ვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

AutoSharing Option
ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ირლანდიასთან ნამატჩევს (0:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"როგორც ველოდი, მძიმე თამაში იყო. სტანდარტულებზე მეტოქე უკეთ მოქმედებდა.

მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა და გოლი გავუშვით.

შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა. სწრაფ ტემპში შეტევა გაგვიჭირდა და ამიტომ შევცვალე სისტემა.

ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.

ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.

მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი. ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ".

მკითხველის კომენტარები / 114 /
ჩემო ქართველებო, მოგესალმებით ირლანდიის ქალაქ დუბლინიდან, მე აქ ვცხოვრობ, გუშინ თამაშზე ვიყავი. ზალიან დამწყდა გული წაგებით როგორც ყველა ქართველს , მაგრამ აქ მეორე მომენტია, წაგებაც არის და წაგებაც. თუ მზად არახარ 90 წუთი სარბენად ნუღა გამოხვალ შე დალოცვილო , შენს უკან ხომ შენი ქვეყანა დგას.. თამაშის მერე კანკავას თვალები ქონდა სავსე ცრემლით, ისე განიცდიდა.. როგორც კაპიტანს უყვარს ნაკრები და ქვეყანა აი მასე რომ ეყვარება ყველას, მერე გვეშველება, მანამდე ვერა სამწუხაროდ! დააბრუნეთ ნაკრებში ცხადაძე! კაშია ყაზაიშვილს ჩემი დიდი პატივისცემა მაგრამ დროა წავიდნენ!
კოლხი
27 მარტი 2019 17:37
3
ისე აქ დაწერას ფედერაციის ფესბუქზე დავწეროთ ყველამ და გავაგდებინოთ ეგ კაცი
სხვათა თუთაშხია
27 მარტი 2019 16:57
6
აქაც გვათვალიერებ დამიჯერე
Biankoberi
27 მარტი 2019 18:14
1
ყოველთვის მწვრთნელს რატომ ბრალდება წაგება ვერ ვხდები?? მართლა ეხლა ვინც იძახის ცხადაძეე დაბრუნეთი 4-0 რომ წააგო პოლონეთთან და მერე ესტონეთან 0-3 მაშინ იძახდნენ გაუშვითოო ხო იყო ასე არაა?? სუ მწვრთნელს რატომ ბრალდება ტოპმიულერი იყოო გაუშვითო, გაუშვეს მერე იყო კუპერი კუპერსბრალდებოდა ყველაფერი გაუშვით მოვიდა ქეცბაია მერე ქეცბაიას ბრალდებოდა ისიც წავიდა იცვლებიან მწვრთნელები მარა შედეგი იგივეაა ისევ ვართ ორმოში ამდენი წელია სანაკრებო დონე არასოდეს აიწევს მაღლა სანამ არ გვეყოლება ნაკრებში 3-4 ფეხბურთელი რომელიც იქნება ტოპ ჩემპიონატში და აუცილებლად უნდა აიწიოს საკლუბო დონემ და ეროვნული ჩემპიონატის დონემ.
გიორგი
27 მარტი 2019 15:13
8
იმიტომ ბრალდება,რომ ის არჩევს ფეხბურთელებს,ის არის პასუხისმგებელი მათ მომზადებაში როგორც თეორიულ,ისე პრაქტიკულ ტაქტიკურ საკითხებში,მას ევალება მეტოქის შესწავლა და მათი სუსტი წერტილების მოძიება,ის ადგენს ტაქტიკას,ის იძახებს ფეხბურთელებს,ის აკეთებს ცვლილებებს,ის არის პასუხისმგებელი მენტალურ სიტუაციაზე. მე ის უფრო მაინტერესებს,რატო დასვი ეს შეკითხვა? ვერ ერკვევი ფეხბურთში? ხოდა ვაისის შემთხვევაში,მარტო თამაშებზე ჩამოდის საქართველოში და ის არ ატარებს მუდმივ სელექციას ფეხბურთელების. აი ამიტომ არის გასაშვები
სხვათა თუთაშხია
27 მარტი 2019 16:28
3
საკლუბო დონე ძალიან დაბალია საქართველოში ბოლო 20 წლის მანძილზე ერთმა კლუბმაც კი ვერ მოახერხა ევროთასებზე ჯგურუ ეტაპზე გასვლა 2-3 გუნდს აქვს ნორმალური სტადიონი 2-3 გუნდს აქვს აკადემია არაა დაფინანსება ,არაა გაშუქებაა რეკლამა დასპონსორებაა, გულშემატკივარი არ დადის სტაიონზე რეგიონებში შედარებით დადიან მაგრამ თბილისში ცარიელია სტადიონები, არავის უნდა ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადება და ვართ ერთ დონეზე გაჩერებულები ეს ნაკრებზეც აისახება ნაკრებში ფეხბურთელი, რომ მოდის ასაკობრივი ნაკრებიდან იმ ასაკობრივ ნაკრებში სუ თითქმის საქართველოს ჩემპიონატიდან იძახებენ ფეხბურთელებს და ყველას წასვლა უნდა მიდიან ჭ კლასის გუნდებში ცოტა მაღალი ხელფასი და უეთესი ცხოვრების პირობები მთავარი ინტერესი ესაა და ვერც გაამტყუვნებ, უკეთესი გუნდებიდან ინტერესი არ არის და არც იქნება სანამ ამ დონეზე ვართ და იმ "ჭ" კლასის ლიგიდან მოსულმა ფეხბურთელმა, როგორ უნდა გაუძლოს და ეთამაშოს პრემიერ ლიგის ჩემპიონშიპის, თუნდაც ბუნდესლიგის, სერიაას და ლალიგის ფეხბურთელებს?? რომლებიც ყოველკვირა უმაღლეს დონეზე თამაშობენ ?? არსებული რეალობა ესაა სანამ საკლუბო დონე არ აიწევს იქამდე სულ ასე ვიქნებით ვერც ახალი მწვრთნელები გვიშველიან და ვერც კიდევ კრიტიკა
გიორგი
27 მარტი 2019 17:53
1
ჩვენი გუნდის ერთა ლიგაზე წარმატება მხოლოდ ერთი ფეხბურთელის დამსახურებაა,დარწმუნებული ვარ ირლანდიასთან რომ ყოფილიყო ბევრი მომენტი შეიქმნებოდა.არა ვარ მე ფეხბურთის ექსპერტი,მაგრამ გვილიამ პასი ვერ გააკეთა ზუსტი და ბავშვიც მიხვდებოდა რომ ამ კონკრეტულ მომენტში შესაცვლელი იყო.ყველაზე სამწუხარო ისაა,რომ ირლანდია არაა ძლიერი გუნდი და დასანანია და ნერვების დასაწყვეტია როგორ გიგებს.
giga
27 მარტი 2019 11:04
2
ქართველებს რომ ყველაფერი ერთბაშად გვინდა,სად აგდებთ ამ კაცს ,ვინ მოგყავთ საინტერესოა.ჯერ რაც გააკეტა იმაზე ვუთხრატ მადლობა,მიგვაახლოვა ევროპის ჩემპიონატს.რა ძნელია შენება ამ დაქცეულ ქვეყანაში,თუ ფიქრობს ამაზე ვინმე.გამოჩნდნენ ესენიც ფეხბურტის ექსპერტები.მესმის როცა გაბელია ,სულაქველიძე ან ძოძუაშვილი აკეტებდნენ კომენტარებს.
AKA
27 მარტი 2019 09:29
21
ვაისმა კი არა უეფამ მიგაახლოვა ახალი ფორმატით! და ჩაკვეტაძეს აუბეს მხარი ბიჭებმა. ვაისს არაფერი გაუკეთებია. და ამიტომ დარჩები მიგვაახლოვას მადლიერი,რადგან ვერანაირად ვერ გავალთ - ბელორუსს და კოსოვოს ვერ მივუგებთ.
???
27 მარტი 2019 11:30
3
არ მოგბეზრდა თავის დამშვიდება იმით, რომ უფრო ზლიერ მეტოქესთან დამარცხი... თავი ამ ზღაპრებით როდემდე უნდა დავიმშვიდოთ.... 1 წლის უკან , 5 წლის უკან, 10 წლუს უკან .... სულ ესე როგორ შეიძლება იყოს...ილუზიები
ობიექტურ ქომაგს - კითხვა
27 მარტი 2019 08:43
4
პლისუი ისა აქ,რომ ვინც არუნდა ყავდეს რაგაცას მაინც ათამაშებს.ყველაზე დიდი მინუსი ისააქ არ იცის შეცვლა 70 წუთმდე თუ ვინმე არ დაიმტვრა.ეჭვი მაქ შეცვლებზე თამამშობს ოტალიზატორს:):):)
mosexoneli
27 მარტი 2019 08:43
2
ცხადაძე რატომ გაუშვეს ნაკრებიდან? იქნებ ვინმემ მიპასუხოთ რა მოხდა და რა მიზეზი იყო არ მახსოვს ეგ ამბავი.
გია
27 მარტი 2019 12:20
6
არამარტო ცხადაძე, ყველა ასაკობრივის მწვრთნელი შეცვალეს, ვინც ფედერაციის ახალი "გუნდი"-ს წევრი არ იყო. მის შემდეგ მოკვდა ყველანაირი შედეგი ასაკობრივებში. არათუ ევროპაზე, ელიტრაუნდშიც ვეღარ გავდივართ.
11
27 მარტი 2019 13:46
1
გასაშვები იყო და იმიტომ გაუშვეს! ცხადაძე კი არა ლობანოვსკი გაუშვეს ტავის დროზე, რინუს მიხელსი, ვან გაალი...
aburjga
27 მარტი 2019 13:43
8
ყველა გამოხმაურება
ვაისი გაუშვან სახლში, არაფრის გამკეთებელი არ არის
omari
27 მარტი 2019 11:19
7
ბოლოს ცოცხალი ნაკრები ცხადაძის ხელში ვნახე, ვერც ის მოიგებდა ალბათ ამ თამაშებს, მაგრამ ძარღვი და ენერგია მაინც იქნებოდა.
ირაკლი
27 მარტი 2019 11:17
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული