ვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

AutoSharing Option
ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ირლანდიასთან ნამატჩევს (0:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"როგორც ველოდი, მძიმე თამაში იყო. სტანდარტულებზე მეტოქე უკეთ მოქმედებდა.

მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა და გოლი გავუშვით.

შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა. სწრაფ ტემპში შეტევა გაგვიჭირდა და ამიტომ შევცვალე სისტემა.

ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.

ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.

მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი. ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ".

მკითხველის კომენტარები / 114 /
ვაისი ყველაფერს ყოველთვის ფეხბურთელებს აბრალებს. არასდროს არაფერს ამბობს საკუთარ პასუხისმგებლობაზე და შევამჩნიე რომ ცოტა ქედმაღლური დამოკიდებულებაც აქვს.
აჩი
27 მარტი 2019 08:42
3
შენს უნდა გქონდეს ღირსება,შენი ქვეყნისა და ხალხის სიყვარული,ვაისი ამას ვერ გასწავლის.სტადიონზე მოსულ ხალხს პატივი უნდა სცე შენი თამაშით.ვაისი გირჩევს ტაქტიკას,შენ უნდა შეასრულო პლუს ამას გული და სიყვარული უნდა დაამატო შენი ხალხის.
kaxi
27 მარტი 2019 09:41
0
პირველ რიგში დავწერ,რომ წაგება.არ წაგება მთავარი არაა. ის დამოკიდებულება,ის უპატივცემულობაა მთავარი,რომელსაც ეს კაცი ქართველი ხალხის და ფეხბურთელების მიმართ გამოხატავს,ამ კაცს ჰგონია,რომ არაფერი იციან ქართველებმა,ხოდა ჩამომიყვანოს თავისი ბიჭი და მარეკა ჰამშიკი და სულ კუდით ქვას ვასროლინებ ფეხბურთის ცოდნაში:) ახლა ჩვენი ნაკრების და მის თამაშს: პრობლემა არაა ის,რომ ფიზიკურად სუსტები ვართ ან რესურსი არ გვაქვს,არამედ ფეხბურთელების მომზადებაშია. ეს ნიშნავს,რომ ფეხბურთელებს სათანადო ინფორმაციას არ აწვდიან მეტოქე ფეხბურთელებზე და სამწვრთნელო შტაბი არ მუშაობს მაღალ დონეზე.ლორიას ბრალი კი არ იყო გოლი,არამედ მეკარეების ტრენერის,რადგან მან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მეკარეს ფეხბურთელებზე,ვინ სად ურტყავს პენალტს და რომელი ფეხბურთელის რომელი ფეხია ძლიერი და ა.შ. მემარჯვენე დამრტყმელისთვის მშვენიერი კედელი იყო,მაგრამ მემარცხენემ დაარტყა. ანგელოზი არ არის ლორია,მაგრამ ხელი არავინ შეაწმინდოს ამ ბიჭს,რომელმაც საწყის წუთებში გადაარჩინა გუნდი და ეს არავის ახსოვს. რაც შეეხება ფიზიკურ დაღლილობას ესეც სისულელეა,რადგან თანამედროვე ფებურთში აღარავინ აკეთებს ზედმეტ მოძრაობებს,რადგან 11 კაცი გადის სათამაშოდ და პოზიციებს ირჩევენ ისე,რომ არ დაიღალონ. არასწორი ფორმაცია არის მთავარი მიზეზი დაღლილობის და კონკრეტული მითითება ფეხბურთელისთვის რომ კონკრეტულ ზონაში დარჩეს. გადაახვიეთ თამაში და უყურეთ თავიდან,რამდენი არაფრის მომცემ მოძრაობას აკეთებენ ფეხბურთელები და იქ შედიან ორთაბრძოლაში,სადაც ამის საჭიროება არ არის.ეს ყველაფერი იწვევს დაღლილობას. კიტეიშვილის თამაშსაც დააკვირდით,როგორ მოძრაობდა მთელი თამაში და მთელი თამაში ფეხზე დარჩა.არადა ეს ბიჭი ზამენაზე ზის. ტოპ 50 მყოფ გუნდს ერთი ფლანგიდან შეტევით ვერ მოუგებ და ამიტომ ხოჭოლავას დაყენება არ იყო გამართლებული. ხარაბაძე მომავალი წევრია და მეტ დროს იმსახურებს.როცა მოკლე რომბებს ათამაშებდნენ ირლანდიელები მთვრალი კატებივით დარბოდნენ და ამიტომ საჭიროა მეტი ქრეატიული ფეხბურთელი ყოფნა გუნდში.არაფერს ვერჩი გვილიას,მაგრამ მაგის ნაცვლად რომ თუნდაც ყაზაიშვილს ეთამაშა უფრო კარგი კომბინაციურ ფეხბურთს ვითამაშებდით. რაც შეეხება ვაისს და მის დონეს:გასაგდებია სასწრაფოდ და კობიაშვილს,თავის გუნდიანად იზმენა როდინე აქვს შესატენი და გასაყრელია ქვეყნიდან. პირადი ინტერესების და ნაკრების ინტერესების ერთმანეთთან დაკავშირებისთვის. ფულის მოპარვისთვის და საკუთარი საძმაკაცოს დასაქმებისათვის. ეს ვაისი ჩვეულებრივი დებილია. ქართველებს ფაქტები გვიყვარს და აი ფაქტები:შვეიცარიასთან ცვლილებები:გაიყვანა ტაბიძე და შემოიყვანა სოლომონა,გაიყვანა ქვილი და შემოიყვანა ყაზაიშვილი,გვარი ლობჟანიძე დააბრუნა მარჯვენა ფლანგზე:),ეხლა გუშინდელი ცვლილებები: გაიყვანა ხოჭო და შემობიდა ხარაბაძე(იძულებითი),გაიყვანა კაკაბა და შემოუშვა ოქრი,რომელიც უგუნდოდ არის,გაიყვანა არველაძე და შემოვიდა ვაკო, შემდეგი კი თქვა,სხვა მაღალი დონის არის და ჩვენ ბოგონოები ვართ,ლორიას ბრალია გოლი და წაგებაც,რადგან კედელი სწორად ვერ დააყენა. ახლა მოგიყვანთ იმ მწვრთნელის სიტყვებს,მაშინ როცა აშკარად ფეხბურთელის შეცდომების გამოო წააგო გუნდმა. ეს უბრალო მწვრთნელი არ გეგონოს,მან შექმნა მივიწყებული ხალხისგან გუნდი და მოიგო 2ჯერ ბუნდელიგა,გაგიკვირდებათ და ბავარიას არ წვრთნიდა.როცა ლივერპულმა წააგო სიტისთან და ლოვრენს ბურთი თავზე გადაახტა(პოზიცია ვერ შეარჩია) თქვა:"მე ვადგენ შემადგენლობას და პასუხისმგებელი ვარ ამ წაგებაზე" შემდეგი კი ლორის კარიუსის შეცდომა,რომელმაც ლიგა დააკარგინა ლივერპულს თქვა: ჩვენ არ ვართ საკმარისად გამოცდილები,რომ მონსტრ რეალს ფინალი მოვუგოთო და როცა კარიუსზე კითხეს ასე უპასუხა: კარიუსი კარგი მეკარეა და ხალხს შეახსენა მისი სეივები. ეს არის მწვრთნელი დანიშნულება,რომ ფეხბურთელები დაიცვას და არა ხელები შეაწმინდოს. ვაისი კლოპი კი ვერასოდეს გახდება და ამიტომ არ მომიყვანია შედარება. კომპლექსი არ უნდა აკიდო შენს ფეხბურთელს და მან უნდა იგრძნოს თავი დაფასებულად.დედამიწის ზურგზე ვერავინ დამაჯერებს,რომ რომელიმე ფეხბურთელი უგულოდ თამაშობს,უბრალოდ დამანდრაჟებულები არიან,რადგან ყველა წარუმატებლობა მათ ბრალდება.იმიტომ ბრალდება წაგება მწვრთნელს და მოგება ფეხბურთელებს,რომ მათ მენტალიტეტი შეინარჩუნონ და ეს საქართველოს ნაკრებში არ ხდება. მე როგორც რიგითი გულშემატკივარი ყოველთვის გვერდზე დავიდგები ნებისმიერ ფეხბურთელს და დღეში 3ჯერ შევაგინებ ვაისს. ყველა ტრენერი გვამადლის,რომ ჩვენთან მუშაობენ და ვინმეს ეგონება უფასოდ არიან. თუ არ უნდათ წავიდნენ,ეგ არის რიგი უდგათ. საქართველოს ნაკრების მე ჩავიბარებ:) ამაზე ცუდად ვერ ვათამაშებ ვერანაირად გუნდს და არც ფული მინდა,რადგან ჩემი ნაკრებია და ხელფასი მოტივაციას ვერ გამიზრდის. იმედია,ორ ლუკმას ქე შემაჭმევენ და არ მაშიმშილებენ. განახებთ მერე როგორი მოტივაციით ვათამაშებ გუნდს. მესი და რონალდუ არ ვიცი მე,ვერ უგებ თამაშით და დალეწე,რადგან შიში ქონდეს. მესმის, კარგი საქციელი არ იქნება,მაგრამ შენი ქვეყნისტვის თამაშობ და არავინ უნდა ჩათვალოს რო პიჟონები არიანო.ფეხბურთი კაცების სპორტია და თუ ვინეს არ მოსწონს ძვლების მსხვრევა,წავიდეს ბალეტს უყუროს. მე თვითონ თამაშის დროს 2ჯერ მოვტეხე ფეხი და ერთხელ მეც მოვიტეხე,მაგრამ მერე რა. არავინ უნდა ჩამოდიოდეს საქართველოში გასასეირნებლად და შიში,რიდი უნდა ქონდეს. ტრადიციულად,ვინც ეს კომენტარი დაბლოკოს ის იყოს ვაისზე დებილი:)
სხვათა თუთაშხია
27 მარტი 2019 10:30
3
კარგით რა. ვერ ათამაშებს ეს კაცი ამ გუნდს და ვერ არჩევს სწორ ფეხბურთელებს თამაშებისათვის. შეცვლების გაკეთების აზრზე არ არის. ქართულ ფეხბურთს ვითამაშებთო. ამან რა იცის ქართული ფეხბურთი? ყავდათ აგერ ცხადაძე რომელმაც მართლა დააწყებინა რაღაცის თამაში მაგრამ არ მისცეს საშუალება. ქართულ ფეხბურთს სჭირდება ქართველი მწვრთნელი რომელიც ადგილობრივ ფეხბურთს კარგად იცნობს, აქვს თანამედროვე ვარჯიშის სისტემები ათვისებული და არ იქნებავ მიკერძოებული შეხედულების ამა თუ იმ ფეხბურთელის მიმართ. ეგრედ წოდებუნლი ნეპოტიზმი, ნაცნობ მეგობრობა, ვინ ვისი შვილია და ასე შემდეგ უნდა მოისპოს. არჩევანი არის გამოუყნებელი ხშირად....ეეჰ რაიონებს მიხედეთ ყველა გუნდს რომ თბილისში აქვს ბაზა როგორ შეიძლება?
ნიკო
27 მარტი 2019 08:25
6
ცხადაძემ ფული მოითხოვა დიდი რაოდენობით,არ ჰგავს ხორვატებს საკუთარი ხარჯით რომ წავიდნენ ჩემპიონატზე.ახლა ადვილია თქმა ცხადაძე ამას იზამდა და იმას.ბევრს ეცადა ქეცბაია ,და იმასაც ვერ მიაღწია ოდნავი პატრიოტიზმი გაეღვიძებინა ფეხბურთელებში,ძალიან წუხდა ამას.რას დაემგვანა ქართველი კაცი,არ იცით ფულით ზომავს ყველაფერს.ვინ გაზრდის ამ ბიჭებს ქვეყნისა და ხალხის სიყვარულით.
AKA
27 მარტი 2019 09:36
3
ყოველ შემთხვევაში ესტონეთის დონის გუნდებთან 4:0 ცხადაძი შემდეგ არ წაგვიგია! რაღა დროს ცხადაძეზე ლაპარაკია! ცხადაძე კი არა ტოპმიულერი და კუპერი გვყავდნენ მწვრთნელები და არველაძეები და ქინქლაძე თავდამსხმელები... და მაშინაც შედეგი არ გვქონდა.
aburjga
27 მარტი 2019 10:23
1
ყველა გამოხმაურება
ამ ჯგუფიდან ვერსად რომ ვერ გავალთ ეს ცხადი იყო თავიდანვე. თუ სადმე იმედი იყო ეს იმედიც ამ ორმა მარცხმა საბოლოოდ მოკლა, მაგრამ ამ თამაშებით შეიძლება ბელარუსთან თამაშისთვის მომზადება. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად.
hoooo
27 მარტი 2019 11:00
0
ლორიამ კიარ დააყენა კედელი არასწორად, უბრალოდ იდეალურად შეასრულა ჯარიმა ირლანდიამ, რამდენჯერმე გადავახვიე გოლის მომენტი და კარგად ჩანს როგორ მოჭრა ბურთი და როგორ შემოატარა კედელს, დიდ ფეხბურთელებსაც უჭირთ მსგავსი ჯარიმის დარტყმა, ამ გოლის ლორიაზე დაბრალება არ იქნება სწორი, კედელი სწორად იდგა , კუთხესაც ფარავდა, მაგრამ ამ კედელს გვერდიდან შემოატარა ბურთი, გამეორებაზეც კარგად ჩანს
ანრი
27 მარტი 2019 10:52
4
ფეხბურთი დიდი ხანია აღარაა ბურთზე ფეხის ამორტყმა მარტო, ინტელექტუალურ თამაშად იქცა, მაინტერესებს ჩვენს გუნდს თეორიაში თუ ამეცადინებს ვინმე... დაკვირვებით ვამჩნევ ასეთი რამ აზრადაც არავის მოსვლია...
ნიკოლოზი
27 მარტი 2019 16:00
1
მაგარი უნიჭო მწვრთნელია,ლორიას აბრალებს წაგებას,მაგის გარდა კიდევ ორი მეკარე ყავდა განაცხადში და დაეყენებინა რომელიმე! დანიის ტამაშს უყუროს შვეიცარიასთან და ნახოს რა შეუზლია მწვრთნელს! ტუ თვლის რომ ფეხბურთელები გვყავს უნიჭო ,მაშინ თავად დატოვოს ეს უნიჭო გუნდი რატომ არ მიდის თვითონ, თუ თვლის რომ არაფერი ამათგან არ გამოვა? არა ის თვითონაა უნიჭო ჩვენ მშვენიერი ფეხბურთელები გვყავს, უბრალოდ მათ ჭკვიანურად უნდა გამოყენება.ტუ არ იცი როგორ უნდა გამოიყენო შენს ხელთ არსებული რესურსი ,უნდა დატოვო თანამდებობა!
diletanti
27 მარტი 2019 12:50
2
ზამთარში დარბაზი არ არის და ზაფხულში მოედანი რომ მინი ფეხბურთი მაინც ითამაშო სამოყვარულო დონეზე, ფეხბურთელები არ გვყავს და ვაისმა რა უნდა ქნას?
საფუძველშია ყველაფერი მისახედი.
ზურა
27 მარტი 2019 12:38
10
ვაისმა რა უნდა ქნას და 1. ცენტრალური მცველი არ უნდა ათამაშოს მარცხენა მცველის პოზიციაზე როცა ორი მარცხენა მცველი სკამზე გიზის. 2. როცა ხედავ რო გაუშვი გოლი და შეტევაში არაფერი გამოგდის რაღაც ტაქტიკური და ადამიანური ცვლილებები უნდა გააკეთო თავის დროზე. 3. როცა ფეღბურთელს არ გამოდის თამაში, 90წუთი არ უნდა აწვალო. 4. ფეღბურთელები უნდა ათამაშო იმ პოზიციებზე რომლებზეც კლუბში თამაშობენ და ექსპერიმენტები არ უნდა ატარო ესეთ მნიშვნელოვან მტჩებში და კიდე ძალიან ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო წერა როარ მეზარებოდეს.
გიგა
27 მარტი 2019 13:24
2
როგორც იასონი იტყოდა,აბა,დაისვენეთ ბიჭებო!
თუ ლორიაზე ვიტყვით რაიმეს,მე მომეჩვენა,რომ ლორიამ კი არ დააყენა კედელი ცუდად,არამედ კედელს მიაწვა ირლანდიელი და მცველი, გვერდზე გადაიხარა.მეტოქის სტანდარტულები კი,მწვრთნელის გასარჩევია.ჩვენ ვინ გვიშლის,რომ დაბალი კლასის პირობებში სტანდარტები დავამუშაოთ?როცა სირბილი და თამაში არ შეგიძლია,ეს საუკეთესო გამოსავალია,მაგრამ ვაისს ამდენი წელია,არაფერი ამის მსგავსი არ გაუკეთებია და საერთოდაც ამ ციკლში,მისი საუბარი,უკვე ქეცბაიას საუბრის გამეორებაა.ხანდახან სიტყვა-სიტყვითაც.ისე თამაშის სტილითაც.არა?ქეცბაიას გული მაინც შესტკიოდა და ამისი,არ ვიცი.არველაძე დებიუტისათვის ცუდად არ გამოიყურებოდა,მაგრამ ნახევარ დაცვა პასს რომ ვერ მოგცემს,შეტევა ბევრს ვერაფერს იზავს,მით უმეტეს,ქვილითაიას ტიპის თავდამსხმელი.ის ხომ არც ძალიან მოძრავია,არც სწრაფი და არც ცქვიტი.მას მწვავე პასი სჭირდება საჯარიმოში და იქ აქვს შანსი,მაგრამ სადაა ეს პასი?არაბიძის თამაშს ვუყურე ახალგაზრდულში.კი გაიტანა ორი გოლი,ორი სამი დიდებული პასიც გააკეთა,მაგრამ ლიდერობას თავის თავზე არ იღებს,ვერ აბალანსებს ინდივიდუალურს და გუნდურს.მას შეუძლია შესანიშნავი გამთამაშებელი გახდეს,მაგრამ რაღაცნაირად თავშია თითქოს ჩაკეტილი.გიორგი თუ გაიხსნა,წარმოიდგინეთ ის და ჩაკვეტაძე ფლანგებიდან და ცენტრში შესვლებით,ირლანდიის დონის ნაკრებებს აიკლებდნენ,მაგრამ სად არის.ირლანდიელების 9 ნომერმა კი რეალურად აგვიკლო და თამაშიც გააკეთა.ოქრი კი შემოიყვანა,მაგრამ გამოჩნდა,რომ შორსაა კონდიციებიდან და ვაისმაც ალბათ ხალხის გასაჩუმებლად გამოიყვანა მოედანზე,თან იქნებას იმედით.ალბათ შეიძლებოდა ზარანდიას მოხმობა,მაგრამ მაშინ არველაძეზე ვიტყოდით,რატომ არ დააყენაო.თუმცა ეს ბიჭი,აუცილებლად სანახავია,ძირითადში.ზაფხულში დანიასთან ვთამაშობთ და უკვე აქედან მეშინია,ისინი ხომ მთელი თამაში იბრძვიან,მაღლებიც არიან და რამდენსაც შესძლებენ,იმდენს გაგიტანენ.დაზოგვა არ იციან.კარგი ბატონო,ვთქვათ და გავედით ევროპის ჩემპიონატზე,ამ დონის ნაკრებით,იქ რა გვესაქმება?
სოსო
27 მარტი 2019 10:30
0
ლორიამ კედელი კი სწორად დააყენა, მაგრამ ერთმა ირლანდიელმა მოახერხა და ისე მიაწვა 4 ქართველს, რომ სივრცე გამოუთავისუფლა დამრტყმელს და როგორც ჩანს, საჯარიმოს ეს ახალი მოქმედი წესი (უწინ კედელში დგებოდა, ახლა გვერდზე აყენებენ) ჩვენი ნაკრებისთვის ჯერაც აუთვისებელი ინოვაციის სფეროა, - ამაზე კი თავად ბ-ნი ვლადიმირი უნდა ზრუნავდეს და არა - ლორია, რომელმაც ბევრჯერ გადაგვარჩინა... საერთოდ, ირლანდიელებმა იმდენი მომენტი შექმნეს ჩვენს კართან, რამდენსაც მთელი შესარჩევის მანძილზე ვერ ქმნიან ხოლმე და ეს მაშინ, როდესაც გოლის შემდეგ ბურთი უბრალოდ დაგვითმეს - ალბათ, ვაისზე უკეთ იციან ჩვენი მოქმედი "თავდამსხმელების" ე.წ. "პრიცელის" გამართულობა... რაც შეეხება ინგლისის ჩემპიონშიფის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების "მაღალ დონედ" გასაღებას, ამაში სიმართლე მხოლოდ ის გახლავთ, რომ ეგ დონე უბრალოდ ჩვენს შემთხვევაში ჩანს აგრე მიუწვდომლად მაღალი და აგერ ნახავთ, სატურნირო ცხრილსაც ზუსტად ჩვენს თავზე, ანუ მე-3 ადგილზე დაასრულებს... ზოგადად, ირლანდიელები ციდან ვარსკვლავებს არასოდეს წყვეტდნენ, მაგრამ პირადად მე, ასეთი რგოლებს შორის შეუკავშირებელი ირლანდიის ნაკრები არ მახსენდება და ზუსტად ის დროა, რომ ვაისს კატეგორიულად მოვთხოვოთ მათი დამარცხება საპასუხო მატჩში (თუ იქამდე გიბრალტარმა არ შეიწირა მისი ქართული კარიერა)... ჩაკვეტაძის თუ მის გარეშე, - თუ უნდა, ჩივაძე, სულაქველიძე, გუცაევი და ოთხივე არველაძე მიიწვიოს ნარებში, მაგრამ დღემდე გადაულახავი ირლანდიული ბარიერი თბილისში როგორც უნდა, ისე დაძლიოს... ნებისმიერ სხვა შემთხვევაში უნდა წავიდეს, - კი ბატონო, მადლობაც გადავუხადოთ, გაცილებაც მოვუწყოთ, ფოიერვერკიც გავისროლოთ, მაგრამ გავუშვათ და წარმატებები ვუსურვოთ - ვერც ერთმა უცხოელმა მწვრთნელმა ვერ გაამართლა, თუკი რამ გამონათებები გვქონდა, ისევ სამამულო წარმოების ე.წ. კომუნისტურრეჟიგამოვლილი ქართველი მწვრთნელების ხელში...
მ. ტ.
27 მარტი 2019 10:23
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული