დღეს, 26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, ირლანდიას სტუმრად დაუპირისპირდება.
გავიხსენოთ ლევან კობიაშვილის ჯარიმიდან გატანილი გოლი და თორნიკე ოქრიაშვილის ულამაზესი დარტყმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ირლანდიასთან პირველი მატჩი 2003 წელს, ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე, 29 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. სამწუხაროდ, ეს მატჩი ჩვენი მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა 61-ე წუთზე ლევან კობიაშვილის ჯარიმიდან გატანილი გოლით გაათანაბრა.
2014 წლის 7 სექტემბერს თორნიკე ოქრიაშვილის ულამაზესი დარტყმის შედეგად გასული გოლი არც ამჯერად გახდა
ჩვენი წარმატების საწინდარი. ამ გოლის შემდეგ ანგარიში კი გათანაბრდა, თუმცა ირლანდიამ მეორეც გაიტანა და ევროშესარჩევის მატჩი მოიგო.
შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს, 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის ყურება "პირველ არხზე" შეგეძლებათ.