გურამ კაშია: შვეიცარიასთან წაგება არაფერს არ გადაწყვეტს - ირლანდიასთან დომინანტები უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ირლანდიასთან ევროშესარჩევი ტურნირის მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა "ავივას" სტადიონზე ივარჯიშა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მცველმა გურამ კაშიამ გააკეთა.

"ამ მატჩში დომინანტები უნდა ვიყოთ. თუ ასე ვითამაშებთ და ბურთსაც დავიჭერთ, მომენტებსაც შევქმნით და გოლსაც გავიტანთ. ამიტომ ძალიან დიდი კონცენტრაცია უნდა გვქონდეს.

სამწუხაროდ, პირველი შეხვედრა წავაგეთ. მოწინააღმდეგემ მეორე ტაიმში გვაჯობა და ქულა ვერ ავიღეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს წაგება არაფერს არ გადაწყვეტს. პოზიტიურად უნდა დავრჩეთ ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიც და გულშემატკივრებიც. ჩვენი შესაძლებლობები უნდა დავამტკიცოთ და 3 ქულისთვის ვიბრძოლოთ".


მკითხველის კომენტარები / 5 /
რეია ბაქია ქართველებო? ისევ წააგეთ? თქვენი ენა გღუპავთ თქვენ
0
როცა შენ თავზე რეალური წარმოდგენა არა გაქვს ესაა არაპროფესიანლობა, რაც გვჭირს კიდეც ქართველებს ძალიან ბევრ რამეში.
ამო
12:13 27-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული