საქართველოს ნაკრების ევროშესარჩევი ციკლის მეორე მატჩში დამარცხების (1:0) შემდეგ ირლანდიელთა მწვრთნელი მიკ მაკარტი სიხარულს ვერ მალავდა.
"ამას 1996 წელს ნუ შეადარებთ, როდესაც ნაკრები პირველად ჩავიბარე და სტარტზე მაშინაც 2 გამარჯვება ვიზეიმეთ. ბიჭები ორივე შეხვედრაში შესანიშნავად გაისარჯნენ.
ძალიან კარგად ვითამაშეთ. 2-3 გოლი უნდა გავეტანა, თუმცა გამარჯვებისთვის ერთი გოლის გატანაც საკმარისი აღმოჩნდა. გოლის გატანის შანსი ქართველებსაც ჰქონდათ. არ მივეცით გასაქანი, არ გავაკეთებინეთ ის, რისი გაკეთებაც სურდათ, ჩვენ კი ჩვენი საქმე გავაკეთეთ.
შვეიცარია 3:0-ს იგებ
და და ფრეს დასჯერდა. რა კარგია. ახლა 6 ქულა გვაქვს და ძალიან ბედნიერები ვართ. წინ ვიყურებით. წინ დანიასთან და გიბრალტართან შეხვედრები გველის".