ვლადიმირ ვაისი: არასდროს მოგვიგია ირლანდიასთან, შევეცდებით, რომ ისტორია შევცვალოთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხურთო ნაკრები, წლის მეორე ოფიციალურ შეხვედრას დღეს 26 მარტს დუბლინში გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩამდე ერთი დღით ადრე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში დუბლინში გამართული პირველი ვარჯიშის მსგავსად 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის საწყის 15 წუთს, ადგილობრივი და ქართული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე კი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა და ეროვნული გუნდის წევრმა, ვაკო გვილიამ პრესკონფერენცია გამართეს.

"ირლანდიის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, ჩვენ არასდროს მოგვიგია მათ წინააღმდეგ, შევეცდებით, რომ ეს ისტორია შევცვალოთ და მოვიგოთ. დუბლინიდან
ქულების წაღება გვსურს, მითუმეტეს, რომ ჯგუფის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ფავორიტ, შვეიცარიასთან დავმარცხდით. ვნახოთ რა გამოგვივა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, როგორი თამაში გვჭირდება, მაგრამ ახლა მთავარია, რომ ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ.

ირლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ბუნებრივია, რომ გუნდის თამაშში გარკვეული ცვლილებები მოხდება. ეს ნორმალურია, რადგან ყველა მწვრთნელს საკუთარი იდეები აქვს. მაგალითად ერთა ლიგაზე ირლანდია 3 ან 5 მცველით თამაშობდა, ჩვენს წინააღმდეგ კი, ვფიქრობ, რომ მთავარი მწვრთნელი 4-4-2 სათამაშო სქემას აირჩევს. ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს კარგად ვიცნობთ, ისიც კარგად ვიცი რა შეუძლია ჩვენ გუნდს. ირლანდიელთა ყველაზე ძლიერი მხარე სტანდარტული მდგომარეობის გამოყენებაა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაცვაში ყურადღებით ვითამაშოთ.

დაცვის მარცხენა ფლანგი ნამდვილად პრობლემატურია ჩვენთვის. ტაბიძემ გასული თამაში კარგად ითამაშა, თუმცა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. ის ვერც ირლანდიის წინააღმდეგ დაგვეხმარება. ამ ეტაპზე გუნდში, ნავალოვსკი და ხარაბაძე გვყავს. ვნახოთ როგორ წარმოაჩენენ ბიჭები თავს მატჩისწინა ვარჯიშზე. ჩვენ ისეთ ტაქტიკას შევარჩევთ, რომელიც უკეთესი იქნება ირლანდიის წინააღმდეგ სათამაშოდ. მეტოქე ფლანგებიდან და სტანდარტულებიდან ძალიან სახიფათოა, აქედან გამომდინარე მოედანზე გვჭირდება მოთამაშეები, რომლებიც მეორე სართულზე კარგად თამაშობენ.

ყველა მოთამაშე, რომელიც დუბლინში ჩვენთან ერთად ჩამოვიდა ჯანმრთელადაა, თუმცა ნავალოვსკისა და ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკის არ ქონის პრობლემა აქვთ. რაც შეეხება მერებაშვილს, მას მცირე ტრავმა აწუხებდა, თუმცა გამოჯანმრთელდა და მზადაა, რომ მომავალ შეხვედრაში დაგვეხმაროს.

დუბლინის ავივას სტადიონი შესანიშნავია, საოცარი მინდვრით და გულშემატკივრებით. მე უკვე მესამედ ვიმყოფები აქ, ერთხელ საქართველოს ნაკრებთან ერთად, ერთხელ კი, სლოვაკეთთან ერთად. ჩემდა სამწუხაროდ, ირლანდიის დამარცხება ვერც ერთ შემთხვევაში მოვახერხე და როგორც უკვე გითხარით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისტორია შევცვალო.

რა თქმა უნდა, მომავალ წელს კარგი შანსი გვექნება, რომ ქართული ფეხბურთისთვის განსკუთრებულ შედეგს მივაღწიოთ, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ახლა გვაქვს გასამართი და ჩვენ ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ. მომავალ მატჩში თავი კარგად უნდა წარმოვაჩინთ, უნდა ვაჩვენოთ კარგი ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ დადებითი შედეგის ჩვენება გვსურს მინიმუმ ერთი გოლი უნდა გავიტანოთ".

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, თავად ჩემპიონატის ერთერთ მასპინძელ სტადიონზე 26 მარტს, ადგილობრივი დროით 19:45 საათზე დაიწყება (თბილისის დროით 23:45). ავივადან მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

altვლადიმერ ვაისი: შვეიცარიასთან შემტევი თამაში თვითმკვლელობის ტოლფასია, ხედავთ რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთელები?

altმიკ მაკარტი: სწრაფი, შემტევი ირლანდიური ფეხბურთი და მოგება გვჭირდება

alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება შვეიცარიასთან მატჩში

altსაქართველოს მარცხი შვეიცარიასთან ტრაგედიაა? სულაც არა და აი, რატომ

მკითხველის კომენტარები / 31 /
ბატონო ვაის, იქნებ დააკონკრეტოთ რას ნიშნავს, "თუ დადებითი შედეგის მიღწევა გვინდა, მინიმუმ ერთი გოლი უნდა გავიტანოთ"?! და ერთი ან სულაც ორი ჩვენც რომ გაუშვათ?! ჩავთვალოთ რომ საქმე გაკეთებულია, ერთი გოლი გავიტანეთ?! ბატონო ვაის, ზუსტად გვითხარით რისთვის ჩაბრძანდით ირლანდიაში მოსაგებად თუ ერთი გოლის გასატანად? თუ როგორც ყოველთვის შესარჩევის პირველი ორი ტურის შემდეგ უნდა ამოვწუროთ გასვლის შანსები?!!!!!!!!
...........
26 მარტი 2019 09:44
18
ვაისი კიარა ფეხბურთეები არ გვყავსს ფეხბურთელები... ბურთს ვაისი კიარ ურტყამს ფეხბურთელი ურტყამს ვაისი ვერ შეაგდებს გოლს გოლი ფეხბურთელებმა უნდა გაიტანონ.. ამთმა კი გატანა არ იციან და არც მიკვირს დაბალი დონის ნაკრები გვყავს ყველა დროს ყველაზე დაბალი დონის ნაკრები არის დღეს.... ერთი ფეხბურტელი არ თამაშობს ნორმალურ გუნდში.....მგრამ არაუშავს სულ ასე არ იყო ჩვენი ნაკრები როდის იყო ჩვენი ნაკრები გფუფში რო ლიდერობდა ..რა გაგიკვირდათ ეხლა ვერ გავიგე
rembo
26 მარტი 2019 11:24
7
მიკვირს იმ ხალხის ვინც იძახის ფეხბურთელები არ გვყავსო! მაგის თქმის გამო არ მოვიძულეთ ქეცბაია?! დიახ ბატონო არ გვყავს მაღალი დონის ფეხბირთელები,მაგრამ შენ რომ მწვრთნელი ხარ და წაგებულ თამაშს ფეხბურთელებს აბრალებ ესეიგი შენც დაბალი დონის ხარ! ისიც მესმის რომ შვეიცარიის დონის გუნდთან თამაში არ უნდა გახსნა, თუ მასე მივუდგებით მაშინ დანიასთანაც და ირლანდიასთანაც დავდგებით დაცვაში, ბოლომდე ვერ გავძლებთ და მაინც წავაგებთ!?
კი არ ვპროფესორობ მაგრამ ეს დოყლაპია კაჭარავა რო შეყავს ბოლო 10 წუთი, 2 წელი არაფერი გაუკეთებია და შვეიცარიასთან გაეხსნება? შვეიცარიასთან იმას შეიძლება გაეხსნას ვინც ახალგაზრდაა და ვისაც დასამტკიცებელი აქვს!!!
ბასკი
26 მარტი 2019 12:35
5
ბოლოს ნავალოვსკი ზუსტად ირლანდიელმა კოულმანმა დაჩაგრა ძალიან. იმედია, ხარაბაძეს ვნახავთ ამჯერად.
Burton
26 მარტი 2019 02:24
10
კვეკვესკირი ყველა პასს უკან აკეთებს
გიორგი
26 მარტი 2019 09:28
3
Xarabadze tu ar daayena vagineb am kacs. Navalovskis venacvale jigarshi mara droa axalgazrda perspeqtiul bichs dautmos adgili tan utamashebelia. Kashiac ar unda atamashos
Emigranti
26 მარტი 2019 01:40
14
მაზეცაა თან დაბალია და ირლანდიური სტილი ყველამ იცის გრძელი ჩაწოდებებბი და იჩაგრება მეორე სართულზე არც ხარაბაძეა მაგალი მაგრამ უკეთესი ვარიანტია.ტაბიძე იყო კარგი ირლანდიასთან. პირიქით უნდ გაეკეთებია ჩემი აზრით ვაის ხარბაძე შვეიცარიასტან და ტაბიძე დგეს
mosexoneli
26 მარტი 2019 11:02
14
ნავალოვსკი იყოს სასტარტოში მირჩევნია შეცდომას თუ უშვებს გულით იბრძვის ეს ბიჭი. კანკავას მერე ნავალოვსკი მომწონს ნაკრებში. გვირჩევნია ნაკლები კლასი ქონდეს ფეხბურთელს და მებრძოლი იყოს რა ანგარიშიც არ უნდა იყოს მინდვრის ყველა მილიმეტრზე უნდა იბრძოლოს 11 ტივე ფეხბურთელმა. ასეთები კანკავა და ნავალოვსკია ადრე ქეცბაია იყო. არ გვჭირდება სახელები და გვარები 11 მებრძოლი გულით მოთამაშე ჯიგრიანი ბიჭები გვჭირდება.
გოგა
26 მარტი 2019 10:42
6
როცა 5 ლარი გაქვს და გშია, რესტორანში არ უნდა წახვიდე,სახლში მჭადი და ყველი უნდა ჭამო... რა რესურსიც გაქვს ის რესურსი უნდა გამოიყენო... ამ შემადგენლობით ვერ ითამაშებ შემტევ ფეხბურთს... 2 პასს ვერ აკეთებდა ამაზე უკეთესი ნაკრები და დღეს ტაქტიკურად სწორად თამაშობს გუნდი.. ნაადრევი ცვლილება ნაკრებს ყოველთვის რევდა და შლიდა გუნდს, ამიტომ აგვიანებს ცვლილებებს.. ფიფა 19 ში რომ წყობას დააყენებენ ის ხალხი აკრიტიკებს ვაისს... ვინც ოდნავ ჩახედულია ფეხბურთში და ოდნავ ერკვევა მატჩის მიმდინარეობაში იცის რას აკეთებს ვაისი.... მაქსიმუმს აკეთებს ვაისი ამ გუნდით.... შევცვალოთ მაგრამ უარესს მივიღებთ... არ გვყავს ფორმაში ფეხბურთელები... შევჩენკო ვერ მოერგო ჩელსის სქემას და ბევრი ასე რომ ხარაბაძე გამოსცადოს და არველაძე აქ დააყენოს ეგრე მარტივი არ არის.... ჩემი მოკრძალებული აზრია... მეც გული მტკივა მეც მინდა საფრანგეთს მოვუგოთ მაგრამ რეალობა ეს არის....
A
26 მარტი 2019 17:11
12
რას ნიშნავს ბრატან მაქსიმუმს აკეთებს
მაქსიმალურად აგებს? :)
lasha
26 მარტი 2019 21:04
2
შენ დაწერ ისტორიას, პირველი მწვრთნელი იქნები, რომელიც 2 შესარჩევ ციკლს მოგების გარეშე ჩაამთავრებ და ფედერაცია მაინც კმაყოფილი იქნება შენი მუშაობით
lashamax
26 მარტი 2019 10:49
15
ყველაზე ათლეტური გუნდია ირლანდია,ამიტომ სწორია როდესაც ამბობს მაღლები უნდა ვათამაშოო.ინიციატივას ირლანდია ჩვენ დაგვითმობს,მეორე ნომრად ითამაშებს,თუ ინდივიდუალური შეცდომა არ დაუშვა ირლანდიამ გოლს ვერ გავიტანთ.მათი კოზირი იქნება მეორე ტაიმის ბოლო 25 წუთი რადგან ამ დროს უკვე ძაან დაღლილები ვართ და გვიჭირს მოძრაობა და შეტევაში გადასვლა,როგორც ეს შვეიცარიასთან იყო.შანსები 70/30 ირლანდიის სასარგებლოდ
Gio10
26 მარტი 2019 12:29
0
აბსოლუტურად ყველა თამაშში ერთი და იგივე მეორდება - ირლანდია ტემპს უმატებს და გოლი გააქვს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევთ და ეგ არის. მაგის საპირისპიროდ რას ვაკეთებთ, თორემ კი ბატონო, მოგება ვის არ გვინდა ?
:))))
26 მარტი 2019 10:25
0

სიახლეები პოპულარული