ვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

AutoSharing Option
ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ირლანდიასთან ნამატჩევს (0:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"როგორც ველოდი, მძიმე თამაში იყო. სტანდარტულებზე მეტოქე უკეთ მოქმედებდა.

მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა და გოლი გავუშვით.

შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა. სწრაფ ტემპში შეტევა გაგვიჭირდა და ამიტომ შევცვალე სისტემა.

ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.

ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.

მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი. ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ".

მკითხველის კომენტარები / 114 /
ახალი გუნდია ასაშენებელი ახალი მწვრთნელით და კაი დროა ეს ვაისი წავიდეს!!
ლაშა
27 მარტი 2019 09:24
7
მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ვაისი შეცვლებს აგვიანებს და ზოგჯერ შემადგენლობის დაყენებაში ცდება, ამ კაცმა ნაკრების თამაში ფეხბურთს დაამსგავსა, გუნდი თამაშობს და მომენტებსაც ქმნის, რაც შეეხება რეზულტატს , რეალობას გავუსწოროთ რა თვალი , ბევრად ძლიერ ნაკრებებთან წავაგეთ და შვეიცარიასთან და ირლანდიასთან გასვლის მოგებას სულ რომ გვარდიოლა დააყენო ჩვენი გუნდით ვერ მოთხოვ. იმედია ნაკრები კიდევ დაიხვეწება ამ შესარჩევში რათა ერთთა ლიგა მაღალ დონეზე ჩავატაროთ!
ობიექტური ქომაგი
27 მარტი 2019 04:39
39
სად ნახე მეგობარო გუნდი და ფეხბურთი?
Homeros
27 მარტი 2019 05:54
7
ვაისი არის ერთი საშუალოზე დაბალი დონის მწვრთნელი, რომელიც ვერასოდეს ვერ დაქაჩავს ნაკრებს... შეიძლება არ გყავდეს სათითაოდ ძლიერი ფეხბურთელები მაგრამ შეგიძლია შექმნა გუნდი რომელიც იქნება ძლიერი... ვაისი ვერასდროს იზამს...მეღიმება იმათზე ვინც ყაზაყებთან ლატვიელებთან და ანდორასთან მოგებით ფრთები შეესხათ და დიდი პროგრესი დაინახეს, პროგრესი მხოლოდ მაშიმ არის როდესაც შენზე ძლიერთან მიაღწევ შედეგს, რომელიც ჯერ არ მომხდარა ვაისის ხელში. იმედის სხივები წინა მწვრთნელის ხელში ჩანდა თითქოს თუმცა რათგინდა
ვაისი და ვაისელები
27 მარტი 2019 08:51
6
გუშინ სტადიონთან პირველი ვიდექი, ხალხი საერთოდ არ მოძრაობდა, არაფერი ხდებოდა. ერთი კი ვიფიქრე ხო სწორად ჩამოვედითქო :D :D , მაგრამ საღამოს წამოვიდა და წამოვიდა :D :D დიდი იმედი მქონდა, მინიმუმ რო არ წავაგებდით მჯეროდა, მაგრამ , აი ჩვენების ავტობუსმა რო შემოუხვია და დავინახე ბიჭების სახები (მიუხედავად იმისა ოდნავ ჩაბურული შუშები იყო) ეგრევე ტანში რაღაცამ გამცრა , ისეთი სიფათებით გადმოხედეს ამ ხალხს გეგონებოდა სათამაშოდ კი არა გიოლეტინაზე მიყავდათ , ნუ ეგრევე დავწრმუნდი რო ისევ ის სენი გაუმიზეზდა ნაკრებს , აი გასახდელში რო ვაგებდით უკვე, და ისე აგიხდეთ ყველაფერი მეგობრებო, ამხელა კაცები როგორ შეიძლება ირლანდიელისს დანახვაზე დამანდრაჯებული დარბოდე, სირცხცილია, არ დავიწყებ განხილვას , უბრალოდ ვიტყვი თვითონ ფეხბურთელები აღარ გამოცხადდნენ ნაკრებში ვინც უგუნდოდა და არაა სათამაშო ფორმაში , ეს იქნება ყველაზე ვაჟკაცური საქციელი!!! ლორია კარგი იყო , ის გოლი ვაღიაროთ პოზიციურად ძალიან ცუდად დადგა, რამდენი მეტრით მოშორებით იდგა მეორე ძელიდან, თან ჯარიმაც უნაკლოდ შეასრულეს თავის მიწოლებით კედელთან, კანკავა, კიტეიშვილი ყოჩაღ!! დანარჩენებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, შესვენების დროს გამორჩეულად და გულიანად ხურდებოდა ყაზაიშვილი :D :D :Dეს რა იყო ?! :D ნაკრების წევრია თუ სკოლის?! ამ ვაისმაც ამოწურა თავის შესაძლებლობები ეს უკვე კარგად ჩანს, დარწმუნებული ვარ ფედერაციაშიც დაიწყებენ უკვე ამაზე ფიქრს!!! ისე კი რავიცი, ძალიან მორცხვად კი დატოვეს ბიჭებმა მოედანი, გულდაწყვეტილები იყვნენ , მაისურები კი ისროლეს გულშემატკივრებში, ეგ კაი საქციელი იყო!!! აშკარაა ვაისმა თავის პროგრამა შეასრულა და ჯგუფი მოგვაგებინა, მაგრამ განვითარებისთვის აწი სხვა საფეხურზე ვართ და უფრო მაღალი დონის სპეციალისტია საჭიროოო!!!
Vasili
27 მარტი 2019 14:17
2
ისე საინტერესოა მთავარი მწვრთნელი რა მოტივაციას აძლევს ბიჭებს და მოედანზე გასვლის წინ რა სიტყვებით ამხნევებს მათ)) აი ეგ იყო პირველ თამაშიც მეგობარო,ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა მეც თითქოსდა ფსიქოლოგიურად პირიქიდ მუშაობდეს ვინმე ჩვენს ფეხბურთელებზე(((
ჩორნა
27 მარტი 2019 15:55
1
7 წლის ბავშვის ფეხბურთის წრეში 40 ლარს ვიხდი მეორეც მყავს და იმასაც უნდა, ესეც 80 ლარი, პლუს თამაშზე მსაჯის ფულს თუ რაღაცას ვაგროვებთ 5ლარს, ისე რო თვეში 100ლარი დამიჯდება ორივე რო ვატარო მინიმუმ. მე კაი მაქვს და ვატარებ, მაგრამ ვისაც არ აქვს იმან რა ქნას? საბავშვო ყველა სპორტი უნდა იყოს უფასო ან ყველა უბანში უნდა იყოს უფასო სხვადასხვა წრეები სადაც შეძლებენ ისეთი ბავშვებიც სიარულს ვისაც საშუალება არ აქვს. ამდენ მილიონებს რაში ხარჯავენ ვერ ვხდები
qar
27 მარტი 2019 13:50
1
მართალი ხარ ძმაო, გეთანხმები 100% , არავის კრიტიკას არ ვაპირებ, მაგრამ რაც ხდება ლოგიკურია. რამდენი ფული იხარჯება უაზროდ და ბავშვთა ფეხბურთს არც ერთ ფედერაციის ხელმძღვანელობამ არ მიხედა. როგორ გგონია, დილეტანტები არიან თუ განზრახ აკეთებენ ამას? რეალური პროგრამა ვერვინ შეიმუშავა! მარტო მწვრთნელების ცვლა კი არაფერს მოიტანს.
გიო 13
27 მარტი 2019 18:10
0
რომ წახვიდე არა ვაისს?მაგარი სამარცხვინო მწვრთნელი ხარ.გავიგეთ რომ ჩვენი ფეხბურთელები არ თამაშობენ ტოპ ლიგებში მაგრამ შენ მიტომ ხარ მანდ საუკეთესო აარჩიო რაც გვყავს რაებს ბოდიალობ მოოგებ მაგარი ხარ წააგებ ფეხბურთელების დონესბაბრალებ სამი წელია ერთიდაიგივეს ვისმენთ რა ერთა ლიგა ბელორუსთან რო წააგო მაგას იტყვი მანდაც.ეს პირველი არხი კიდე რა გახდა საზოგადოებრივი თუა შე ოჯახ აშენებულო ორი მილიონი ემიგრანტი რომ გყავს მიეცი საშვალება უყუროს მისი ნაკრების თამაშებს(ისე ზოგი ჭირი მარგებელიაო და შეიძლება გვიფრთხილდებიან)
თემური
27 მარტი 2019 09:30
9
იმას რატო არ ამბობს, რომ კაშიამ უაზრო ჯარიმა აიკიდა ძალიან სახიფათო ადგილას, ხშირად ვჯარიმდებოდით, ვერ ვაჩერებდით სხვანაირად, პლუს მთელი თამაში იმაზე რო გაქვს აწყობილი იქნებ ერთი შანსი მომეცეს და როგორმე გამიმართლოსო ეგაა პრობლემა. ალალ ბედზე მოთამაშეებს გავდნენ და ბურთს რო მიიღებდნენ არ იცოდნენ რა ექნათ, ეს უკვე მწვრთნელის სისუსტეზე მეტყველებს ჩემი აზრით და ლორიამ 1-2ჯერ უეჭველ გოლს გადაგვარჩინა შვეიცარიასთან ვაკოს შევტენეთ წაგება ახლა გვილიას და ლორიას, რა ჯანდაბა ხდება მწვრთვნელი რას აკეთებს ამ დროს. გასაგებია რო სუსტი ფეხბურთელები გვყავს გასაგებია რო არ არიან მზად, მაგრამ ეს არ გამოდგება იმ საცოდაობის ასახსნელად რაც გუშინ სტადიონზე ხდებოდა. იდგა ყველა და ბალახს ძოვდა რასაც ქვია. მოძრაობა გახსნა მონდომება ფანტაზია ფიზიკა ტაქტიკა სტრატეგია ყველაფერი იყო 0
ავთო
27 მარტი 2019 13:58
0
ამან ხო ტვინი წაღერძა თავისი "... მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში" რა იყო ამ ჩემისას კონტრაქტის გაფორმებამდე ეუბნებოდნენ რო ჩვენებს ევროპის გუნდები კალთებს აწყვეტდნენ თუ როგორ იყო ეგ ამბავი... ისე ქართული არის რაღაც ამ მწვრთნელშიც ან ასწავლეს- თამაშის წინ ბახაბუხობს მერე სხვა ტონალობაში გადადი... გოლის გაშვებამდე გუნდი მოედნის მეორე ნახევარზე რო არ გადადის ეგ უკვე მაგრად ტეხავს
ქომაგი
27 მარტი 2019 12:11
2
ყველა შესარჩევის დაწყებისთანავე იმედი გვაქვს, რომ როგორც იქნა ნაკრები ათამაშდება. ვაისმა მიგვანიშნა, რომ მხოლოდ ბელორუსიასთან ერთა ლიგის იმედად ვიყოთ. ეგ უკვე თავის მოტყუებაა, დრო გაყავს. დროა შეცვალონ.
მერაბი
27 მარტი 2019 09:15
5
დროზე გააგდეთ ეს უთავმოყვარეო მწვრთნელი, თორემ შენ გაგაგდებთ, კობიაშვილო.
Status quo
27 მარტი 2019 08:20
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული