ირლანდიის გამარჯვება ლოგიკური იყო - რას გვეუბნება სტატისტიკა

AutoSharing Option
ვებ-გვერდი SofaScore-ი, რომელიც სპორტული ღონისძიებების გაშუქებისა და სტატისტიკის კუთხით მუშაობს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ირლანდია-საქართველოს მატჩის მონაწილეების შეფასებებს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ SofaScore-ი ფეხბურთელების ეფექტურობას ალგორითმის მიხედვით ითვლის და მათ 10-ბალიანი სისტემით შეფასებებს ანიჭებს. როგორც ვებგვერდი განმარტავს, ზოგადად ფეხბურთში ყველაზე მაღალი შეფასება გოლებს და საგოლე გადაცემებს ეძლევა.

"თუმცა, ფეხბურთი გოლებზე გაცილებით უფრო მეტია და ალგორითმის შექმნისას ესეც გავითვალისწინეთ. თუ ფეხბურთელს დაუგროვდა ბევრი ართმევა, მწვავე პასები, წარმატებული დრიბლინგი და მეტოქის პასების ჩაჭრა, თეორიულად, მას შეუძლია დუბლის ავტორზე უფრო მაღალი შეფასება
მიიღოს, თუ ორი გატანილი გოლის გარდა, დუბლის ავტორმა თავი ვერაფრით გამოიჩინა", - წერს SofaScore-ი.

წარმოგიდგენთ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების ფეხბურთელთა შეფასებებს:

ირლანდია: რანდოლფი - 7,3, კოულმენი - 6,9, სტევენსი - 7,3, დაფი - 7,3, კეოგი - 7,3, უილანი - 7,0, მაკდოლდრიკი - 7,1 (82. დოჰერტი - 6,5), ბრეიდი - 6,7 (74. ო'ბრაიენი - 6,5), მაკლინი - 7,6, ჰენდრიკი - 7,4, ჰურიჰანი - 7,7.

საქართველო: ლორია - 6,3, კაკაბაძე - 6,5 (85. ოქრიაშვილი - 6,3), ხოჭოლავა - 6,7 (65. ხარაბაძე - 6,6), კაშია - 6,7, კვირკველია - 6,9, კვეკვესკირი - 7,0, კანკავა - 6,4, კიტეიშვილი - 6,6, გვილია - 6,8, არველაძე - 6,0 (72. ყაზაიშვილი - 6,8), ქვილითაია - 6,3

Sportall.Ge

საინტერესოა მატჩის ზოგადი სტატისტიკაც, რომელიც უეფას ვებგვერდის მონაცემებია:

ბურთის ფლობა 50%:50%
კარისკენ დარტყმები 13:13
კარში დარტყმები 2:2
ბლოკირებული დარტყმები 3:4
კუთხურები 6:4
თამაშგარე 3:0
პასების სიზუსტე 72%:73%
პასები 515:536
ზუსტი პასები 371:392
წესების დარღვევა 7:11

როგორც ხედავთ, ყველა ძირითად კომპონენტში გუნდებმა დაახლოებით თანაბარი შედეგი აჩვენეს, თუმცა, თუ დეტალებს ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, რომ ხშირად ყველაფერს სწორედ დეტალები წყვეტს.

ასე, მრავლისმეტყველია დარტყმების დეტალური სტატისტიკა - საქართველოს ნაკრებმა 13 დარტყმიდან 9-ჯერ საჯარიმოს ფარგლებს გარედან დაარტყა, მაშინ, როდესაც ირლანდიელების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 6/7-ზეა. ვლადიმირ ვაისის შეგირდებს მეტოქის საჯარიმოში შეღწევა გაუჭირდათ, რის გამოც შორეული დარტყმების გარდა, მეტოქეს მეორე ტაიმში ვერაფერი შევთავაზეთ.

როდესაც გუნდები ბურთს თანაბარი დროის განმავლობაში ფლობენ და პასებსაც ერთნაირი სიზუსტით ასრულებენ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ორთაბრძოლების მოგებასა და წარმატებულ დრიბლინგს ეთმობა. სწორედ ამ კომპონენტში ირლანდიელებმა საგრძნობლად გვაჯობეს - ირლანდიელების მიერ წამოწყებული დრიბლინგის 12 მცდელობიდან წარმატებული 11 აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების მაჩვენებელი ამ კუთხით უბრალოდ სავალალოა: 12-დან მხოლოდ 3 წარმატებული დრიბლინგი.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს საჰაერო ორთაბრძოლებში აჯობა - 28:20, რაც, ძირითადად, ჩვენს კართან მოგებულ საჰაერო დუელებს ეხება, საერთო ჯამში კი, მოგებული ორთაბრძოლების რაოდენობის მიხედვითაც დავმარცხდით - 59:43.

საბოლოო ჯამში, სტანდარტიდან გაშვებული გოლის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ირლანდიის ნაკრები უფრო დამაჯერებლად და აგრესიულად გამოიყურებოდა და მათი გამარჯვებაც ლოგიკური იყო.

alt 10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ირლანდიასთან მატჩში

altდევიდ მაკგოლდრიკი: საქართველოსთან მატჩის შემდეგ ოვაცია დავიმსახურე, ძალიან ვამაყობ

altვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

altმიკ მაკარტი: საქართველოს გასაქანი არ მივეცით, თუმცა მომენტები ჰქონდა

altსაქართველოს ნაკრები ირლანდიასთანაც დამარცხდა - ვართ უქულოდ და უგოლოდ [VIDEO]

59: 43
მკითხველის კომენტარები / 9 /
კაცო,ჩვენც ხომ ვუყურეთ მაგ თამაშს,და სტატისტიკამ რაც გინდა ილაპარაკოს,ხომ ვნახეთ,რომ მაკკოლდრიკმა მოიგო თამაში,აქ კი ერთ ერთი უარესი შეფასება აქვს,ასევე ლორიასაც,არველაძის შემდეგ უარესი შეფასება აქვს.მეგონა მხოლოდ საქართველოს სტატისტიკური სამმართველო იყო მატყუარა და თურმე ყველგან ასე ყოფილა.ან რა თანაბრობაზეა ლაპარაკი,როცა ორთაბრძოლებში ულაპარაკოდ გვჯობდნენ ირლანდიელები.სტატისტიკა სანოკაუტო დარტყმას და ხელის მიდებას,ორივეს ერთნაირფასიან დარტყმად აფასებს და მასზე დაყრდნობა,დემაგოგიას ჰგავს.
სოსო
27 მარტი 2019 22:18
1
სამწუხაროდ ბევრი ცუდი თამაში გვახსოვს ჩვენი ნაკრების, მათ შორის ამ ბიჭების... მაგრამ არასდროს გავბრაზებულვარ ისე , როგორც გუშინ. გუნდი აგებს, თამაში მთავრდება და ესენი ძალიან ნელი ტემპით საკუთარ ნახევარზე აგორებდნენ ბურთს :) არა ძმაო, მე არ მაქვს ამათი ნერვები
Homeros
27 მარტი 2019 21:27
1
ეეჰ,ჩემო ჰომეროს,რამდენი საუკუნეა გასული და ოდისეასა და ილიადას შემდეგ,ვეღარაფერი დაწერე.ამოგეწურა რესურსი.აღარც ჩვენ ბიჭებს ჰქონდათ არაქათი შერჩენილი და როგორ ეთამაშათ სწრაფად?გრძელ პასს ვერ აკეთებდნენ და მოკლე პასით კიდევ ენერგია აღარ ჰქონდათ.ინგლისის ლიგაში მოთამაშეებს,შენ დაღლი?
სოსო
29 მარტი 2019 11:16
0
ლიდერი არ ჰყავთ და ეგ იმის ბრალია.
ზაზა
28 მარტი 2019 04:16
0
Vato arveladzisatvis jer martla adrea nakrebi. Ertit naklebi viyavit shetevashic da dacvashi Amis gamo.
Kika
27 მარტი 2019 16:03
0
სანამ ეროვნულ ლიგაში მაღალი დონის გამოცდილი ლეგიონერები არ გვეყოლება არაფერი გვეშველება . მათგან უნდა მიიღონ მაგალით ახალგაზრდებმა ისე სათამაშო კლასი ვერ აიწევს . სწორად უნდა გაკეთდეს ყველაფერი და ხალხიც დაბრუნდება სტადიონებზე და არა ასე ვიღაც უბედურები რო ჩამოყავთ უცხოელი იყოს მთავარია. მაგათ ჩვენი ბიჭები მილიონჯერ ჯობიან მაგათგან ვინ რა უნდა ისწავლოს ...
dima
27 მარტი 2019 15:20
2
კარგი და ძლიერი ბეხბურთელი აქ რატო ჩამოვა? კარგ ხელფას გადაუხდიან თუ სასურველ პირობებს დაახვედრებენ? ძლიერი და ნამდვილი პროფესიონალი ფეხბურთელები რომ ჩამოვიდნენ კარგი საფეხბურთო იმფრასტრუქტურა უნდა გქონდეს არამარტო კონკრეტულ კლუბში არამედ
მთელი ქვეყნის მასშტაბით. უნდა გქონდეს კარგად მოწესრიგებული და მოვლილი ქალაქი. არ უნდა იყოს ქალაქი გარემოვაჭრეებით გადავსებული, მანქანებით გადატვირთული აგრესიული მძღოლებით და ზოგადად ეკონომიკურად გამართული ქვეყანა უნდა იყოს. აბა ღარიბ და უნიათო ქვეყანაში კარგი ფეხბურთელი რატო გააგრძელებს კარიერას?
ილარიონი
27 მარტი 2019 16:25
0
თამაშს ვინც უყურა, იმას სტატისტიკა აღარ სჭირდება. ირლანდიამ უკეთესად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა, მეტი იბრძოლა, მეტი მომენტი ჰქონდა და მეტიც გაიტანა.
???
27 მარტი 2019 15:06
0
ეხ, ედუარდ, ედუარდ - ფეხბურთი, რომ ლოგიკას ექვემდებარებოდეს, ვინღა უყურებდა...
გოგა
27 მარტი 2019 14:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული