ვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

AutoSharing Option
ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე ირლანდიასთან ნამატჩევს (0:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"როგორც ველოდი, მძიმე თამაში იყო. სტანდარტულებზე მეტოქე უკეთ მოქმედებდა.

მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა და გოლი გავუშვით.

შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა. სწრაფ ტემპში შეტევა გაგვიჭირდა და ამიტომ შევცვალე სისტემა.

ირლანდიელები მაღალი დონის გუნდებში თამაშობენ, ჩვენი ფეხბურთელები კი - დაბალი დონისაში.

ჩაკვეტაძე მაღალი კლასის შემტევია, ძალიან დაგვაკლდა. მის გარეშე გაგვიჭირდა. ოქრიაშვილს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამიტომ შევუშვი შეცვლაზე გვიან.

მე მაინც ოპტიმისტურად ვარ
განწყობილი. ბელარუსთან ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ. იღბალიც გვჭირდება, რათა ფეხბურთელები იმ მომენტში ოპტიმალურ ფორმაში იყვნენ".

მკითხველის კომენტარები / 114 /
ქვილითაია წადი აბაშაში და იქ ითამაშე..ნაკრების მნიშვნელობა ეტყობა არ გესმის,,
liga
27 მარტი 2019 10:49
7
ქვილითაია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბოლო თავდამსხმელია და ქვილითაიამ რა უნდა ქნას, თვითონ იბრძოდა ბურთებისთვის ჩვენ ნახევარზე
გადასარევი გიორგი
27 მარტი 2019 14:43
1
გული არ გავიტეხოთ მეგობრებო გიბრალტართან ხო გვაქ 2 თამაში მერამდენედ ვიძახი საქართველოს ჩემპიონატიდან პირველი და მეორე ლიგებიდან უნდა მიეცეთ ხალხს შანსი როგორც ჰეიგი აძლებს ახალგაზრდებს შეიძლება წავაგოთ მარა იომებენ ბოლომდე ამათ მგონი ნაკრების აბონიმენტი ფედერაციისგან იყიდეს ახლად დაწყებულ საქართველოს ჩემპიონატში ერთი ათი კაცი მაინც არი ვინც ოქრიაშვილზე უკეთეს ფორმაშია რატო არ შეიძლება ცადო აქ წერიტ რო არაფერი გამოდის ხო ჩანს? მარიხუანას ლეგალიზებაზე აქცია რო იკრიბება 2 საათში ერთი აქცია ფედრაციასთან მოვაწყოთ მშვიდობიანი თორე ესე არასდროს გვეშველება
ნოდო
27 მარტი 2019 10:47
2
ფეხბურთში ტოტალური უიღბლობა გვაქვს, იყოო დრო როცა ძალიან მაღალი დონის გუნდებში გყვავდა ფეხბურთელები და მაინც ვაგედით :((
გიორგი
27 მარტი 2019 15:05
5
მწვრთნელი შესაცვლელია,ამან თავისი რესურსი ამოწურა, მეტი არ იცის....მადლობა გადაუხადოთ იმისთვის რაც გააკეთა!
ketilis msurveli
27 მარტი 2019 10:44
3
გუშინდელი თამაშის შესახებ დღეს რომ არ დამეწერა არ შემეძლო. უნდა გავაკრიტიკო მთლიანად ნაკრები, მწვრთნელი და ტრანსლაციის კომენტატორები. უნიჭირობის ზენიტშია ყველაფერი აყავანილი. საზოგადოებრივი მაუწყებელი სად პოულობს ესეთ უნიჭო კომენტატორებს, რომლებიც იმასაც ვერ არკვევენ მოედანზე რომელი ფეხბურთელი დარჩა და ვინ შეიცვალა, პლუის თამაშის მიმდინარეობისას მათ მიერ გამოთქმული ფრაზები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც შეეხება მწვრთნელს ამ 2 უკანასკნელ თამაშში კარგად გამოჩნდა რა დაბალი დონის მწვრთნელია ვაისი და ეხლა რომ საუბრობს ფეხბურთელების დაბალ დონეზე , ამით ხნის წარუმატებლობას აქამდე არ იცოდა რა გუნდის მწვრთნელი იყო ??? უგუნდო, უფორმო და უპრაქტიკო ჭ ლიგიდან მოწვეულ ლეგიონერს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე 18-19 წლის ბიჭები ათამაშოს ნაკრებში ჯობია, ყველას ინტერესშია და ვიღაცამ უნდა აუხსნას ამ კაცს. ყაზახეთის ჩემპიონატიდან მოწვეული კვეკვესკირის დონეს ყველა ქართულ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელი გაქაჩავს... გვილიასნაირადაც ყველა ითამაშებს როგორც მაგან გუშინ ითამაშა...
გივი
27 მარტი 2019 10:22
2
გავიგეთ ბატონო ვიცით რო არ გვყავს მაღალი დონის ფეხბურთელები! მიტო გვინდა ძლიერი მწვრთნელი რო ტაქტიკით და მონახაზით მაინც ვაჯობოთ მეტოქეს! აბა ყველა ფეხბურთელი რო დარბოდეს, ფიზიკურად ძლიერები რომ ყოფილიყვნენ, პასის დროს მოედნის ხედვა რომ შეძლებოდათ მაშინ უკეთეს კლუბებშიც ითამაშებდნენ და თავის დროზე ქეცბაია კი აღარ იქნებოდა გასაშვები!
იმიტო ჩამოგათრიეს და იმიტო გიხდით ხელფასს უკეთესი რო გვინდა!
ბასკი
27 მარტი 2019 10:17
1
იტალიელიიიიიიიიიი აუცილებლააად
mosexoneli
27 მარტი 2019 11:57
2
ვაისი რომ იყოს ე.წ ტოპ კლასის მწვრთნელი კიდევ ჰოო. მაგრამ რატომ უნდა ავიტანოთ საშუალო დონის მწვრთნელისგან ასეთი რამეები. ეგ არახალია რონ ჩვენი ფეხბურთელები დიდ გუნდებში არ თამაშობენ და მაგაზე ახლა წუწუნი გვიანია. ნაკრებს რო იბარებდა მაშინ არ გაეცნო შემადგენლობას?! მწვრთნელი რომელიც წელიწადში ერთ თვეს ატარებს საქართველოში, ქართველ ჟურნალისტებთან არ აქვს არანაირი კომუნიკაცია. ქართველ გულშემატკივარს არაფრად არ აგდებს. ქართული ფეხურთის ვეტერანებს არასდროს არ შეხვედრია. ქართული ჩემპიონატის მხოლოდ ათიოდე მატჩზე თუ იქნება ნამყოფი. გვინდა ასეთი მწვრთნელი?!
ჰიუგო
27 მარტი 2019 10:15
1
მაგ ყველაფერს,"ქართული სტილი" რომ დაარქვა შვეიცარიასთან თამაშს,ეგეც დაუმატეთ.
სოსო
27 მარტი 2019 12:46
1
რაც ნაკრების მწვრთნელია ერთხელ არ უთქვამს ჩემი შერჩეული ტაკტიკით ან შერჩეული შემადგენლობის ბრალიაო სულ ვიღაცას აბრალებს და გაიძახის ჩვენი ფეხბურთელები ცუდ გუნდებში თმაშობენო. შე კაი კაცო თუ ფეღბურთელები არ გვივარგა და ყველასთან იგივეს გაიძახი ადექი და წადი რა შენც დაისვენებ და ჩვენც დაგვასვენებ. ჟურნალისტებიც არ გვივარგა რო დაუსვან მწვავე და საჭირო შეკითხვები.
გიო-გოლი
27 მარტი 2019 10:10
1
რა სისულელეა, ჯარიმიდან რო არ გაეტნათ მაინც გაგიტანდნენ
iosif
29 მარტი 2019 11:35
0
Ra qnas waisma, exla,teqnikit viconebt tavs da isini upro teqnikurebi chandnen, sirbili chvenebs ar sheudzliat, sul ragaca tkivat da acuxebt, Ra qnas maq kacma, sxvam meti gaaketa vinmem tu?
Giorgi
27 მარტი 2019 17:28
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული