26 მარტს, საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევი ციკლის მეორე მატჩში სტუმრად ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა.
შვეიცარიასთან წაგების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ შემადგენლობაში ცვლილებებს განახორციელებდა და ასეც მოიქცა - ძირითადში საბა კვირკველია დააბრუნა, ნახევარდაცვაში ოთარ კიტეიშვილი დააყენა და პირველად ათამაშა ვატო არველაძე. მან შემადგენლობა უფრო ოპტიმალური და შემტევი გახადა.
მოკლედ, ვაისმა სტრატეგია შემტევი, ტაქტიკა კი 4-5-1 აირჩია.
დებიუტში მასპინძლმა აქტიურად შემოგვიტიეს და 11-ე წუთზე ლორიამ ჰურიჰანს არ დაანება გოლის გატანა, მომდევნო იერიშისას ჰენდრიკმა ოდნავ ააცილა ბურთი ჩვენს კარს. საქართველოს ნაკრები თავიდან ცენტრში ბურთს ვერ იჭერდა, თუმცა შუა ტაიმში წინ აწევა და რამდენიმე უხიფათო იერიშის მიტანაც მოახერხა.
36-ე წუთზე კი ჰურიჰანმა საჯარიმოდან ანგარიში გახსნა.
ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გვილიამ 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა - მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. არადა, გვილიას ახლო მანძილიდან გოლის გასატანად დროც ჰქონდა და სივრცეც.
შესვენების შემდეგ "ჯვაროსნები" დაეუფლნენ უპირატესობას, მაგრამ თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდნენ. 67-ე წუთზე კიტეიშვილმა სცადა შორიდან კარის აღება. უშედეგოდ.
70-ე წუთზე კვირკველიამ უხეში პოზიციური შეცდომა დაუშვა, მაკდროლდრიკი მეკარესაც გასცდა და ბურთი მახვილი კუთხიდან მიზანს ააცილა.
85-ე წუთზე კანკავას შორიდან ძლიერად დაარტყა, მასპინძლები ძელმა იხსნა და ისევ დავმარცხდით.
დუბლინი. "ავივა"
ირლანდია - საქართველო
გოლი: ჰარიჰეინი (36)
ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, სტევენსი, დაფი, კეო, უილანი, მაკდოლდრიკი (დოჰერტი 82), ბრეიდი (ო'ბრაიენი 74), მაკლინი, ჰენდრიკი, ჰურიჰანი
საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ოქრიაშვილი 85), ხოჭოლავა (ხარაბაძე 65), კაშია, კვირკველია, კვეკვესკირი, კანკავა, კიტეიშვილი, გვილია, არველაძე (ყაზაიშვილი 72), ქვილითაია
10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ირლანდიასთან მატჩში