველოს ანიჭებს.

"სამშაბათის მატჩი საქართველოს წინააღმდეგ ბოლო 16 წელიწადში ამ გუნდებს შორის ჩატარებული მეცხრე შეხვედრა იქნება. ბოლო 9 საკვალიფიკაციო ციკლში ჩვენი გუნდები 5-ჯერ ერთსა და იმავე ჯგუფში მოხვდნენ.

ირლანდიას საქართველოსთან არასდროს წაუგია. ყველაზე ცუდი შედეგი წინა მატჩში დაფიქსირდა, 2017 წლის სექტემბერში, როცა შეხვედრა ფრედ დასრულდა და გამოჩნდა, რომ ეს მარტინ ო'ნილის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ამ ქვეყნების დაპირისპირების ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრები დომინანტი იყო, რაც იმ მდგრადი განვითარების შედეგია, რასაც ვლადიმირ ვაისის გუნდი განიცდის.

ირლანდიისა და ო'ნილისგან განსხვავებით, საქართველომ და მისმა მენეჯერმა ვლადიმერ ვაისმა ერთა ლიგაზე შესანიშნავი სამუშაო გასწიეს. საქართველო C დივიზიონში აღზევდა და შესაძლოა, აქაც ირლანდიასთან დაპირისპირება მოუხდეს.

გასულ წელს მიღწეული წარმატების წყალობით, მათ აქვთ შანსი, ერთა ლიგის გავლით ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ.

მათ საკუთარი ვარსკვლავები ყოველთვის ჰყავდათ:

ადრე გუნდი "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ვარსკვლავის, გიორგი ქინქლაძის ირგვლივ იყო აგებული, რომელიც "მეინ როუდზე" მანამ თამაშობდა, სანამ იქ ფულიანი ხალხი მოვიდოდა. გუნდში იყო ბომბარდირი შოთა არველაძე, რომელმაც "რეინჯერსში" წარმატებული 4 წელი გაატარა.

ვის დაავიწყდება მელოტი ნიუკასლელი თემურ ქეცბაია, რომელმაც "სენტ ჯეიმს პარკზე" სარეკლამო ბანერები დალეწა?

საქართველოს მთავარი მწვრთნელი იმ ფეხბურთელებს ეყრდნობა, ვინც ევროპაში რეგულარულად თამაშობს. იშვიათად ირჩევს მოთამაშეებს საქართველოს ჩემპიონატიდან. მისი არჩევანი 12 სხვადასხვა ქვეყანას წვდება, საიდანაც ორი მათგანი აშშ-ში "სან ხოსეს" რიგებში ასპარეზობს. გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილს ჯამში 100-ზე მეტი მატჩი აქვთ ეროვნულ გუნდში ჩატარებული.

სწორედ ყაზაიშვილმა გაიტანა გოლი ირლანდიის კარში 2017 წლის სექტემბერში, რასაც ერთა ლიგაზე კიდევ ორი დაუმატა.

ერთა ლიგაზე გუნდის ლიდერი თინეიჯერი გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელიც "გენტში" 2017 წლის ზაფხულში 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მას "ბაიერნი", "ლივერპული" და "ტოტენჰემი" აკვირდებოდნენ, ახლა კი მისით "ბარსელონაა" დაინტერესებული.

მაკარტნის ერთ-ერთ ასისტენტს, რობი კინს, საქართველოსთან კარგი მოგონებები აკავშირებს - ეროვნულ ნაკრებში გატანილი 68 გოლიდან 5 სწორედ ქართველებს გაუტანა", - წერს independent.ie.

ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 26 მარტს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დუბლინში გაიმართება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვის საშუალება "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იქნება შესაძლებელი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გასვლაზე ამათან და დანიასთან თითო ქულა კარგი იქნება და თუ სასწაული მოხდა და ორივეს მოუგეთ მერე სახლში გავალთ ევროპაზე:) შვეიცარიამ ბარემ აწი ყველას მოუგოს:) მე მაინც ბოლომდე ვუქომაგებ ჩვენ ნაკრებს რაცაა ჩვენია.
გოგა
17:12 25-03-2019
6
genacvale aseti simartle aq,jer ar camikitxavs.
რობი
16:00 25-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული